 | ავტორი: თენგიზი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 16 ოქტომბერი, 2010 |
მზისქვეშეთი ისეა მოწყობილი, რომ ვერანაირი სულიერი რეალობა ვერ გადაიქცევა დასრულებულ ჰარმონიად, თუკი ადამიანმა ვერ მიაკვლია არსებობისათვის აუცილებელ, შესაბამის ცხოვრებისეულ ფორმას... არა მგონია შევცდე, თუ ვიტყვი - ქვეშეცნობილად ყველანი ვგრძნობთ, რომ ცხოვრების მდინარებამ რაღაც დაგვაკარგვინა, რაღაც ისეთი, რაც მთავარია და აუცილებელი ერისათვის. იქნებ საკუთარი თავის ცნობა დავკარგეთ და ილუზორულ ყოფას მიცემულნი, ვეღარც ვხვდებით, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივექანებით? იქნებ ვეღარ ვხვდებით, რომ ცხოვრების საზრისის მოსაპოვებლად, სხვისი ხელების შემყურედღა შევრჩით ტანჯვის საუფლოს? იქნებ სულაც იმის ბრალია ყოველი ჩვენი გასაჭირი, რომ სამყაროს სათნოდ აღქმის ნიჭი წაგვერთვა, წაგვერთვა უნარი იმისა, რომ გონით და არა რეფლექსით შევინარჩუნოთ მხნეობა, ძალა ადამიანობისა?.. თვალი გავახილოთ და ირგვლივ მიმოვიხედოთ. ნუთუ ისე დავეცით, რომ მშობელი ქვეყნის ტრაგიკული განცდის უნარიც კი დავკარგეთ და ელექტროშუქის მოსვლაც იმიტომ გვახარებს, თავსმოხვეულ, ილუზორულ სამყაროს სანახებში რომ ჩავიძიროთ საკუთარ სავარძლებში ნებიერად მოკალათებულნი?! ჩვენში აზრს მოწინააღმდეგეს რა გამოულევს, ჩემგან თქმულსაც ბლომად კრიტიკაც მოჰყვეს იქნებ, მაგრამ, განა ჩვენი ფიქრი უბრალოდ სამშობლოს სიყვარულზე, უბრალოდ პატრიოტიზმზე კამათია მხოლოდ? მე ვერაფერს ვხვდები. იქნებ ასეა მართლაც?! აბსოლუტური და მარადიული პრინციპების ძიებაში გაილია ათეულობით საუკუნე. ადამიანის ცხოვრების წესისა და გზის საკითხის ძიებას შეელია კაცობრიობის უდიდესი გონი და აი, XXI საუკუნე. საუკუნე, რომელშიაც ნიჰილიზმისა და ინდუსტრიალიზაციის კომბინირებულ საშოში აღმოცენებული და განვითარებული კაცობრიობა, თანდათან, გზამიმართულ მასად გარდაიქმნება. საკითხავი ისაა მხოლოდ - საით მივყავართ ამ გზას ჩვენ, ქართველები? ბუნებასთან და ადამიანებთან, გარემომცველ სამყაროსთან ჭეშმარიტად მართალი ურთიერთობის დამყარებაა ოდითგანვე ქართული სულის საქმე და საკეთებელი. იქნებ საკითხისადმი ამგვარი დამოკიდებულების წყალობით აღმოაჩინა ქართველმა კაცმა გზა ჭეშმარიტი და ერთი, გზა, საიდანაც ყოველ ეპოქაში ნათლად მოსჩანდა ტაძარი? ყოველთვის, როდესაც ამ გზას ვცდებოდით, ჭერისაკენ თვითკმაყოფილებით მომზირალ თათქარიძეებად ვიქცეოდით, როდესაც ამ გზას ვცდებოდით, შადიმანები ვხდებოდით... ნუთუ დღევანდელმა ქართველებმა დავივიწყეთ ისტორიის მწარე გაკვეთილები? ზნეობა ქცევის შეგნებულობაა, მისი დასაბუთების ცოდნაა. შეგნებაა და, მაშასადამე ცოდნასა და შეგნებას მოკლებული ადამიანი, მოკლებულია თვითონ ზნეობასაც. მტკიცე ზნეობის არმქონეს, არც რწმენა აქვს მტკიცე, იგი ვერც მტკიცე სახელმწიფოს შექმნის, ვერც უკვდავ ხელოვნებას და საერთოდ, ვერც ვერაფერს ქვეყნისა და ერის სასიკეთოს, რამე თუ, ზნეობაა ის საფუძველი, რომელზედაც შენდება მრწამსიც, სახელმწიფოც, ხელოვნებაც და ყოველი სხვა რამ სიკეთეც. თუ ამ შეხედულებას ვენდობით და მას ჩვენს დღევანდელ ყოფას მივუსადაგებთ, ადვილადაც მივხვდებით თუ რანი ვართ, რისი გამკეთებელნი. ჩაგივლიათ რესტორნებთან, კაფეებთან, ბარებთან? ჩაგივლიათ სახინკლეებთან, საქაბაბეებთან? ჩაგივლიათ იმ გაურკვეველი წარმომავლობის კვების ობიექტებთან, საბჭოური დროის "ზაბეგალოვკების" სულით რომ სუნთქავენ დღესაც? განა გასაოგნებლად განსაცვიფრებელი არ არის ის, რომ ამდენი ადამიანი შვებას, ლხენას, სიხარულს მისცემია მაშინ, როდესაც წუთისოფლის რაობისადმი ჩაღრმავებაა დღეს, ჩვენი უპირველესი მოვალეობა? ნუთუ შეიძლება ადამიანი დალხენილი იყოს, დღევანდელი, ზარდამცემი რეალობის წინაშე მდგარი? ალბათ ამგვარი მოქცევა იმათთვისაა შესაძლებელი, ვისთვისაც დახშულია გონიერების კარიბჭე; ვინც მსხვერპლია ილუზიისა; ვინც მოჩვენებითი, თავსმოხვეული სიამოვნებით ტკბება, არც აწმყოზე სმენია რაიმე მართალი, არც იმისი განსჯა და საიმისო გონი შერჩენია, თუ ასეთი ნამყოთი, როგორ მყოფადს უმზადებს სამომავლოდ ერსა და ქვეყანას. ჩემთვის გასაგებია აზრი - მსოფლიო გლობალიზაციის ბობოქარ ტალღებზე საცოდავად მოჭრიალე ჩვენი გემის, ფსკერზე ჩათრევას ჩაყოლა რომ სჯობს, მაგრამ გასათვალისწინებელი აქ ისაა, თუ რისი, როგორი დანაკარგის ხარჯზე. არა მგონია, ჩაყოლა იმ ფასეულობათა დაკარგვის ხარჯზე იყოს ჩვენთვის მისაღები, რაზეც ათეულობით საუკუნეთა მანძილზე უშენებიათ ჩვენს ბრწყინვალე წინაპართ ქართული სახელმწიფო. წინა საუკუნეების დასაწყისში აღმოცენილი ფორმულა - ენა, მამული, სარწმუნოება, ის ფორმულაა, რომლის არგამოუყენებლადაც წინ ვერ წავა დღეს ქართული სახელმწიფო. ამიტომაცაა ასეთი გააფთრებით, ხმალჩაუგებლად რომ ებრძვის არაკეთილის მოსურნე ჩვენს ენას, მამულს და სარწმუნოებას. ეს არც არის გასაკვირი. გასაკვირი ისაა მხოლოდ, ამ ბრძოლისათვის თვალი და ყური რომ შეგვიჩვევია. უფრო უარესი, ტაშის კვრითა და დითირამბებით რომ შეგვიმკია ჩვენივე არაკეთილის მოსურნე. "დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა... რამეთუ ყოველი საიდუმლო ამასა ენასა შინა დამარხულ არს". ნუთუ დავივიწყეთ წინაპართაგან დღემდის რუდუნებით მოტანილი, ფოლადივით ნაჭედი ეს სიტყვები?! "... და მისცა ქართლოსს ქვეყანა... და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთვის არაგვი მტკვარსა, და გავიდა მთასა მას ზედა, რომელსაც ეწოდების არმაზი, და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას ქართლი. და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღვამდე სპერისა." ნუთუ დავივიწყეთ ზღუდეები ჩვენი მამულისა?! "... შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფალთა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყვის. და საქებელ არს სახელი შენი ყოვლისა დაბადებულისაგან ცასა ქვეშა და ქვეყანასა ზედა. რამე თუ შენ მიხსენ მე ჭირისაგან და განმინათლე ბნელი ჩემი. აჰა, ესსერა, მიცნობი ეს, რამე თუ გინდა ხსნა ჩემი, ლხინება და მიახლება შენდა, უფალო კურთხეულო! ამასა ადგილსა აღვიმართო ძეგლი ჯვარისა, რომელითა იდიდების სახელი შენი და იხსენიებდეს საქმე ესე და სასწაულ უკუნისამდე." ნუთუ დავივიწყეთ მირიან მეფის ეს სიტყვები? სიტყვები წარმართი მეფის, რომელსაც თავისივე უკეთური აზრებისათვის დაუბნელდა მზე, ექმნა უკუნი და რომელმაც მას შემდეგ იხილა სხივი მისი, თხოვნით და სინანულით ოდეს მიმართა შეწევნისათვის ნინოს ღმერთს... არაფერია ცისქვეშეთში მარადიული, ნათქვამია ებრაულ სიბრძნეში. იქნებ იმიტომაც თქმულა ასე, რომ ჭეშმარიტ რწმენას არც არასოდეს ჰქონია საკუთარი მარადიულობის პრეტენზია და არც არასოდეს მოჰხვევია ძალდატანებით თავს ურწმუნოებას?! ჟამთა სიავითა თუ საკუთარი დაუდევრობით, ხშირად დროებით დაგვიკარგავს ჭეშმარიტი რწმენა, მაგრამ რწმენისავე მარადიულობით გვიპოვნია შინაგანი ძალა, კვლავ დავბრუნებოდით გზას, საიდანაც ასე ნათლად მოსჩანს ტაძარი. დღესაც იქვე ვდგავართ, დღესაც ჟამთა სიავითა თუ საკუთარი დაუდევრობით უფსკრულისაკენ მივექანებით... იქნებ დადგა დრო, თვალი გავახილოთ და ირგვლივ მიმოვიხედოთ? იქნებ დადგა დრო, სამყაროს სათნოებით განჭვრეტისა? იქნებ დადგა დრო გონის მოხმობის და საკუთარი თავის შეცნობის? ქუთაისი. 2005წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გმადლობ (შენობით მოგმართავ, ასე მეტია სიახლვე) დავით დასანახის დანახვისათვის. თქმის სურვილი გამიჩნდა... უცნაურია ადამიანი, ყოველივეში იგი იმას ხედავს, რისი დანახვის სურვილი აქვს. აი შენ ის დაინახე, რაზეც მე ვფიქრობდი და მინდოდა მეთქვა - საკუთარი თავის შეცნობა, თითოეულის, კონკრეტულის, ჩვენგანის... მოხარული ვიქნები ხშირი საუბრების. პატივისცემით გმადლობ (შენობით მოგმართავ, ასე მეტია სიახლვე) დავით დასანახის დანახვისათვის. თქმის სურვილი გამიჩნდა... უცნაურია ადამიანი, ყოველივეში იგი იმას ხედავს, რისი დანახვის სურვილი აქვს. აი შენ ის დაინახე, რაზეც მე ვფიქრობდი და მინდოდა მეთქვა - საკუთარი თავის შეცნობა, თითოეულის, კონკრეტულის, ჩვენგანის... მოხარული ვიქნები ხშირი საუბრების. პატივისცემით
9. როდესაც ამ გზას ვცდებოდით, თათქარიძეები და შადიმანები ვხდებოდით - ჩვენ ეს გზა დავკარგეთ რამოდენიმე საუკუნის წინ და ყვლას ერთად გვაქვს იგი კვლავ მოსაძიებელი!!! ჩემი აზრით, ამ გზისკენ მიმავალ ბილიკები არ არის საძებარი აშენებულ სასტუმროებში, აუზებსა და გზებში (რასაც არავინ უარყოფს). აქ საუბარია ჩვენს შიგნით, სადღაც სულში დაკარგულ გზაზე!!! განა უკვე რამდენიმე საუკუნეა მთელი საქართველო ერთად ვიქეცით საკუთარი სამშობლოს (იგივე საკუთარი თავის) შადიმანებად და თათქარიძეებად. მატერიალურს ბოლოს და ბოლოს შევქმნათ და ,,ავაშენებთ" კიდეც, მაგრამ ჩვენი აზროვნება და სუიერება როგორი იქნება? ვიქნებით ჩვენ ,,ქართველები" ჩვენი წინაპრებივით რომლებმაც თავის თავს ,,რაღაცა" მისია დააკისრეს და მისთვის იბრძოდნენ და ქმნიდნენ! რას ვაძლევთ ,,სულის" განვითარებისთვის მომავალ თაობებს? არ ჩამოვთლი სულიერების ასპექტით, ზოგადად თუ დღეს რა ხდება ჩვენ საზოგადოებაში!!! თუ გამუდმებით არ ვეძიეთ (მთელმა საზოგადოებამ) როგორ შევიცნობთ საკუთარ თავს? რა გვინდა ? რა არის ამ ქვეყნად (ჩვენი თვითოეულის) და საერთოდ საქართველოს მისია? ვიცით კი დღეს გაცნობიერებულად რატომ ვიბრძვით საუკუნეებია ასე გმირულად გამწარებულები? ზუსტად ვიცით რა გვინდა, როგორ და რანაერად უნდა ავაშენოთ? - ბოდის ვიხდი ესოდენ ვრცელი კომენტარისთვის, მაგრამ სწორედ ეს აზრები გამიჩინა ავტორმა... როდესაც ამ გზას ვცდებოდით, თათქარიძეები და შადიმანები ვხდებოდით - ჩვენ ეს გზა დავკარგეთ რამოდენიმე საუკუნის წინ და ყვლას ერთად გვაქვს იგი კვლავ მოსაძიებელი!!! ჩემი აზრით, ამ გზისკენ მიმავალ ბილიკები არ არის საძებარი აშენებულ სასტუმროებში, აუზებსა და გზებში (რასაც არავინ უარყოფს). აქ საუბარია ჩვენს შიგნით, სადღაც სულში დაკარგულ გზაზე!!! განა უკვე რამდენიმე საუკუნეა მთელი საქართველო ერთად ვიქეცით საკუთარი სამშობლოს (იგივე საკუთარი თავის) შადიმანებად და თათქარიძეებად. მატერიალურს ბოლოს და ბოლოს შევქმნათ და ,,ავაშენებთ" კიდეც, მაგრამ ჩვენი აზროვნება და სუიერება როგორი იქნება? ვიქნებით ჩვენ ,,ქართველები" ჩვენი წინაპრებივით რომლებმაც თავის თავს ,,რაღაცა" მისია დააკისრეს და მისთვის იბრძოდნენ და ქმნიდნენ! რას ვაძლევთ ,,სულის" განვითარებისთვის მომავალ თაობებს? არ ჩამოვთლი სულიერების ასპექტით, ზოგადად თუ დღეს რა ხდება ჩვენ საზოგადოებაში!!! თუ გამუდმებით არ ვეძიეთ (მთელმა საზოგადოებამ) როგორ შევიცნობთ საკუთარ თავს? რა გვინდა ? რა არის ამ ქვეყნად (ჩვენი თვითოეულის) და საერთოდ საქართველოს მისია? ვიცით კი დღეს გაცნობიერებულად რატომ ვიბრძვით საუკუნეებია ასე გმირულად გამწარებულები? ზუსტად ვიცით რა გვინდა, როგორ და რანაერად უნდა ავაშენოთ? - ბოდის ვიხდი ესოდენ ვრცელი კომენტარისთვის, მაგრამ სწორედ ეს აზრები გამიჩინა ავტორმა...
8. მიუხედევად იმისა, რომ ახალი არ თქმულა, აქცენტები საინტერესოდ არის გამახვილებული წერილში; კიდევ და კიდევ ვახსენებთ საკუთარ თავს, საზოგადოებას თუ რა ხდება და არის გასაკეთებელი. რაღა თქმა უნდა, ტაშ-ფანდურის დრო ახლა ნამდვილად არ არის და ილიას გზა, რომლიც გამოისახება "ენა-მამული-სარწმუნოება"-ში უნდა შევუდგეთ; ილიას, "რა გითხრათ, რით გაგახაროთ" არის წერილი რომელიც ჩემი აზრით ძალიან ძლიერი საპროგრამო სიტყვაა, დღეს 21-ე საუკუნეში, ანუ, არ მოძველებულა იგი,
ილიას , დავით აღმაშენელის და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მიუხედევად იმისა, რომ ახალი არ თქმულა, აქცენტები საინტერესოდ არის გამახვილებული წერილში; კიდევ და კიდევ ვახსენებთ საკუთარ თავს, საზოგადოებას თუ რა ხდება და არის გასაკეთებელი. რაღა თქმა უნდა, ტაშ-ფანდურის დრო ახლა ნამდვილად არ არის და ილიას გზა, რომლიც გამოისახება "ენა-მამული-სარწმუნოება"-ში უნდა შევუდგეთ; ილიას, "რა გითხრათ, რით გაგახაროთ" არის წერილი რომელიც ჩემი აზრით ძალიან ძლიერი საპროგრამო სიტყვაა, დღეს 21-ე საუკუნეში, ანუ, არ მოძველებულა იგი,
ილიას , დავით აღმაშენელის და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
7. 2. საინტერესოა, რიგ საკითხებში არ ვეთანხმები ავტორს.5 რები. 2010-10-16 21:41:47
იქნებ დაგეკონკრეტებინა რაში არ მეთანხმები და გვესაუბრა ამაზე? 2. საინტერესოა, რიგ საკითხებში არ ვეთანხმები ავტორს.5 რები. 2010-10-16 21:41:47
იქნებ დაგეკონკრეტებინა რაში არ მეთანხმები და გვესაუბრა ამაზე?
6. და გუშინ ჩემ მეზობელთან იმისთანა ლობიო ვჭამე პამიდვრის მწნილით დღესაც დორბლი მომდის!
თბილისი. 2010წ.
მაიდეეევს. 2010-10-16 21:40:47
დორბლიანი რო ხარ ქე გეტყობა ბიძია, მარა გეიჩოჩე პაწა იქით, მაგ დორბლში მე ცოფსაც ვხედავ. მინდა ახლა მე ცოფის საწინააღმდეგო აცრები? და გუშინ ჩემ მეზობელთან იმისთანა ლობიო ვჭამე პამიდვრის მწნილით დღესაც დორბლი მომდის!
თბილისი. 2010წ.
მაიდეეევს. 2010-10-16 21:40:47
დორბლიანი რო ხარ ქე გეტყობა ბიძია, მარა გეიჩოჩე პაწა იქით, მაგ დორბლში მე ცოფსაც ვხედავ. მინდა ახლა მე ცოფის საწინააღმდეგო აცრები?
5. 5.
და შეკითხვა კონკრეტულად ავტორი რას აკეთებს ამისთვის და თუ გაუკეთებია რამე?თუ მხოლოდ ზოგადი მოწოდებაა და სიტყვები?
5.
და შეკითხვა კონკრეტულად ავტორი რას აკეთებს ამისთვის და თუ გაუკეთებია რამე?თუ მხოლოდ ზოგადი მოწოდებაა და სიტყვები?
4. მერე აგერ მცხეთის ძველი(ახალი დასახლება)გახსნეს რამოდენმე დღის წინ...
წავიკითხოთ და აღვიქვათ სწორად რა ! რატო მომიშალე ეხა ნერვები რა გინდოდა! მერე აგერ მცხეთის ძველი(ახალი დასახლება)გახსნეს რამოდენმე დღის წინ...
წავიკითხოთ და აღვიქვათ სწორად რა ! რატო მომიშალე ეხა ნერვები რა გინდოდა!
3. მაიდეეევს. ბათუმში რა ახალი დასახლება გახსნეს? დამაინტერესა მეც. მაიდეეევს. ბათუმში რა ახალი დასახლება გახსნეს? დამაინტერესა მეც.
2. საინტერესოა, რიგ საკითხებში არ ვეთანხმები ავტორს.5 საინტერესოა, რიგ საკითხებში არ ვეთანხმები ავტორს.5
1. ბევრი ვეცადე თუ ცოტა ვეცადე აზრი ვერ გავიგე, რა გინდა (თ)...
ეს იყო 2005 წელში თან ქუთაისში სიმონ ხო? იმის მერე სიმონ აგერ გაკეთდა სიღნაღი ძმაო, მერე აგერ მცხეთის ძველი(ახალი დასახლება)გახსნეს რამოდენმე დღის წინ,ბათუმი? რო ვერ ინატრებს კაცი მეტს..ქუთაისიც კეთდება ბოლო-ბოლო !...ასფალტის საფარი გამოიცვალა და კიდე იცვლება და მალე სრულიად საქართველოში დაეგება ახალი ცხელ-ცხელი ქაფქაფა..... გაზი ყველა სოფელს სინათლე ყველა სოფელს! აგერ ახალი საბავშვო-შემეცნებითი არხი გაკეთდა ქართულ ტელე-სივრცესი "ენკი ბენკი"...
და გუშინ ჩემ მეზობელთან იმისთანა ლობიო ვჭამე პამიდვრის მწნილით დღესაც დორბლი მომდის!
თბილისი. 2010წ.
ბევრი ვეცადე თუ ცოტა ვეცადე აზრი ვერ გავიგე, რა გინდა (თ)...
ეს იყო 2005 წელში თან ქუთაისში სიმონ ხო? იმის მერე სიმონ აგერ გაკეთდა სიღნაღი ძმაო, მერე აგერ მცხეთის ძველი(ახალი დასახლება)გახსნეს რამოდენმე დღის წინ,ბათუმი? რო ვერ ინატრებს კაცი მეტს..ქუთაისიც კეთდება ბოლო-ბოლო !...ასფალტის საფარი გამოიცვალა და კიდე იცვლება და მალე სრულიად საქართველოში დაეგება ახალი ცხელ-ცხელი ქაფქაფა..... გაზი ყველა სოფელს სინათლე ყველა სოფელს! აგერ ახალი საბავშვო-შემეცნებითი არხი გაკეთდა ქართულ ტელე-სივრცესი "ენკი ბენკი"...
და გუშინ ჩემ მეზობელთან იმისთანა ლობიო ვჭამე პამიდვრის მწნილით დღესაც დორბლი მომდის!
თბილისი. 2010წ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|