ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრისტიან-ფონ-კრანჩარი
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2010


გ. თრაკლი

1.
ჭაობთან


მოხეტიალე უკუნეთ ქარში; ჩუმად შრიალებს მშრალი შამბნარი
ჭაობის მწვანე სიწყნარეში. ნაცრისფერ ზეცას
ველურ ფრინველთა მწკრივი მისერავს
შავი წყლების გადაკვეთაზე.



გამოღვიძება. დაქცეულ ქოხში
ხრწნა აშლის შავ ფრთებს.
ქარში ოხრავენ გონჯი არყები.



მწუხრი ტრაქტირში, ყველასაგან მიტოვებულში.
გზა შინისაკენ შეიბურება
ნაზი წუხილით მობალახე ჩუმი ნახირის.





2.
აღსასრული


თეთრ გუბე-ტბორებს
გადაევლო გუნდი ფრინველთა.
მწუხრის ჟამს ჩვენი ვარსკვლავებიდან ყინულოვანი ქარი რამ მოჰბერს.



ჩვენს სამარეებს
ღამე ჩამსხვრეულ შუბლს ჩამოაყრდნობს,
მუხებქვეშ ვერცხლის ნავში ვირწევით.



რეკავს ქალაქის თეთრი კედლები.
ეკლის თაღებქვეშ, ო, ძმაო, ჩემო,
ჩვენ _ ბრმა ისრები, უციფერბლატო,
შუაღამისკენ მივინამქრებით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები