 | ავტორი: წყლის საქანელი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 26 ოქტომბერი, 2010 |
გიოსთვის ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია ახლა... რომ ვკითხე, რას ინატრებ-თქო, ჯანმრთელობასო - მიპასუხა. მას შიდსი აქვს, სქესობრივი გზით დაავადდა, სადღაც ორი წლის წინ.გიორგი გეია.ბევრჯერ ვუთხარი, რომ შიდსის ვაქცინას მალე გამოიგონებენ და შენ აუცილებლად ჯანმრთელი იქნები და ამ საზოგადოების სრულყოფილი წევრად მოგვევლინები-მეთქი. ძალიან კეთილია და თავმდაბალი.დედ-მამასთან ცხოვრობს და ერთი და ჰყავს. მასზე არავინ იცის, არც მის ორიენტაციაზე და მითუმეტეს - შიდსზე. ძალიან უჭირს და აწუხებს, ოღონდ ტკივილები ჯერ არა, ამბობს, რომ სრულიად ჯანმრთელი აქვს ყველა ორგანო, მაგრამ თავს რომ არ მიხედოს და რამე წამოტკივდეს...”აივ” ვირუსი სერიოზულ ფაზაში გადავა. გიოს შემდეგ მივხვდი, რომ არცერთი ვართ დაზღვეული ამ ვერაგი დაავადებისგან.სადღაც 2600 ადამიანი ავადდება ყოველდიურად შიდსით, 22.000.000-ზე მეტი იღუპება ყოველწლიურად. საქართველოში 6000-მდე ინფიცირებულია. გიო საზოგადოებას ვერ ენდობა, ეშინია რომ მასზე თუ გაიგებენ ბოლომდე გაირიყება, ამჯერად როდესაც საკუთარი თავი გარიყა, წარმოიდგინეთ რა დისტანციაში მოყვება თუ მასზე გაიგებენ და ბოროტი ენები ალაპარაკდებიან. მას ერთი ძმაკაცი ჰყავს, მან არ იცის რომ მისი მეგობარი ინფიცირებულია, გიოს ისიც კი აწუხებს, რომ უწევს დამალოს თავის გასაჭირი, წინააღმდეგ შემთვევაში გარიყავს ისიც, დაფრთხება და სულ მარტო დარჩება, არადა შიდსი არ გადადის მეგობრობით, ხელის ჩამორთმევით, კოცნით და ჩახუტებით. ერთი შეხედვით სუსტი ვირუსი, რომელიც რამენიმე წუთში იღუპება თუ სასურველ გარემოში ვერ მოხვდა, ამ დროს სისხლში დიდი დოზით არის და ელოდება რომელ ორგანოს დაარტყას და ადამიანი იმსხვერპლოს. რომ ვკითხე რით ერთობი-თქო, მიპასუხა, რომ გარეთ გადის და სეირნობს, ხანდახან ”ბირჟაზე” ბიჭებთან ერთად ზის და უსმენს მათ, არაერთხელ ყოფილა შემსწრე როგორ აგინებდნენ და აუგად მოიხსენიებდნენ ”პედარასტებს”...და ის ოღონდ ჯანმრთელი იყოს და უმისამართო გინებას კიდევ აიტანს კაცი... ყოველთვის მიკვირდა, რა ესაქმებოდა ”ბირჟაზე”...მაგრამ მე მას არაფერში ვამტყუნებ. ერთი ამოჩემებული სიმღერა აქვს, რომელიც ძალიან უყვარს და მის ხასიათში ბოლომდე ჯდება, Richard Durand-ის "Always the Sun". მე შემიყვარდა ეს სიმღერა,როცა ვუსმენ, ეს ადამიანი წარმომიდგება თვალწინ და უსიტყვოდ ვხვდები, რომ მას მზე უყვარს, სითბო და ამიტომაც სეირნობს ხოლმე ხშირად, მაგრამ მელანქოლია იპყრობს, იპყრობს იმიტომ,რომ ეს მზე დროებითია და ოდესღაც მისთვის ისიც ჩაქვრება.ჩაქვრება, როგორც სიცოცხლის ხალისია დღეს მასში ჩამქრალი და არაფერი უხარია, მე ვერ მესმის მისი, მაგრამ ძალიან ვწუხვარ.შემიძლია მხოლოდ ვილოცო და შეძლებისდაგვარად ვახერხებ. ერთხელ, გულისტკივილით მითხრა,რომ ის კლავდა, რომ ოდესღაც მშობლები გაიგებენ მის პრობლემას, როცა გახდება, სისუსტე მოერევა და ადამიანურ ელფერს დაკარგავს... ნეტა იცოდეთ, როგორ არ მინდა, რომ ის ამ დონემდე დავიდეს. ადამიანები შეცდომილნი ვართ, ცოდვებით დახუნძულები და ხშირად სუსტები, კარგად იქნება, თუ იქნება ვაქცინა, რაც შეიძლება დროულად! მე მას მეგობრობა შევთავაზე, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ გამეხალისებინა, ხშირად საბედნიეროდ ვახერხებდი და მე ვიყავი უზომოდ გახარებული, რომ ადამიანს რაღაცით დავეხმარე,მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემ და მას შორის დიდი შავი კედელი იყო აღმართული, მაგრამ საიდანღაც, ისიც ხანდახან, აღწევდა სხივები, რომლებიც ჩემი გულიდან მიდიოდა მასთან, მაგრამ რამდენად შველოდა არ ვიცი. ის დროებით გაუჩინარდა,მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მხოლოდ - დროებით. მოდი,ასე ვიტყვი, მე მისი ვირტუალური მეგობარი ვარ და მე ამაყი ვარ, რომ გიოს მეგობარი ვარ! დღესვე, ამ წამს მზად ვარ, რომ თუ მისი მხრიდან იქნება ინიციატივა შეხვედრის, შევხვდები, ხელს ჩამოვართმევ, გავივლით, ბევრს ვისაუბრებთ... გადავეხვევი და დავემშვიდობები, ვუსურვებ გამძლეობას, სიკაჟეს და მხიარულებას. მისი, არ ვიცი, მაგრამ მე ზეოპტიმისტი ვარ და ერთხელად, ერთ მზიან და ბედნიერ დღეს, მე ვიხილავ სრულიად ჯანმრთელ გიოს და დავივიწყებ წარსულს, ნახევრად ბნელს... მომავალი იქნება მუდმივად მზიანი...მომავალი აუცილებლად იქნება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გაიხარეთ ხალხნო! გაიხარეთ ხალხნო!
2. დარწმუნებული ვარ, ერთი სიტყვაც კი არაა აქ ზედმეტი... ყველაფერი ისეა დაწერილი, როგორც სინამდვილეშია.
ხო და ჯინას მივბაძავ და მეც ჯანმრთელობას ვუსურვებ გიოს. დარწმუნებული ვარ, ერთი სიტყვაც კი არაა აქ ზედმეტი... ყველაფერი ისეა დაწერილი, როგორც სინამდვილეშია.
ხო და ჯინას მივბაძავ და მეც ჯანმრთელობას ვუსურვებ გიოს.
1. გული მეტკინა!... ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვუსურვებ თქვენს მეგობარს! გული მეტკინა!... ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვუსურვებ თქვენს მეგობარს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|