ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ნოემბერი, 2010


ჩემი სახლი(გეძღვნებათ თქვენ)

მე ფერად სახლში ვცხოვრობ.უცნაურია ჩემი სახლი.დიდი,ბევრ ადამიანს იტევს.დიდი ხანი არაა რაც ამ სახლში მოვედი.თავიდან გამიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება...მეზობლებიც ცივი ადამიანები მეგონენ...მერე დათბა ნელნელა და ახლა უკვე კარგად ვგრძნობ თავს.
აქ ყველას თავისი ოთახი აქვს.ჩვენი ოთახები ჩვენი ფერისაა,შესაბამისად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული.ხშირად ვსტუმრობთ ერთმანეთს.ზოგჯერ სითბოს ვუტოვებთ,ზოგჯერ ვაკრიტიკებთ,იშვიათად ვჩხუბობთ კიდეც.თუმცა ჩვენს სახლს ისეთი აურა აქვს იოლად ვივიწყებთ აქ წყენას.ჩვენ ნიჭიერები ვართ...ზოგი რაში ხარჯავს ამ ნიჭს და ზოგი რაში.მე მომწონს აქ ცხოვრება,საინტერესო ადამიანები ბავშვობიდან მიზიდავდნენ.მიყვარს ჩემი მეზობლები,თუმცა ყველას არ ვიცნობ...საინტერესოა ნეტა მათ ვუყვარვარ?ალბათ კი...ან უფრო კი...

მოდი ვისაც ვიცნობ იმათზე მოგიყვებით...
პირველი ვინც გავიცენი ერთი უცნაური ბიჭი იყო...ჩემს ოთახში შემოსვლისას თქვა „არ მომწონსო“..არადა რა უცნაური სახელი ერქვა „ველური“...ნეტა რატომ დარქვეს...კაცმა არ იცის...
მერე სხვებიც შემოვიდნენ...არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნებაო...

მერე მალევე გავშინაურდი და ბევრს დავუმეგობრდი კიდეც...
ერთი თმაგაჩეჩილი გოგოა აქ...მასთან ვმეგობრობ,ერთიც წიწილა...წიწილა რატომო იკითხავთ...რავი ყვითელია და იმიტომ...
იცით აქ ცნობილი ადამიანებიც ცხოვრობენ.
გაგიკვირდებათ და ადოლფი და კომუნისტი ერთ ოთხაში არიან.
წარმოიდგინეთ სალვადორიც გავიცანი და რენუარიც.
ახლა ვტრაბახობ ყველგან.
სახალხო პოეტსაც ვიცნობ,ერთი მეგობარი ჰყავს და ისაც უცნაური ბიჭია.ასე ამბობს გენიოსი ვარო.ხანდახან ვფიქრობ,რომ არის კიდეც.
ჩვენთან წყვილებიც არიან.ძალიან ლამაზები.მიყვარს ყველა.იმდენ სითბოს ასხივებენ ზამთარშიც კი არ გვცივა.
ხომ გითხარით აქ ბევრნი ვართ და ვინმე თუ გამომრჩა იმედია არ ეწყინება.

ხო ერთი უცნაურობა სჭირს ამ ჩვენს სახლს...მას არც ნომერი აქვს და არც რომელიმე ქუჩაზე მდებარეობს...სამაგიეროდ სახელი ჰქვია...ცოტა უცნაური სახელი კი აქვს ვრცელი:”ესე არს საჩინოდ საცხადოდ წარმავალი ადგილი  გინა თეატროთა ზედა სადგომი,გინა უბანი“  ასეთი განმარტება აქვს სულხან-საბას ლექსიკონში...

კიდევ ბევრის თქმა შემიძლია ჩემს სახლზე,მაგრამ მეშინია მკითხველი არ დაიღალოს...
იმის თქმა კი აუცილებელია,რომ თქვენც ამ სახლში ცხოვრობთ და
მიხვდით ალბათ ჩემს(ჩვენს) სახლს „ურაკპარაკი“ ჰქვია და მე(თქვენს მეზობელს) ძალიან მიყვარხართ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები