ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ოქტომბერი, 2010


შენიდან _ უშენობაში



თითის ბალიშებით შემოწვდენილი მაჯები დამიკოცნე..
შეხებაათლილი ტუჩები მიიყუჩე ყელისა და კისრის საზღვარზე
და როცა მზე დასავლეთისკენ გადაიხრება
იგრძენი სუნთქვის წყვეტილი ნაიარევები სხეულზე..
და იცი, როცა შენი გულისცემა ამიწვავს შიშველ ხელისგულებს
მე შენს გრძნობებს დავუწვები..


ღამე დაფერფლილ ცას მთვარის ჩრდილქვეშ მიაყუჩებს
და შენს ამოსუნთქვებს შთანთქავს ჩემი სხეული,
რათა არ მიმოიბნე სიბნელეაყრილ ზეცაზე..

შენი თვალები - ჩემი უშენობაში ჩამბალი წარსულია,
ხელშესახები მხოლოდ ყელში მარწუხად წაჭერილი შენი მონატრებაა..
და იცი, დუმილი ჩამომჯდარა ჩემს ყურთასმენასთან..


უშველე ღამეს გაშიშვლებამდე
და მე, სანამ შევიშლები უშენობაში.. .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები