ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2010


გომის არაყი

პახმელია მკლავს
სისხამ დილიდან,
ამომეწურა
ლექსის მარაგიც,
ოხ...ახლა მომცა
კიტრის მწნილი და
დამალევია
”გომის” არაყი?

სანამ არ დავლევ
ღამეა ჩემთვის,
კვლავ მახსოვს
ჩემი ყანწებთან ომი,
ნეტავი ახლა
სულ ერთი წვეთი
დამალევია
არაყი ”გომის”...

თითქოს ფეხს ახლა
თავიდან ვიდგამ,
წინ ისევ გზაა,
მერე ხევია,
ვოცნებობ ახლაც
სულ ერთი ჭიქა
გომის არაყი
დამალევია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები