აბა, სადა ხართ, მოუსვენარო გოგოებო, ჩვენო ბებია–ბაბოებო... შავი თავსაფრით, კრეპ–ჟორჟეტის შავი კაბებით, "შავი ტუფლებით... შავი ლაქის რედიკულებში_ კრახმალიანი ცხვირსახოცებით", პიტნის კანფეტით, ჩვენივე პაპა–ბაბუების გახუნებული სურათებით და საბუთებით(ვაითუ, გზაში ცუდად გავხდეთო), გამოიპრანჭეთ. დაიკრიფეთ გულზე ხელები_ ნიშნობის ოქროს ბეჭდებივით გალეულები და მონატრებულ ქმრებთან წახვედით.
აქ, აბა, რაღა საქმე გქონდათ... ყველაფერი დააწკრიალეთ, დაალაგეთ, დააბინავეთ: ჩვენი დედები გაამზითვეთ–ატლასის ფერად საპირეებში დედის სითბო და ჩუმი ლოცვა გამოუკარით. ონავარ მამებს გადაყვლეფილი მგლის მუხლები გაუმაგრეთ. ქვრივ–ობლებისთვის ნაადრევი კვერები აცხვეთ. მეზობლის ხეზე ჩამოფხრეწილი ჩვენი ბავშვობაც ამოგვიკემსეთ და მერე, მერე გამოიპრანჭეთ...
ვერც მანდ ასვენებთ გალეულ ხელებს: ყაისნაღით ლილოჭრელოს მაქმანებს აქსოვთ, ომბალოსა და ქონდრის სურნელით ზაფხულებს კმაზავთ, ზამთრის ღამეებს ქარგავთ ფიფქებით, შვილიშვილების გამოხედვაში თქვენს სახეს ლამბავთ, ღამით, ძველისძველ ალბომებთან მიყუჟულებს ჩვენთვის ნაქსოვი პლედებით გვათბობთ და გვეფერებით.
არ დაიღალეთ? ახლა მაინც ჩამოგვიჯექით, სული მოითქვით, ჩვენო ბებია–ბაბოებო, მოუსვენარო გოგოებოო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ეს კარგი ლექსი გამორჩენია სოლეს, არადა, როგორ გამახსენა ჩემი ბებია-გოგოები და ცრემლი მომაყენა თვალზე:( ჩემი საყვარელი ლელა! ეს კარგი ლექსი გამორჩენია სოლეს, არადა, როგორ გამახსენა ჩემი ბებია-გოგოები და ცრემლი მომაყენა თვალზე:( ჩემი საყვარელი ლელა!
23. არ დაიღალეთ? ახლა მაინც ჩამოგვიჯექით, სული მოითქვით, ჩვენო ბებია–ბაბოებო, მოუსვენარო გოგოებოო...
არემიდას ბებია მოანარე არ დაიღალეთ? ახლა მაინც ჩამოგვიჯექით, სული მოითქვით, ჩვენო ბებია–ბაბოებო, მოუსვენარო გოგოებოო...
არემიდას ბებია მოანარე
22. გამოიპრანჭეთ. დაიკრიფეთ გულზე ხელები_ ნიშნობის ოქროს ბეჭდებივით გალეულები და მონატრებულ ქმრებთან წახვედით.
შესანიშნავია, არაჩვეულებრივი. გამოიპრანჭეთ. დაიკრიფეთ გულზე ხელები_ ნიშნობის ოქროს ბეჭდებივით გალეულები და მონატრებულ ქმრებთან წახვედით.
შესანიშნავია, არაჩვეულებრივი.
21. ლელაა, გენაცვალე აი ამ ლექსისითვის შენ :-* ამატირე და ეგ არის :) ზუსტად ასეა, ზუუსტად ასე ჩემს ბებეობთან... მერე ბაბუა რომ გარდაიცვალა სასაფლაოდან რომ ამობრუნდნენ და საკურთხის სუფრაზე დასხდნენ მოხუცი რედიკულიანი გამოპრანჭული შავთავსაფრიანი ბებოები, თან ვეფერებოდი, აღარ მინდოდა რომ ეტირათ და აბა, გოგოებო თქო მეც მივაძახე და ის წუთები გამახსენდა ახლა , იცი როგორი შეგრძნება მქონდა , თითქოს ისინიც მეცლებოდნენ ხელიდან .... მერე მასეც მოხდა , მართლა ამატირე ლელ...რამდენი დავწერე, ძალიან ტკბილი ემოცია მომიტანა ლექსმა :-* ლელაა, გენაცვალე აი ამ ლექსისითვის შენ :-* ამატირე და ეგ არის :) ზუსტად ასეა, ზუუსტად ასე ჩემს ბებეობთან... მერე ბაბუა რომ გარდაიცვალა სასაფლაოდან რომ ამობრუნდნენ და საკურთხის სუფრაზე დასხდნენ მოხუცი რედიკულიანი გამოპრანჭული შავთავსაფრიანი ბებოები, თან ვეფერებოდი, აღარ მინდოდა რომ ეტირათ და აბა, გოგოებო თქო მეც მივაძახე და ის წუთები გამახსენდა ახლა , იცი როგორი შეგრძნება მქონდა , თითქოს ისინიც მეცლებოდნენ ხელიდან .... მერე მასეც მოხდა , მართლა ამატირე ლელ...რამდენი დავწერე, ძალიან ტკბილი ემოცია მომიტანა ლექსმა :-*
19. შენ გაიხარე ლელა, რა კარგად, და ზუსტად აღწერ "შავი ტუფლებით,შავი ლაქის რედიკულებში,კრახმალიანი ცხვირსახოცებით" ასე იყო კი, ნამდვილად,ბებიაჩემი ელისაბედი გამახსენდა,,თბილად მივიღე ლექსი +5555555 შენ გაიხარე ლელა, რა კარგად, და ზუსტად აღწერ "შავი ტუფლებით,შავი ლაქის რედიკულებში,კრახმალიანი ცხვირსახოცებით" ასე იყო კი, ნამდვილად,ბებიაჩემი ელისაბედი გამახსენდა,,თბილად მივიღე ლექსი +5555555
18. უუჰ.... სიბერე გამახსენდა რა , 1882 წელი ... აუ , რა დრო იყოო ?... გეიხარე კაი დრო გამახსენე !... არც მობილური იყო , არც კომპიუტერი. არც ტელევიზორი, იყო გიტარა და ჩქარი ტაში . რა სჯობდა ამას .... უუჰ.... სიბერე გამახსენდა რა , 1882 წელი ... აუ , რა დრო იყოო ?... გეიხარე კაი დრო გამახსენე !... არც მობილური იყო , არც კომპიუტერი. არც ტელევიზორი, იყო გიტარა და ჩქარი ტაში . რა სჯობდა ამას ....
17. დიდი მადლობა, გოგოებოო და ბიჭებოო:) დიდი მადლობა, გოგოებოო და ბიჭებოო:)
15. ძალიან კარგია, ლელა, ძალიან... :) 5555555 ძალიან კარგია, ლელა, ძალიან... :) 5555555
14. რა საყვარელია :)პიტნის კამფეტებიი :D გამახსენდა :) :-* რა საყვარელია :)პიტნის კამფეტებიი :D გამახსენდა :) :-*
13. მომწონს... 5555 მომწონს... 5555
10. ღმერთო, რა სევდიანია და თბილი... ღმერთო, რა სევდიანია და თბილი...
9. აბა, სადა ხართ, მოუსვენარო გოგოებო, ჩვენო ბებია–ბაბოებო... შავი თავსაფრით, კრეპ–ჟორჟეტის შავი კაბებით, "შავი ტუფლებით... შავი ლაქის რედიკულებში_ კრახმალიანი ცხვირსახოცებით",
რედიკულების ნაცვლად რადიკულიტები უნდა მგონი :)
აბა, სადა ხართ, მოუსვენარო გოგოებო, ჩვენო ბებია–ბაბოებო... შავი თავსაფრით, კრეპ–ჟორჟეტის შავი კაბებით, "შავი ტუფლებით... შავი ლაქის რედიკულებში_ კრახმალიანი ცხვირსახოცებით",
რედიკულების ნაცვლად რადიკულიტები უნდა მგონი :)
8. მომეწონა მე ეს ძალიან ძალიან და ბებიაჩემი გამახსენა :( მომეწონა მე ეს ძალიან ძალიან და ბებიაჩემი გამახსენა :(
7. საინტერესო და გულშიჩამწვდომი ნაწერია, ლელა:)
"ნადრევი" - კორექტურაა.
საინტერესო და გულშიჩამწვდომი ნაწერია, ლელა:)
"ნადრევი" - კორექტურაა.
6. საინტერესო საკითხავია.
5 საინტერესო საკითხავია.
5
5. მართლაც და ყოჩაღ ლელა!!! მშვენიერია! მართლაც და ყოჩაღ ლელა!!! მშვენიერია!
4. გული გამითბა, ლელა! სულ ცხადად წარმოვიდგინე ეს გალეული ბებოები, ერთმანეტს "გოგოო" - რომ ეუბნებიან! გაიხარე! საოცრად დადებითი მუხტი მოაქვს ლექსს! 5 გული გამითბა, ლელა! სულ ცხადად წარმოვიდგინე ეს გალეული ბებოები, ერთმანეტს "გოგოო" - რომ ეუბნებიან! გაიხარე! საოცრად დადებითი მუხტი მოაქვს ლექსს! 5
3. მედეა, ეს ბრჭყალებში უნდა ყოფილიყო, კარგია, რომ შენიშნეთ. სხვა მხრივ, ვტოვებ, ვთვლი, რომ ამ ლექსში ასეა საჭირო:) მაკა დიდი მადლობა, ჩემო კარგო:) მედეა, ეს ბრჭყალებში უნდა ყოფილიყო, კარგია, რომ შენიშნეთ. სხვა მხრივ, ვტოვებ, ვთვლი, რომ ამ ლექსში ასეა საჭირო:) მაკა დიდი მადლობა, ჩემო კარგო:)
2. ლექსი უზომოდ მომეწონა!!!!!!!!!! :) ლელა ძალიან-ძალიან პოეტური და კარგი ხარ!! :)
+555 ლექსი უზომოდ მომეწონა!!!!!!!!!! :) ლელა ძალიან-ძალიან პოეტური და კარგი ხარ!! :)
+555
1. შავი ტუფლებით... შავი ლაქის რედიკულებში_ კრახმალიანი ცხვირსახოცებით,
ფეხსაცმელი,ხელჩანთა და გახამებული, რა ვიცი, მე გამაღიზიანა ბარბარიზმებმა!:) შავი ტუფლებით... შავი ლაქის რედიკულებში_ კრახმალიანი ცხვირსახოცებით,
ფეხსაცმელი,ხელჩანთა და გახამებული, რა ვიცი, მე გამაღიზიანა ბარბარიზმებმა!:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|