ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მწვანეთვალება
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2008


XXX

უცნობი

ძველ ნაცნობ ქუჩაზე უცნობი გოგონა
ყოველთვის დახურულ სარკმლიდან გიყურებს,
და თუ უცაბედად მისკენ გაიხედავ,
სახეს მოაფარებს აივნის რიკულებს.

მან იცის, ო იცის, “ჯერ კიდევ ბავშვია”, -
იტყვი, თუ ოდესმე მის გრძნობას შეიტყობ,
მაგრამ იმ გრძნობას ხომ ბავშვური არ ჰქვია,
რომელიც მის გულში შენს ნახვას ზეიმობს.

როგორ დავიჯერო, ასეთი ძნელია,
ერთხელ რომ იმასაც დიდივით შეხედო,
შენზე შეყვარებულ პატარა ფერიას,
სულ ერთხელ იმ ლამაზ თვალებში ჩახედო.

და ვიცი, ო ვიცი, უთქმელად გაუგებ,
ყველაფერს უცნობის თვალები გეტყვიან.
ის სითბო, სხვათვის რომ გულუხვად არიგებ,
მათთვის გაიმეტე, მადლობას გეტყვიან.

უცნობი გოგონა ნაცნობი ქუჩიდან
ყოველთვის ოცნების თვალებით გიყურებს.
დაფიქრდი, ის მართლა უცნობი როდია,
სახეს რომ აფარებს აივნის რიკულებს.

                            06.08.1998წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები