ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოჰ რა ამაღელვებელია...
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2010


გითხრა? ...

იცი?  ისე ძლიერ მომენატრე
თვალზე ცრემლი ჩამოგორდა ერთი ციდა
სარკეში ჩახედვა გავბედე და
საკუთარი თავის პირველად შემეშინდა
წლების ნაგროვები სიტყვები მოვკრიბე და
ერთად მოვაგროვე,
მაგრამ სწორედ მაშინ, როცა უნდა მეთქვა
დამებნა და ... იქვე მივატოვე ...
თითქოს უცხოვდები , დროს ასე სჩვევია
თუ არ ანებივრე დროდადრო ფერებით
ჩვენი შემყურე თავად ცისარტყელაც დაიბნა და ...
აერია ფერები .
სითბოს მიჩვეული ნოემბრის სიცივეს
რომ ვეღარ გავუძლებ ამას თუ ვერ ხვდები
სიტყვა დავასრულე , რაღას ვიზავ ,
გამოდის - ვერაფერს ვერ ვხდები.
ნოემბრის ამინდებს გაუგებ ვერაფერს
(ამაში ერთამენთს ვემსგავსეთ)
წვიმა რომ არც იყოს მე მაინც ვიტირებ,
თან ისე, წავლეკავ ყველაფერს ...
შენგან დაფანტული სიტყვები კვლავ მოვკრიბე
(ამჯერად ვერ იტყვი ვერაფერს)
მაგრამ...ერთი დღისთვის მგონი ზედმეტია
ახლა ხომ არ გეტყვი ყველაფერს?!

იცი? მე სულ მენატრები ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები