შუაღამისას მზეს ვაკრავდი “იავნანას” ჩუმი ღიღინით გაღვივებული ვარსკვლავებით სავსე თონეში, რომ რიჟრაჟისკენ, დაბრაწული მზის სურნელით გაბრუებულს გაგღვიძებოდა. ახელდი თვალებს -ვადკაჭაჭებს და ტიტინებდი, მერე მთელი დღე მზეს იხუტებდი ორივე ხელით, ჩიტებს უყოფდი და აპურებდი.
მას შემდეგ ისე დიდი ხანია... მზეს ახლაც ვაკრავ “იავნანას” ჩუმი ღიღინით გაღვივებული ვარსკვლავებით სავსე თონეში, მზე არ ამოდის, მზე ვარდება კუტი პურივით. მე მაინც ვაკრავ. მოთმინებით, ჯიუტად ვაკრავ.
ტყუილი იყო მამაშენის მზეჭაბუკად ზღაპრებში წასვლა! ტყუილი იყო საწოვარა, წყალ–წყალა სუფი! ბიძებისგან ნაჩუქარი თოფი, დამბაჩა! ტყუილი იყო ომობანა! გამარჯვების ყიჟინა! ტაში! მართალი–მხოლოდ გულის ფეთქვა და სიყვარული- თოთო მაჯაზე ძაფით შებმული ვერცხლის ეჟვანი...
...შუაღამისას მზეს ვაკრავდი "იავნანას" ჩუმი ღიღინით, ზღვაში ვხნავდი, ზღვაში ვთესავდი ცერცვის მარცვლებს: სითბოს, სიკეთეს, სათნოებას, იმედს, სიხარულს... არცრა მიჭირდა, გვერდით მყავდი: ცელქი ბიჟინა, მოწყურებულს ზღვას გასმევდი პაწია კოვზით, ზღვა გაილია, მიწა გამოჩნდა და მიწაზე:
დანარცხებული, თავწაწყვეტილი მკვდარი ჩიტი, გადამსხვრეული ლითონის ფრთებით, სხეულიდან გამოჟონილი ვაებით, კვნესით... ვერ მოგისწარი! მზეს ვაკრავდი "იავნანას" ჩუმი ღიღინით, ვხნავდი, ვთესავდი.
ხომ არ მემდური? ხომ არ გცივა? ხომ არ გეტკინა ან ხომ არ გშია? გიჩხარუნებენ ბროწეულები ჩემს მაგივრად წითელ–წითელ საჩხარუნოებს?!
მას შემდეგ ისე დიდი ხანია... ჩამოიმარცვლა წელიწადების კრიალოსანი–დედის ლოცვანით. ჩუმი ლოდინით, ჩუმი ლოდინით, ჩუმი ლოდინით... გიახლოვდები, ისევ მესმის შენი მაჯიდან ვერცხლის ეჟვნის სუსტი წკარუნი, ჩემსკენ იარე, არ შეგეშინდეს ბილიკებზე მოდებული შამბის და გვიმრის, ჩემი სხეული, ჩემი სული მოგიპნიე ფურცელ–ფურცელ და გამოყევი, რომ მზე ჩაგიკრა "იავნანას" ჩუმი ღიღინით გაღვივებული ვარსკვლავებით სავსე თონეში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. საინტერესო +5 საინტერესო +5
13. გამარჟრჟოლა, შემაზანზარა, მძაფრი ემოციური ლექსი, ყოჩაღ ლელა! +5555 გამარჟრჟოლა, შემაზანზარა, მძაფრი ემოციური ლექსი, ყოჩაღ ლელა! +5555
11. ლელა, უზომოდ-უზომოდ მომეწონა!!!!!! :) დიდი მადლობა, ჩემო კარგო, რომ შენმა ლექსმა ასეთი სიამოვნება მომანიჭა :)
+10
ლელა, უზომოდ-უზომოდ მომეწონა!!!!!! :) დიდი მადლობა, ჩემო კარგო, რომ შენმა ლექსმა ასეთი სიამოვნება მომანიჭა :)
+10
10. არ შეგეშინდეს ბილიკებზე მოდებული შამბის და გვიმრის, ჩემი სხეული, ჩემი სული მოგიპნიე ფურცელ–ფურცელ და გამოყევი, რომ მზე ჩაგიკრა "იავნანას" ჩუმი ღიღინით გაღვივებული ვარსკვლავებით სავსე თონეში.--ლამაზიააა.555 არ შეგეშინდეს ბილიკებზე მოდებული შამბის და გვიმრის, ჩემი სხეული, ჩემი სული მოგიპნიე ფურცელ–ფურცელ და გამოყევი, რომ მზე ჩაგიკრა "იავნანას" ჩუმი ღიღინით გაღვივებული ვარსკვლავებით სავსე თონეში.--ლამაზიააა.555
9. ..შუაღამისას მზეს ვაკრავდი "იავნანას" ჩუმი ღიღინით, ზღვაში ვხნავდი, ზღვაში ვთესავდი ცერცვის მარცვლებს: სითბოს, სიკეთეს, სათნოებას, იმედს, სიხარულს... არცრა მიჭირდა, გვერდით მყავდი: ცელქი ბიჟინა, მოწყურებულს ზღვას გასმევდი პაწია კოვზით, ზღვა გაილია, მიწა გამოჩნდა და მიწაზე:
დანარცხებული, თავწაწყვეტილი მკვდარი ჩიტი, გადამსხვრეული ლითონის ფრთებით, სხეულიდან გამოჟონილი ვაებით, კვნესით... ვერ მოგისწარი! მზეს ვაკრავდი "იავნანას" ჩუმი ღიღინით, ვხნავდი, ვთესავდი.
განსაკუთრებულია!
+555555555 ..შუაღამისას მზეს ვაკრავდი "იავნანას" ჩუმი ღიღინით, ზღვაში ვხნავდი, ზღვაში ვთესავდი ცერცვის მარცვლებს: სითბოს, სიკეთეს, სათნოებას, იმედს, სიხარულს... არცრა მიჭირდა, გვერდით მყავდი: ცელქი ბიჟინა, მოწყურებულს ზღვას გასმევდი პაწია კოვზით, ზღვა გაილია, მიწა გამოჩნდა და მიწაზე:
დანარცხებული, თავწაწყვეტილი მკვდარი ჩიტი, გადამსხვრეული ლითონის ფრთებით, სხეულიდან გამოჟონილი ვაებით, კვნესით... ვერ მოგისწარი! მზეს ვაკრავდი "იავნანას" ჩუმი ღიღინით, ვხნავდი, ვთესავდი.
განსაკუთრებულია!
+555555555
8. მართლაც რომ შესანიშნავი ლექსიი!!! ფანტასტიური! 555!!! მართლაც რომ შესანიშნავი ლექსიი!!! ფანტასტიური! 555!!!
7. დიდი მადლობა, ჩემო კარგებო. ეს ლექსი ჩემთვის ძვირფას ადამიანზეა, რომელიც დღესაც ელის აფხაზეთიდან თავის ობოლი, დედისერთა შვილის დაბრუნებას, სწორედ ასე, ჩუმი ლოდინით... ამ ლექსით მინდოდა მოვფერებოდი მასაც და უამრავ მისნაირსაც... არ კი ვიცი, როგორ გამომივიდა... დიდი მადლობა, ჩემო კარგებო. ეს ლექსი ჩემთვის ძვირფას ადამიანზეა, რომელიც დღესაც ელის აფხაზეთიდან თავის ობოლი, დედისერთა შვილის დაბრუნებას, სწორედ ასე, ჩუმი ლოდინით... ამ ლექსით მინდოდა მოვფერებოდი მასაც და უამრავ მისნაირსაც... არ კი ვიცი, როგორ გამომივიდა...
6. ყოჩაღ! ყოჩაღ, ლელა!!! ყოჩაღ! ყოჩაღ, ლელა!!!
5. შესანიშნავია! კინოკადრებივით გადარბენილმა სტრიქონებმა მთელი ცხოვრება დამანახა – თავისი ტკივილითა და სიხარულით!
შესანიშნავია! კინოკადრებივით გადარბენილმა სტრიქონებმა მთელი ცხოვრება დამანახა – თავისი ტკივილითა და სიხარულით!
4. მას შემდეგ ისე დიდი ხანია... ჩამოიმარცვლა წელიწადების კრიალოსანი–დედის ლოცვანით. ჩუმი ლოდინით, ჩუმი ლოდინით, ჩუმი ლოდინით... გიახლოვდები, ისევ მესმის შენი მაჯიდან ვერცხლის ეჟვნის სუსტი წკარუნი, ჩემსკენ იარე, არ შეგეშინდეს ბილიკებზე მოდებული შამბის და გვიმრის
ძალიან მომეწონა...აპლოდიმენტებს დავტოვებ და ისე გავალ :) მას შემდეგ ისე დიდი ხანია... ჩამოიმარცვლა წელიწადების კრიალოსანი–დედის ლოცვანით. ჩუმი ლოდინით, ჩუმი ლოდინით, ჩუმი ლოდინით... გიახლოვდები, ისევ მესმის შენი მაჯიდან ვერცხლის ეჟვნის სუსტი წკარუნი, ჩემსკენ იარე, არ შეგეშინდეს ბილიკებზე მოდებული შამბის და გვიმრის
ძალიან მომეწონა...აპლოდიმენტებს დავტოვებ და ისე გავალ :)
3. მას შემდეგ ისე დიდი ხანია... ჩამოიმარცვლა წელიწადების კრიალოსანი–დედის ლოცვანით. ჩუმი ლოდინით, ჩუმი ლოდინით, ჩუმი ლოდინით... გიახლოვდები, ისევ მესმის შენი მაჯიდან ვერცხლის ეჟვნის სუსტი წკარუნი, ჩემსკენ იარე, არ შეგეშინდეს ბილიკებზე მოდებული შამბის და გვიმრის, ჩემი სხეული, ჩემი სული მოგიპნიე ფურცელ–ფურცელ და გამოყევი, რომ მზე ჩაგიკრა "იავნანას" ჩუმი ღიღინით გაღვივებული ვარსკვლავებით სავსე თონეში.
გაიხარე, ლელა! არაჩვეულებრივია! 5 მას შემდეგ ისე დიდი ხანია... ჩამოიმარცვლა წელიწადების კრიალოსანი–დედის ლოცვანით. ჩუმი ლოდინით, ჩუმი ლოდინით, ჩუმი ლოდინით... გიახლოვდები, ისევ მესმის შენი მაჯიდან ვერცხლის ეჟვნის სუსტი წკარუნი, ჩემსკენ იარე, არ შეგეშინდეს ბილიკებზე მოდებული შამბის და გვიმრის, ჩემი სხეული, ჩემი სული მოგიპნიე ფურცელ–ფურცელ და გამოყევი, რომ მზე ჩაგიკრა "იავნანას" ჩუმი ღიღინით გაღვივებული ვარსკვლავებით სავსე თონეში.
გაიხარე, ლელა! არაჩვეულებრივია! 5
2. ძალიან მინდა მოგეფერო, იმდენად შევიგრძენი შენი ტკივილი. გაგაძლიეროს უფალმა! +555 ძალიან მინდა მოგეფერო, იმდენად შევიგრძენი შენი ტკივილი. გაგაძლიეროს უფალმა! +555
1. თითქოს ვიღაცის ცხოვრებას ვუყურე ფართო ეკრანიდან. . . დიდ ტკივილიან თვალებში ჩავხედე ვიღაცას. ასეთი მძაფრი სევდიანი ემოცია ჯერ არცერთ აქ წაკითხულს არ მოუტანია ჩემთვის. თითქოს ვიღაცის ცხოვრებას ვუყურე ფართო ეკრანიდან. . . დიდ ტკივილიან თვალებში ჩავხედე ვიღაცას. ასეთი მძაფრი სევდიანი ემოცია ჯერ არცერთ აქ წაკითხულს არ მოუტანია ჩემთვის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|