ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2010


ყველა გვეძახის

თუკი არ არსებობს გული,
თუკი არ არსებობს გრძნობა,
რატომ შეაჩერეთ ხალხი,
რატომ შეაჩერეთ ბრძოლა.
თუკი სიზმარია ცხადი,
და თუ სიზმრად მნახე ცხადში,
რატომ არ დახუჭე თვალი,
რატომ შეგეშალე სხვაში.
რადგან ამ თვალების მზერა,
შენ წაშლილ ნაკვალევს ავსებს,
რად არ გამიმხილე სევდა,
გულში რად იტოვებ ნაღველს.
თუკი შემოდგომის ქარი,
წუხელ ზამთარშიაც ქროდა,
რატომ გადაკეტე კარი,
რატომ აუკრძალე მოსვლა.
თუკი სალამის თქმას ატყობ,
დღეს, რომ მესალმები მორცხვად,
ღამე ძველებური ღამე,
ირგვლივ სიტრფიალე მოსჩანს,
თუკი მზემ გაბედა რისხვა,
ცივი გადმოაგდო სხივი,
შენ რატომ არ ათბობ ზეცას,
მზესაც სითბო უნდა დღისით.
ღამე ანათებდა თითქოს,
იქნებ თქმა უნდოდა რამის,
ღამეს ეშინოდა ვფიქრობ,
სიბნელეში თავის თავის,
რატომ არ მოუსმენ დუმილს,
რატომ არ უტოვებ სათქმელს,
ისიც ჩუმია და ღმუის,
ისიც შენებურად აფრენს.

თუკი გესიზმრები,
თუკი გელანდები,
თუკი არ გაუღე გული სხვას,
რატომ გამირბიხარ,
რატომ მემალები,
რატომ გამითეთრე, კარგო თმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები