| ავტორი: ნუცი ჟანრი: პროზა 15 ოქტომბერი, 2010 |
მეღვიძება არადაღლილი შეგრძნებით. საკმაოდ დიდი დოზა კატაბალახას ნაყენის მიღების დამსახურებაა ალბათ,ძილის წინ რომ გადავკარი. წუთებს ვიზოგავ.ადგომას ვაგვიანებ.მზერა უსაყვარლეს სილუეტს ლანდავს კარების იქეთ. თავს ვაიძულებ არ ვიფიქრო ისეთ გულისამაჩუყებელ საკითხებზე, რომ ჩემი შვილი თვალსა და ხელს შუა გაიზარდა და დილით თავისი გემოვნებით არჩევს რა ჩაიცვას.მეუბნება, რომ არ მოსწონს მისი კლასელი ალეკო, მხოლოდ იმიტომ, ალეკოს მოსწონს და ამ უკანასკნელს ამის გამოხატულების უცნაური ფორმა ჰქონია.ყოველთვის როცა (როგორც ჩანს) ეს თვალს აპარებს ის თურმე ჰაეროვან კოცნას უგზავნის. მოდის ჩემთან და წუწუნებს,თავი დამანებოსო.მოდი შენ და რამე უთხარიო.მეცინება. რა უნდა ვუთხრა? ამ საკითხზე არც არასოდეს მიფიქრია.არადა ალბათ სულ რამოდენიმე წელში, ამ ყველაფერს პირისპირ შევეჩეხები. ჯერ არ ვიფიქრებ. მანამდე მაინც,სანამ ჩემს გოგონას მხოლოდ ერთი ვარცხნილობა მოსწონს და გრძელი კიკინით იპრანჭება. მეხვევა,მკოცნის ისე თბილად და პაწია ცმაცუნა ტუჩებით,რომ გულში გამეფებულ დარდს და ტკივილს წურავს შემოდგომის ყურძენივით. არაფერზე აღარ ვფიქრობ. სიმშვიდე მინაწილდება თითოეულ უჯრედში და სული თავისთავად იწყებს უფლის სადიდებელს,მადლიერების გამოხატვას,გონებისმიერი ხმით. ვუერთდები ჩემი ცხოვრების ყოველდღიურ წრებრუნვას და არ ვფიქრობ რა შეიძლება მოხდეს ხვალ,ზეგ, მაზეგ. . . ძლივს შევდივარ სამარშუტო ტაქსში,იმითაც მადლობელი, რომ საერთოდ გააჩერა. ვაკვირდები სახეებს, დილიდანვე დაღლილებს,ფიქრიანებს ან სევდიანებს და უიშვიათეს შემთხვევაში ბედნიერი სახის პატრონებს როგორც იტყვიან თმის წვერიდან ფეხის ფრჩხილებამდე ვათვალიერებ.ალბათ უფრო სხივებს ვეძებ ადამიანებში. . . ვცდილობ გავარკვიო რა არის მიზეზი ბედნიერების და მაოცებს ის აღმოჩენა, რომ ის ყოველთვის ცხოვრებიდან ამოჭრილი დროის მონაკვეთია,რომელსაც იმ წუთებში სხვაგვარად აღვიქვავთ. ვირაც თიკა, იმითაა ბედნიერი, რომ საღამოს ზურას უნდა შეხვდეს,რომელმაც როგორც იქნა გადაწყვიტა და დაურეკა_შემხვდიო. თიკა კი გახარებული ამ ახალი ამბით, საკუთარ თავში ვერ ჩატეული,ანის ურეკავს და ამბავს უყვება სამარშუტო ტაქსიდან. დალის კი თავისი შვილი გეგა ჩამოსდის საზღვარგარეთიდან. ნიკას დაბადების დღეს ლიზი ულოცავს,ლიზი, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ ნიკას ტელეფონის ფონად მისი სურათი აქვს და უზომოდ მონატრებია მისი ხმა. . . პატარა ქერათმიანი ცისფერთვალება ბიჭი, რომელიც მამიდასთან მიდის სტუმრად.მამიდამ კი ,,ადლე რომ იკო უთქლა სიცოცხლეზე მეტად მიკალქალო. _მააა,მამიდამ იჩის მეც ლომ მიკალს?" და ისევ დაღლილი, სევდიანი და ფიქრიანი სახეები, სანახევროდ ჩაბნელებულ სამარშუტო ტაქსში. . . ახლა უკვე ვფიქრობ. . . ვფიქრობ შენზე. იმაზე, რომ ამ ბოლო დროს, უიმედობის ნაღველი შეგერია სინამდვილეში. ჩემზეც ვფიქრობ. მეციხოვნესავით გამოვეკარი ჩემი ცხოვრების უბრალო კოშკს,სადაც ყველა იყრის თავს, ვინც მიყვარს და თითოეულის სუნთქვას ვდარაჯობ მუდმივი სიფხიზლით. _დედააა,ალეკომ იცი ბებოს რა უთხრა? კარგი გოგოა და მომწონსო. დედაჩემი დამნაშავესავით დგას და ეღიმება _რა უნდა მეთქვა? ვერაფერი ვერ ვუთხარი იმ ბავშვს. ვიცინი. ჩემს შვილს თვალებიდან მზის სხივები სცვივა. გულში ვიკრავ და ხმამაღლა ვფიქრობ_არ ვზრდი მე ვინმეს დასაწუნ შვილს._ მერე საკმაოდ სიმკაცრე გარეული ტონით ვუმატებ _ ჩამაბარე გაკვეთილები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. " ვიცინი. ჩემს შვილს თვალებიდან მზის სხივები სცვივა. გულში ვიკრავ და ხმამაღლა ვფიქრობ_არ ვზრდი მე ვინმეს დასაწუნ შვილს._ მერე საკმაოდ სიმკაცრე გარეული ტონით ვუმატებ _ ჩამაბარე გაკვეთილები!"
რა ძალიან ბევრი რამეა ნათქვამი ბოლო წინადადებაში. ბავშვობიდან დიდობამდე ერთი გაელვებაა. მეც ორი გოგონა მყავს, ელვისუსწრაფესად დაიზარდნენ, მათთან დაწყებული ბავშვური თამაშის დასრულებაცკი ვერ მოვასწარი, რომ უკვე 18-19 წლისები დახდნენ. ის დრო მომანატრა ამ ლამაზმა ჩანახატმა...................+5 " ვიცინი. ჩემს შვილს თვალებიდან მზის სხივები სცვივა. გულში ვიკრავ და ხმამაღლა ვფიქრობ_არ ვზრდი მე ვინმეს დასაწუნ შვილს._ მერე საკმაოდ სიმკაცრე გარეული ტონით ვუმატებ _ ჩამაბარე გაკვეთილები!"
რა ძალიან ბევრი რამეა ნათქვამი ბოლო წინადადებაში. ბავშვობიდან დიდობამდე ერთი გაელვებაა. მეც ორი გოგონა მყავს, ელვისუსწრაფესად დაიზარდნენ, მათთან დაწყებული ბავშვური თამაშის დასრულებაცკი ვერ მოვასწარი, რომ უკვე 18-19 წლისები დახდნენ. ის დრო მომანატრა ამ ლამაზმა ჩანახატმა...................+5
11. ძალიან, ძალიან!!!!! მაოცებ!!!!! ძალიან, ძალიან!!!!! მაოცებ!!!!!
10. ოოო ნუცი, ეს კი ძალიან მომეწონა, რომ იტყვიან, თბილი, ტკბილი, გულიანი და მგრძნობიარე ჩანახატია, ღმერთმა დაგლოცოს და გაგიზარდოს პატარები, გაიხარონ და იბედნიერონ ბავშვებმა, შენ კი წერე ასე ლამაზად,. ჩემი უმაღლესი შეფასება! ოოო ნუცი, ეს კი ძალიან მომეწონა, რომ იტყვიან, თბილი, ტკბილი, გულიანი და მგრძნობიარე ჩანახატია, ღმერთმა დაგლოცოს და გაგიზარდოს პატარები, გაიხარონ და იბედნიერონ ბავშვებმა, შენ კი წერე ასე ლამაზად,. ჩემი უმაღლესი შეფასება!
9. კარგია ძალიან!! :) ++ კარგია ძალიან!! :) ++
8. ლამაზი დაწერილია+2 ლამაზი დაწერილია+2
7. სასიამოვნოდ იკითხება.......წარმატებები... სასიამოვნოდ იკითხება.......წარმატებები...
6. ძალიან კარგი ნაწერია... :) გამათბო... :) +2 ძალიან კარგი ნაწერია... :) გამათბო... :) +2
5. მომეწონა...აღზრდის მეთოდიც...:-* მომეწონა...აღზრდის მეთოდიც...:-*
4. მეციხოვნესავით გამოვეკარი ჩემი ცხოვრების უბრალო კოშკს,სადაც ყველა იყრის თავს, ვინც მიყვარს და თითოეულის სუნთქვას ვდარაჯობ მუდმივი სიფხიზლით... ძალიან თბილი ჩანახატია და აი, პატარა, ცმაცუნა ტუჩებიიიიი!!! წარმატებები, ნუცი:) მეციხოვნესავით გამოვეკარი ჩემი ცხოვრების უბრალო კოშკს,სადაც ყველა იყრის თავს, ვინც მიყვარს და თითოეულის სუნთქვას ვდარაჯობ მუდმივი სიფხიზლით... ძალიან თბილი ჩანახატია და აი, პატარა, ცმაცუნა ტუჩებიიიიი!!! წარმატებები, ნუცი:)
3. კარგი იყო, მსუბუქი, საყვარელი, შენებური :) კარგი იყო, მსუბუქი, საყვარელი, შენებური :)
2. ძალიან მომეწონა, ლამაზადაა გადმოცემული :) ბევრი ლამაზი ფრაზაა თავმოყრილი :)
ერთი შენიშვნა მაქვს ავტორთან, იმედი მაქვს არ მიწყენს... მარშუტკა ანუ ქართული ვარიანტი: სამარშრუტო ტაქსი
წარმატებები, ნუცი, ძალიან კარგი ხარ! :)
+555 ძალიან მომეწონა, ლამაზადაა გადმოცემული :) ბევრი ლამაზი ფრაზაა თავმოყრილი :)
ერთი შენიშვნა მაქვს ავტორთან, იმედი მაქვს არ მიწყენს... მარშუტკა ანუ ქართული ვარიანტი: სამარშრუტო ტაქსი
წარმატებები, ნუცი, ძალიან კარგი ხარ! :)
+555
1. არ ვზრდი მე ვინმეს დასაწუნ შვილს._:) მსუბუქი ნაწერია,სასიამოვნო! არ ვზრდი მე ვინმეს დასაწუნ შვილს._:) მსუბუქი ნაწერია,სასიამოვნო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|