ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2010


მთებს გადაგატარებ(თეას)

                                            "მთები ამატარე ვაჟო,
                                              ემაგ უღალატო ცხენით."

                                                              თე


მთებმა წამოისხეს თეთრი,
თავიანთ მეცხვარულ ნაბად,
უშენოდ ვერა ვძლებ ხვთის მა,
ისე მომენატრე ქალავ.
ხშირად დამიბინდავს ჭკვა-გონს,
პაპის ორნახად არაყ,
მერე მაინც შენზე ვფიქრობ,
კოშკებს გავენდობი ხშირად.
შემიყვარდა მეთქი ქალი,
ისინი იღიმიან ჩუმად,
ვაჟკაცს რა გაყვირებს მერე,
ნახე თქმას არ დაერიდა
გადაუძახებენ ერთურთს.
ერთხელაც იქნება მერე,
ძმადნაფიც მამიდგება გვერდით,
მთებს გადაგატარებ ქალავ
ჩემი უღალატო ცხენით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები