ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრისტიან-ფონ-კრანჩარი
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2010


ჩესლავ მილოში

  1
ჩვენ, ვისი ფილტვებიც ისრუტავენ დილის სინედლეს,
ვისი თვალებიც მოხიბლულან გაფოთლილი ტოტით მაისში,
ჩვენ ვჯობდით იმათ, ვინც უკვე მოკლეს.



ჩვენ, ვინც პირველნი ვაგემოვნებთ აღმოსავლური სამზარეულოს ახალ მიღწევებს,
ვინც ალერსის წვრილმანებში ზედმიწევნით კარგად ვერკვევით,
ჩვენ ვჯობდით იმათ, ვინც წევს მიწაში.



ხანძარში ხოხვისგან, მავთულხლართებისგან,
რომელთა მიღმა ზუზუნებდნენ
მარადიული შემოდგომის ცივი ტყვიები,
ჩვენ გვიხსნა მოხერხებულობამ და ცხოვრების სწორად გაგებამ.



სხვებს წილად ერგო დაცხრილული სამალავები
და ჩვენი მკაცრი მოწოდებები - არ დაეთმოთ არცერთი გოჯი,
ჩვენ გვერგო ფიქრი, რომ არაფერს არა აქვს აზრი.



თუ არჩევანი მერყეობდა ორ სიკვდილს შორის
და მათგან ერთი - ჩვენი იყო, მეორე კი - ჩვენი მეგობრის,
ჩვენ ვირჩევდით უკანასკნელს,
და ვფიქრობდით: ოღონდაც სწრაფად.



ეს ჩვენ ვიყავით, ვინც ვრაზავდით გაზის კამერებს,
პურს ვიპარავდით და ძალიან კარგად გვესმოდა,
რომ ხვალ იქნება კიდევ უფრო საშინელი, ვიდრე დღეს არის.



და როგორც მუდამ უხდებოდათ ადამიანებს,
ჩვენ შევიცანით სიკეთეც და ბოროტებაც; არაფერია
ქვეყნად ბადალი ჩვენი ბილწი გამჭრიახობის.



და ვცნობთ დადასტურებულად, რომ მართლაც ვჯობდით
აღტკინებულებს, უსუსურებს, გულუბრყვილოებს,
რადგან, როგორც ჩანს, ვერ გაიგეს სიცოცხლის ფასი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები