(ჩემო მოკრძალებული თეორია)
არ ვიცი რატომ, მაგრამ ხშირად მაწუხებს ასეთი "ღრმადფილოსოფიური" საკითხები და აი დღესაც ერთერთი მორიგი ასეთი ფიქრის დროს მოვიმარჯვე კალამი და ფურცელი და ჩავიწერე . ეს ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ტელევიზორში ვუყურებდი გასართობ – შემეცნებით გადაცემას ცხოველებზე, სადაც ერთერთ კადრში ლომი შესაჭმელად მისდევდა დაჭრილ ანტილოპას . ბუნებრივია პროტესტის გრძნობა გამიჩნდა – რა საძაგლობაა! მაგრამ ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა სენტიმენტალურ განწყობაზე ხარ და კუჭიც სავსე გაქვს. სხვა შემთხვევაში არც ჩვენ ვამბობთ უარს უმწეო ცხოველის ხორცზე. რითი ვართ უკეთესი ცხოველზე? მხოლოდ იმით, რომ ჰიგიენას ვიცავთ და გარეცხილს და გასუფთავებულს გეახლებით , ისიც ყოველთვის და ყველა სიტუაციაში არა. აი მაგალითად, თუ ადამიანს დავამწყვდევთ და ვაშიმშილებთ გარკვეული ვადით, შემდეგ კი ისეთ ხორცს მივუგდებთ, როგორსაც ჭამს რომელიმე გარეული ცხოველი, ვფიქრობ არ დაიწუნებს, თუმცა ახლა ამას ყოველი თქვენგანი უარყოფს და მიზეზი მარტივია . რთულია იგრძნო და გაითავისო სიტუაცია რომელიც არ შეგმთხვევია. ყოვეთვის გვგონია რომ "ეს ჩვენ არ გვეხება" , რომ ჩვენ "არანაირ სიტუაციაში არ დავთმობთ ჩვენს პრინციპებს", მაგრამ როცა უშუალოდ ფაქტის წინაშე აღმოჩნდები, გავიწყდება ყველანაირი პრინციპი. პრინციპები ხომ უძლურია, იქ სადაც კანონზომიერებაა ! კარგი ბატონო, ცხოველი ცხოველია, ვერ აზროვნებს , თან ბალახს ვერ მოძოვს ლომი და იძულებულია ხორცით იკვებოს, მაგრამ ჩვენ რომ ვაზროვნებთ და "ბალახითაც" იოლად გავალთ? მაგრამ არა! ადამიანი ოდითგანვე მხეცია და ამას ისე გამოხატავს როგორც შეუძლია... მეტსაც იზავდა რომ არა, ისევ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის მოგონილი კანონები, მაგრამ ბევრს არც ეს უშლის ხელს მხეცური მისწრაფებების განხორციელებაში. ადამიანს თუ მოშივდა ყველაფერს იკადრებს და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ კაცობრიობის ისტორიაში. განა ეს გაუთავებელი ომები ამაზე არ მეტყველებს? ოღონდ სხვაობა ის არის, რომ ომს ყოველთვის უძებნიან მმართველები გამართლებას, რომ დაფარონ რეალური მიზეზი, ხოლო ჩვეულებრივ ცხოვრებაში როცა გშია, არ არის საჭირო ვინმეს რამე აუხსნა, ისედაც გამართლებულია ყველა ქმედება – გშია და მორჩა, ამით ნათქვამია ყველაფერი! ხშირად გვესმის რომ შეიცვალა ცხოვრება, ადრე გაცილებით უკეთესად იყო ყველაფერი, ადამიანები უფრო კეთილშობილები იყვნენ და ა.შ. მაგრამ მე არ მეჯრა მსგავსი სისულელეების. ყველა ეპოქაში იქნებოდა ეგოიზმის მიზეზი. შესაძლოა მაშინ არ იყო ფული და ოქრო, მაგრამ იქნებოდა სხვა, რაიმე მისი შემცვლელი და თუკი არსებობს ეგოიზმის გამომწვევი მიზეზი, მაშასადამე შეუძებელია ის ცხოვრება რამით უკეთესი ყოფილიყო დღევანდელზე, უბრალოდ სხვაობა ისაა, რომ ფასეულობები შეიცვალა და არა კაცობრიობა. რა მნიშვნელობა აქვს კერპებს ეთაყვანებოდნენ თუ ღმერთებს? ფანატიზმი ფანატიზმია და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ფანატიზმის ობიექტს, მთავარი ფაქტებია! სრულყოფილად და დაბეჯითებით რამის თქმა შეუძებელია, რამეთუ არც მე ვარ სრულყოფილი, მაგრამ პასუხი კითხვაზე – "რით განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან?" ჩემი დღევანდელი შეფასება ასეთია: – "ადამიანი არის ცხოველი, რომელსაც აქვს აზროვნების უნარი, ცხოვრებისეული ღირებულებები –პრინციპები, ღირსების შეგრძნება– თავმოყვარეობა, შეუძლია სიყვარული და ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ცხოველია!"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ძირითადი განსხვავება:ადამიანი მეტყველებს ცხოველი არა. ადამიანი იცინის,ცხოველი არა და მრავალი... ინსტიქტები ცხოველსაც აქვს და ადამიანსაც, ცხოველი აზროვნებს,ცხოველს აქვს "პრაქტიკული აზროვნება"შეცდომების ხარჯზე.ცხოველს ემოცია აქვს და დეპრესიაც ემართებათ.მეხსიერებაზე,ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ადამიანი და ცხოველიც ხორც ჭამს. ბრძოლა არსებობისათვის! ძირითადი განსხვავება:ადამიანი მეტყველებს ცხოველი არა. ადამიანი იცინის,ცხოველი არა და მრავალი... ინსტიქტები ცხოველსაც აქვს და ადამიანსაც, ცხოველი აზროვნებს,ცხოველს აქვს "პრაქტიკული აზროვნება"შეცდომების ხარჯზე.ცხოველს ემოცია აქვს და დეპრესიაც ემართებათ.მეხსიერებაზე,ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ადამიანი და ცხოველიც ხორც ჭამს. ბრძოლა არსებობისათვის!
13. ცხოველისგან უკაცრავად:) ცხოველისგან უკაცრავად:)
12. ადამიანი სამყაროს გვირგვინია.ცხოველიგან განსხვავდება იმით, რომ მას აქვს თვითცნობიერება და იგი დისტანციას ამყარებს.:) ადამიანი სამყაროს გვირგვინია.ცხოველიგან განსხვავდება იმით, რომ მას აქვს თვითცნობიერება და იგი დისტანციას ამყარებს.:)
11. ამიტომაც არ ვჭამ ცხოველებს და ფრინველებს :) ამიტომაც არ ვჭამ ცხოველებს და ფრინველებს :)
10. ადამიანი საზოგადო ცხოველია. ან უფრო ლამაზად ასე ადამიანი სოციალური არსებაა:)
და ეს პროზაა? არა მგონია:)
ადამიანი საზოგადო ცხოველია. ან უფრო ლამაზად ასე ადამიანი სოციალური არსებაა:)
და ეს პროზაა? არა მგონია:)
9. ადამიანი გონიერებით გამოირჩევა ცხოველისგან, რაც შეეხება ინსტიქტებს ის ადამიანსაც აქვს და ცხოველსაც, დარვინმა ამ თემაზე გაცილებით ადრე ჩამოაყალიბა თეორია ადამიანი გონიერებით გამოირჩევა ცხოველისგან, რაც შეეხება ინსტიქტებს ის ადამიანსაც აქვს და ცხოველსაც, დარვინმა ამ თემაზე გაცილებით ადრე ჩამოაყალიბა თეორია
8. ხოოოო, რთული თემაა... როცა ადამიანს პირველადი საჭიროებები არ აქვს დაკმაყოფილებული იშვიათად გამოირჩევა ვინმე ცხოველისგან. არამგონია უდაბნოში წყალი ნახოს და იკითხოს ისმევა თუ არა, ან არის თუ არა ეს წყალი ვინმესი :) მაგრამ შეიძლება ზოგ შემთხვევაში უდაბნო საჭირო არც იყოს :) ხოოოო, რთული თემაა... როცა ადამიანს პირველადი საჭიროებები არ აქვს დაკმაყოფილებული იშვიათად გამოირჩევა ვინმე ცხოველისგან. არამგონია უდაბნოში წყალი ნახოს და იკითხოს ისმევა თუ არა, ან არის თუ არა ეს წყალი ვინმესი :) მაგრამ შეიძლება ზოგ შემთხვევაში უდაბნო საჭირო არც იყოს :)
7. ცხოველი იმისთვის ცოცხლობს, რომ იკვებოს, ადამიანი კი იკვებება იმისთვის, რომ იცოცხლოს... :) ცხოველი იმისთვის ცოცხლობს, რომ იკვებოს, ადამიანი კი იკვებება იმისთვის, რომ იცოცხლოს... :)
6. ყველა ვინც აზროვნებს (ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე - ერთხელ მაინც ) ყველა ვინც აზროვნებს (ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე - ერთხელ მაინც )
5. მარადიული კითხვა....ვინ სვამს ხოლმე ამ კითხვას? მარადიული კითხვა....ვინ სვამს ხოლმე ამ კითხვას?
4. მე მგონი ადამიანი ცხოველისგან სულით განსხვავდება. მე მგონი ადამიანი ცხოველისგან სულით განსხვავდება.
3. "ადამიანი არის ცხოველი, რომელსაც აქვს აზროვნების უნარი"
ესეა ზუსტად.
მე ბევრ მოცხოველოს ვიცნობ რომლებიც ვერ აზროვნებენ და მიკვირს მათაც ადამიანს რომ ეძახიან :) "ადამიანი არის ცხოველი, რომელსაც აქვს აზროვნების უნარი"
ესეა ზუსტად.
მე ბევრ მოცხოველოს ვიცნობ რომლებიც ვერ აზროვნებენ და მიკვირს მათაც ადამიანს რომ ეძახიან :)
2. რო იძახით ასე დაბეჯითებით :) იცნობთ ყველა ადამიანს დედამიწის ზურგზე? იქნებ არსებობს ვიღაც ვინც დგება მაღლა? რუსი ჯარისკაცი კაცობრიობის ეტალონია ???? ცალმხრივი დასკვნებია :) გასაგებია რო ცხოველური ინსტინქტები არის ადამიანში მაგრამ მასზე ამაღლების შანსების დაუსაბუთებლად უარყოფა არაა სწორი :) რო იძახით ასე დაბეჯითებით :) იცნობთ ყველა ადამიანს დედამიწის ზურგზე? იქნებ არსებობს ვიღაც ვინც დგება მაღლა? რუსი ჯარისკაცი კაცობრიობის ეტალონია ???? ცალმხრივი დასკვნებია :) გასაგებია რო ცხოველური ინსტინქტები არის ადამიანში მაგრამ მასზე ამაღლების შანსების დაუსაბუთებლად უარყოფა არაა სწორი :)
1. ეს რომ ჩავიკითხე, ერთი ფილმი გამახსენდა, სათაური არ ვიცი და საერთოდაც, მომიყვნენ. ომიანობის დრო იყო და თურმე ერთ რუს ჯარისკაცს 3-4 წლის გოგონა მოუკლავს შესაჭმელად, თავისი ძმის თვალწინ.
ინსტინქტები ყველაფერზე ძლიერია, გეთანხმები. ეს რომ ჩავიკითხე, ერთი ფილმი გამახსენდა, სათაური არ ვიცი და საერთოდაც, მომიყვნენ. ომიანობის დრო იყო და თურმე ერთ რუს ჯარისკაცს 3-4 წლის გოგონა მოუკლავს შესაჭმელად, თავისი ძმის თვალწინ.
ინსტინქტები ყველაფერზე ძლიერია, გეთანხმები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|