ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2010


ლექსი

ჩემი ნაფუნჯარი ლექსი,
მხოლოდ ერთხანობით მოცლა,
ჩემი ფიქრისფერი სიტყვა,
ცრემლებდადებული ლოცვა.
პწკარედ-პწკარედების ხიბლი,
ამურდაპყრობილი მზერა,
ფუნჯი, საღებავი, ტილო,
სითბოგაუკრთობი კერა.
ჩემი ნამეხარი მუხა,
დროგადალახული ხიდი,
თვალებმიჩვეული მზე და
უფლის სიყვარული დიდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები