 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 30 ნოემბერი, 2010 |
მე @@@
აონს (ექსპრომტი)
ქალავ, რად დაჰღონებულხარ, რაღა დროს სიკვდილ არისა?! გალაღდი... დასტკბი სიცოცხლით, მთაში სიცოცხლე ჰყვავისა... შეგეწიოს და გფარავდეს ძალა ხატ-სალოცავისა!!!
აონი @@@
ჩამამაღონა ჩემმა დღემ უნდოდ დაცინვამ მწარისა, ორგული წუთისოფლისად ავდარით შეცვლამ დარისა, მთას მივეკედლე ხალასსა აქ მზეც სხვაგვარად არისა, დამნათის თავს და მახარებს მტერია ჩემის ჯავრისა...
მე @@@
იცოდე, შენი ტკივილი ჩემი ტკივილიც არისა, სუნთქვა ხარ, სუნთქვა! პირიმზე მთიდან მონაბერ ქარისა.
აონი @@@
ჩემი ტკივილი ტიალი ჰგავს კლდით მოსხლეტას ზვავისა, დაგაშრობს არ გამედარო მთაში გაზრდილსა ყვავილსა.
მე @@@
ქალაუ, ბადალ არა გყავ ლექსების ზეპირ-თქმაშია. გენაცვა, ენამზიანო მაგ შაირ-კაფიაშია.
აონი @@@
მთა-მთა მოვქრივარ ქარივით მზე დამბნევია თმაშია, ჩემთან ლექსობა მაგწყურდის დარაჯად გასდექ კარშია. დიაც რომ არ დაიჩოქებს შაირ-კაფიის რაშია, ფრთებს გავშლი ლაშარ-ღელეში ავდარშიაც და დარშიაც...
მე @@@
მთიელი არ ვარ, თუმცაღა ჩემი გულისთქმაც მთაშია. შენ შამოგევლოს ოთარა, მაგ გავლა-გამოვლაშია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. 19. აქ კი ოთარ შენ აჯობე აონის! მუხა. 2010-12-22 04:40:34
მუხა, მე მაგიტომ კი არ ვკაფიაობ, რომ მოწინააღმდეგეს ვაჯობო, არამედ იმიტომ რომ გავიწაფო ლექსების (ექსპრომტების) ზეპირ-თქმაში. :) აონს ვერავინ ვერ აჯობებს კაფიაობაში, მითუმეტეს რომ მთიელია და გამოცდილება აქვს მიღებული შაირობებით. აონს ისეთ ადამიანებთან აქვს გამართული კაფიაობა, როგორიც მაგალითად ვაჟა ხორნაული (ანთა ნათელიძე) - ა. 19. აქ კი ოთარ შენ აჯობე აონის! მუხა. 2010-12-22 04:40:34
მუხა, მე მაგიტომ კი არ ვკაფიაობ, რომ მოწინააღმდეგეს ვაჯობო, არამედ იმიტომ რომ გავიწაფო ლექსების (ექსპრომტების) ზეპირ-თქმაში. :) აონს ვერავინ ვერ აჯობებს კაფიაობაში, მითუმეტეს რომ მთიელია და გამოცდილება აქვს მიღებული შაირობებით. აონს ისეთ ადამიანებთან აქვს გამართული კაფიაობა, როგორიც მაგალითად ვაჟა ხორნაული (ანთა ნათელიძე) - ა.
19. აქ კი ოთარ შენ აჯობე აონის! აქ კი ოთარ შენ აჯობე აონის!
18. გაიხარეთ, კარგებია! :)))))))) გაიხარეთ, კარგებია! :))))))))
17. მანდილოსნებთან შაირობისას ვერიდები უწმაწური სიტყვების თქმას, როი! :) მანდილოსნებთან შაირობისას ვერიდები უწმაწური სიტყვების თქმას, როი! :)
16. კაია მარა მე არ მხიბლავს ცენზურადაცული კაფიები :)
5 კაია მარა მე არ მხიბლავს ცენზურადაცული კაფიები :)
5
15. დიდი მადლობა ყველას შეფასებისათვის , ვინც წაიკითხა და ადრესატიც დააფასა... :))))))))) შევასწორე კორექტურები ბატონო თენგიზ. დიდი მადლობა ყველას შეფასებისათვის , ვინც წაიკითხა და ადრესატიც დააფასა... :))))))))) შევასწორე კორექტურები ბატონო თენგიზ.
14. კარგები ხართ! კარგები ხართ!
13. ვააა რა მაგარია, ყოჩაღ თქვენ! ვააა რა მაგარია, ყოჩაღ თქვენ!
12. გაიხარე ოთარ . არც ბრავო და არც მოლოდეც... ყოჩაღ, ყოჩაღ და ყოჩაღ!!! კორექტურაა ალბათ
მთა-მთა მოქრივარ ქარივით მზე დამბნევია თმაშია, ჩემთან ლექსობა მაგწყურდის დარაჯად გასდეგ კარშია დიამც რომ არ დაიჩოქებს შაირ-კაფიის რაშია, ფრთებს გავშლი ლაშარ-ღელეში ავდარ`შიაც და დარშიაც...
მოქრივარ - მოვქრივარ გასდეგ -გასდექ
წარმატებები და ყოველი ღვთით გარდმოსული სიკეთე კაი ქართველო. გაიხარე ოთარ . არც ბრავო და არც მოლოდეც... ყოჩაღ, ყოჩაღ და ყოჩაღ!!! კორექტურაა ალბათ
მთა-მთა მოქრივარ ქარივით მზე დამბნევია თმაშია, ჩემთან ლექსობა მაგწყურდის დარაჯად გასდეგ კარშია დიამც რომ არ დაიჩოქებს შაირ-კაფიის რაშია, ფრთებს გავშლი ლაშარ-ღელეში ავდარ`შიაც და დარშიაც...
მოქრივარ - მოვქრივარ გასდეგ -გასდექ
წარმატებები და ყოველი ღვთით გარდმოსული სიკეთე კაი ქართველო.
11. კარგი ხარ, ოთო, გენაცვალე კარგი ხარ, ოთო, გენაცვალე
8. იცოდე, შენი ტკივილი ჩემი ტკივილიც არისა, სუნთქვა ხარ, სუნთქვა! პირიმზე მთიდან მონაბერ ქარისა.
კარგებია ყველა + + + იცოდე, შენი ტკივილი ჩემი ტკივილიც არისა, სუნთქვა ხარ, სუნთქვა! პირიმზე მთიდან მონაბერ ქარისა.
კარგებია ყველა + + +
7. დასტურყო ილტოსპირელმა: თქვენი კაფია კარგია, რაც ოთარს უთქვამს და აონს მიუქარგ-მოუქარგია! მზე დაგნათოდეთ ცხრათვალა, ოღონდა გწვავდეთ არკია!.. დასტურყო ილტოსპირელმა: თქვენი კაფია კარგია, რაც ოთარს უთქვამს და აონს მიუქარგ-მოუქარგია! მზე დაგნათოდეთ ცხრათვალა, ოღონდა გწვავდეთ არკია!..
5. მიხარის, შენისთანები გვერდით რომ მყვანან ქალაო. მოთმენისა და გაძლების უფალმა მოგცეს ძალაო... გვიმრავლოს საქართველოში მოყვასნი შენისთანაო!!! მიხარის, შენისთანები გვერდით რომ მყვანან ქალაო. მოთმენისა და გაძლების უფალმა მოგცეს ძალაო... გვიმრავლოს საქართველოში მოყვასნი შენისთანაო!!!
4. ასეთი გულის პატრონი როგორც ოთარი არისა, მგონავ რომ დედამიწაზე თითო-ოროლა დადისა...
;;) ასეთი გულის პატრონი როგორც ოთარი არისა, მგონავ რომ დედამიწაზე თითო-ოროლა დადისა...
;;)
3. მშვენიერი შაირებია, ძალიან ვიხალისე ოთარ... მშვენიერი შაირებია, ძალიან ვიხალისე ოთარ...
2. ხალისიანი კაფიაა. მომეწონა ხალისიანი კაფიაა. მომეწონა
1. მახსოვს კომენტარებად....:)
მახსოვს კომენტარებად....:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|