სოფელში იმ წელს ხვავრიელად ჩამოთოვა. ვზივარ მეც სახლში გამრჯე მუშაკაცივით და შევექცევი მამაჩემის მოწეულ ჭირნახულს, ბუხართან წამოვწვები ფადიშაჰივით და ვნაბავ თვალებს. ვინ გაცალა ეს ნებივრობა, დაიძახა ვიღაცამ ჩემი სახელი ჭიშკართან და გამომეცხადნენ ჩემი მამიდაშვილები, ჩემი ძმაკაცითურთ. დავსვი ესენი ბუხართან და გავვარდი მარანისკენ,ავავსე ათლიტრიანი ბოცა,ბაჩონკას რომ ეძახიან ჩვენში და გავშალეთ კაი პურმარილი, შობაა თან მეორე დღეს.ეს ჩემი ძმაკაცი და ერთი მამიდაშვილი ხუთჭიქიანები არიან და კი მოვიდნენ უცებ ხასიათზე,მე კიდე რაღაც უბედურება მჭირს,თუ არ ჩავისხი ორი ლიტრი მაინც შენ არ მომიკვდე ხმა გამაღებინო. სვამენ ესენი ჭიქით,ვსვამ მე განსხვავებულით. შევზარხოშდი უკვე და - “სტოპო” დაიძახა ჩემმა ძმაკაცმა. –ლექსი უნდა ვთქვა მეო!- რას ვეტყოდი და დასჭექა ამანაც,ლექსებს იძახის სიყვარულზე იმისთანას რომ მომიკვდა გული, ეს ჩემი მამიდაშვილი ცოტა უცნაურად შეყვარებული კაცია და ეს უნდოდა კიდე? ფშვინავს კაცი, ოხრავს, ცრემლებს აფრქვევს იმისთანას, ნიანგის დედა ავატირე. წავედი მეო- დაიძახა უცებ. მოდი და გააჩერე ახლა, დაუდგები ხო იცი წინ,უბედური ჯანის პატრონია, ჭიდაობაზე დადიოდა ათი წელი, ვერც გადააფიქრებინებ, ისეთი მთის სოფლიდანაა მაგის იქით მგელს ეშინია გავლა. -სად მიდიხარ კაცო ამ თოვლშითქო!-გავბედე ერთი შეკითხვა.-არაა შენი საქმე,შეყვარებული უნდა ვნახოო!-შემომიბღვირა. მაგის შეყვარებული კია კარგი გოგო, მაგრამ მამა ყავს უბედურის ერთი,ხასიათითაც და გარეგნობითაც ისე ყავს შედარებული იმ ჩვენს დალოცვილ გამჩენს რაღას ნახავ უკეთესს. -არიქა,არ გინდა მაგი საქმე ახლა შენ მეთქი!-ვიცი მაგის სასიმამროს ამბავი მე.არაა ის კაცი ამ თოვლში შვილის გარეთ გამომშვები,თუ უშვებს ისიც თავის ჭიშკართან.ამ დროს მგონია მთვრალია ეს ჩემი ძმაკაცი,კი ეძინა მაგიდასთან და არ წამოყო თავი?!-თუ უნდა კაცს შეყვარებულის ნახვა შენ ვინა ... !-აქ ისეთი სიტყვა იხმარა მრცხვენია მაგისი თქმა. ამის თქმაზე გავთავდი კაცი სულ.ეს უნდა ამ გადარეულს კიდევ? მოფიქრებაა რაღაცის საჭირო და გამეხსნა ტვინი.მათქმევინე ერთი სადგღერგძელო მაინც ისე სად მიდიხარ შე დალოცვილო მეთქი!-ეგ სხვა თემააო დამრთო ნება ჩემმა ძმაკაცმაც.მაგრამ დაუჩქარე ცოტა მეც უნდა გავყვე და გვეჩქარება ცოტაო. ავავსე ერთი კაი მოზრდილი ჭიქა და დავიწყე.-დღეს შობა შემოდის ხო იცითმეთქი!-კიო დამიქნიეს თავები.-ხოდა ამაღამ მივადგეთ ალილოზე,იქნებ შეგვიპატიჟონ და უფრო ლამაზადაც გამოვათქო!- აუფ, ატეხეს ერთი ამბავი,შენ შემოგევლეთო,აი ნაკითხი კაცი რამდენს ნიშნავსო. შევიფერე მეც სხვა რა გზა მქონდა. ბაბუაჩემი მღეროდა ერთ დროს და სახლში მქონდა მისი ნაქონი ათასნაირი ეროვნული ტანსაცმლები,ჩოხები გინდაო,ჩაქურებიო,ყაბალახებიო და ასე შემდეგ. გამოვაწყვე ესენი,მაგრამ ვალინკები ექნათ დიდი,განსაკუთრებით ჩემს ძმაკაცს ცოტა არ იყოს პატარა ფეხი აქვს,არც სიმაღლით და ახოვანებით მყავს ყარამან ყანთელი მაგრამ მაინც. ავწევთ ამას,ჩავსვამთ ამ ვალინკებში რო გადადგამს ნაბიჯს ვერ მიდის კაცი. ბოლოს მოვიფიქრეთ და ბამბით დავუგმანეთ ვალინკის ცხვირი.გავუდექით გზას. ერთი ოჯახიღა დაგვრჩა ქაჯეთის ციხემდე და გავხედე ბიჭებს, მანამდე კი იყვნენ მაგრად მაგრამ ახლა ფერი აღარ ადევთ სახეზე. არადა როგორია არ მიხვიდე, აგერაა ჩემგან ოც მეტრში გადმოყუდებული თავის ჭიშკარზე ის ურჩხული და გველოდება როდის ვიმღერებთ მაგასთანაც.სიმღერას ვამბობ თორემ რაღა სიმღერა ის ჩვენი ღმუილი და ღრიალი იყო,თუმცა შობას მაინც სხვანაირი ხალისი და სიხარული აქვს სოფელში და გვაძლევდა ხალხი ფულს. მოვითავეთ ეს ოჯახები და მივადექით ციხის გალავანსაც. დაიწყო ჩემმა მეორე მამიდაშვილმა და ავყევი მეც,არც სმენა დაამადლა დალოცვილმა ღმერთმა იმ ჩემი მამიდაშვილის მტარვალს ეტყობა,თორე რატომ სიამოვნებდა ის ჩვენი ღრიალი არ ვიცი,სხვაგან სადაც დავიწყეთ შევაწუხეთ მე მგონი ხალხი და ეგრევე გვაძლევდნენ ფულს,ამ ჩემი ცოდვით სავსემ სანამ ბოლომდე არ გვამღერა იდგა თვალმინაბული და გვისმენდა, ბოლოსკენ ტექსტიც არ ვიცოდით და ალილო,ალილოს ღრიალით ჩავამთავრეთ. -ოხ, თქვენი ჭირიმეო!-გაუხარდა ჯალათს-მობრძანდით აგერო. ჯერჯერობით გამართლდა ჩვენი გეგმა მაგრამ შესვლა არ გინდა შიგნით? არა ბატონო-მეთქი, კი ჩავილაპარაკე ერთი, მაგრამ გავიხედე და არ გაგულადებულან ეს რაინდები?! უკვე შუა ეზოში მიარღვევენ თოვლს და ვინ გაქცევს ყურადღებას. შევყევი მეც. გამოიტანა ამ კაცმა აივანზე პურმარილი, ათლიტრიანით ღვინო.-უნდა დაიცალოს ეს აქო და დავიწყეთ დალევა.უშუქობის პერიოდის ამბავს ვამბობ ახლა მე, დენი ახალ წელს რო მოდიოდა მარტო ათიდან ორ საათამდე და ჩემი მეზობლის სამი წლის ბავშვს კარალიოკი რომ ეგონა ნათურა და გასკდა ტირილით მომიწყვიტეთო მაგ დროის ამბავია. კაი ხანი კი ვსვით არაფერი რო არ ამტყდარა ისე და ამ ჩემმა მეორე მამიდაშვილმა,აქამდე რო ხმა არ გაუღია არ წამოყო თავი?მეც მათქმევინეთ ერთი ჭიქაო, ურჩხული უკვე ბახუსის ორბიტაზე დანავარდობდა და აბა მიდი შენი ჭირიმეო. დაიწყო ამ ჩემი ცოდვით სავსემაც, ჩვენო კაი ოჯახის შვილები ვართო და მათხოვრები არ გეგონოთო, აქო ჩვენო კაი საქმისთვის ვართ მოსულებიო, რახან შობაა და გვიხარია ყველას, ბარემ ერთი კაი საქმეც გავაკეთოთო!-ჯერ უსმინა იმ დალოცვილმა და სულგანათლებულმა და ვისი ხარ ბიჭო შენო. დაუსახელა ამანაც დიდის ამბით თავისი მოდგმა, თითქოს ბაგრატიონ-პანკრანტოვანი ყოფილიყო. ამის გაგონება იყო და აბა დამიდექით მანდაო. გიჟი ვინ იყო მაგ ნაჯიბგირალს იქ დაუდგებოდა და გამოვცვივდით, ისე გაჭირვება რა ყოფილა, ერთმეტრიან თოვლში ზედ მოვრბოდით თუ მოვფრინავდით არ ვიცი. გამოვედით სამშვიდობოს და ერთი მოვინაკლისე, ეს ჩემი ძმაკაცი აღარაა არსად. ვაი შენს ირაკლის მეთქი დავიძახე, თუ ჩაიფლო საწყალი სადმე და თუ ყავს ახლა დაჭერილი მაგ შეურაცხადს და ურახუნებს მეთქი. რაღას ვიზამდი ხო არ დავტოვებდი და გამოვბრუნდი უკან, არ გამოვიყოლე ესენი,დავუბარე თუ ვერ მოვედი ჩემებს გადაეცით ძმაკაცობას შესწირა თავი მეთქი. ისე კაი გვირბენია თურმე,აღარ დაილია გზა, მივეპარე როგორც იქნა ურჩხულის საბუდარს და გადავიხედე ეზოში, სისხლს ვეძებ კაცო ამ ქათქათა თოვლში, აჰ, შენც არ მოუკვდე შენს პატრონს, არაფერი ჩანს, სახლიდან კი ისმის ლაპარაკი. გადავიპარე ეზოში,ძაღლი არ ყავდათ,ან რად უნდოდათ ძაღლი, ვინ შებედავდა მანდ. მივეპარე სახლს და შევიხედე ფანჯარაში. აგერ არ სხედან კაცო გაშლილ სუფრასთან? რა უთხრა ეგეთი და როგორ დაამშვიდა დღესაც არ ვიცი,თვითონ არ ახსოვდა და ლექსებით მაგას ვერ მოხიბლავდა ეგ. დამავიწყდა მეთქვა ლექსებს წერს ეს ჩემი ძმაკაცი. Qქეიფობენ ბიჭო გაიგე? ხორხოცობენ და არიან ერთ ამბავში. რაღას ვიზამდი წამოვედი უკან. იმ ღამეს, შენ ხარ ჩემი ბატონი, ეს ჩემი ძმაკაცი თავისი “ნივით” მომაყენა სახლში იმ კაცმა.დალია ჩემთანაც კაი ერთი ლიტრი ღვინო, ჩემი მამიდაშვილები არ გამოვუჩინე მაინც,რა იცი რა მოეპრიანებოდა, კაი ბიჭები ხართო დაიბარა და გაუდგა გზას. ა ამას ქვია გველსა ხვრელითო თუ როგორც არის. ორ თვეში კი გააყოლა ჩემს მამიდაშვილს თავისი გოგო ცოლად და თვითონაც კი აღმოჩნდა მერე კაი ადამიანი. ეს ჩემი ძმაკაცი მეჯვარე იყო, მე თამადა და ვიქეიფეთ ბოლომდე.
თუმცა ალილოზე მოსიარულეების ცოტა შიში კი დამჩემდა, რაც არ უნდა იყოს, ორი გოგოს პატრონი ვარ მეც.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გაიხარე !! ... კარგია !! : ))
5..
მენატრება ალილო.. გაიხარე !! ... კარგია !! : ))
5..
მენატრება ალილო..
13. ყოჩაღ, ირაკლი! 555 ყოჩაღ, ირაკლი! 555
12. მე თუ მკითხავ ქალები აქეთ უნდა მოდიოდნენ შენთან. მე თუ მკითხავ ქალები აქეთ უნდა მოდიოდნენ შენთან.
11. კიარადა ვალინკებს რომ მოუვიდათ პატარა :D კიარადა ვალინკებს რომ მოუვიდათ პატარა :D
10. ვალინკები რომ მოუვიდა პატარა ახალიააა ეეგ? :D ვალინკები რომ მოუვიდა პატარა ახალიააა ეეგ? :D
9. :D:D:D რა მაგარია,ვიხალისე მშვენივრად... არა "ჰეფი ენდიც" რომ მაგარი იყო?კაცი უკეტესს რომ ვერ ინატრებდა ;)+777 და მოკითხვა კაი კაცს :D:D:D რა მაგარია,ვიხალისე მშვენივრად... არა "ჰეფი ენდიც" რომ მაგარი იყო?კაცი უკეტესს რომ ვერ ინატრებდა ;)+777 და მოკითხვა კაი კაცს
8. მშვენიერია, ირაკლი. კარგად გააცოცხლე სოფლის თოვლიანი საღამო ალილოსთან ერთად... :) 555 მშვენიერია, ირაკლი. კარგად გააცოცხლე სოფლის თოვლიანი საღამო ალილოსთან ერთად... :) 555
7. ირაკლი,ძალიან ვიცინე, ძალიან მომეწონა, მხიარული ამბავია, მატნური ალილოები გამახსენა. ირაკლი,ძალიან ვიცინე, ძალიან მომეწონა, მხიარული ამბავია, მატნური ალილოები გამახსენა.
6. კარგად ყვები...ალალად...სოფლურად...:-* კარგად ყვები...ალალად...სოფლურად...:-*
5. ისე კარგად ყვები, ნამდვილი გეგონება:)
ისე კარგად ყვები, ნამდვილი გეგონება:)
4. :) vixalise... ise axali abzaci cotati rom dageshorebina kargi iqneboda... zalian mchidrodaa teqsti dawerili ,lamis dametxara tvalebi :D :) vixalise... ise axali abzaci cotati rom dageshorebina kargi iqneboda... zalian mchidrodaa teqsti dawerili ,lamis dametxara tvalebi :D
3. რა კარგი ისტორია იყო... მომეწონა. 55555
ახალი წელი და თოვლი მინდა. :( რა კარგი ისტორია იყო... მომეწონა. 55555
ახალი წელი და თოვლი მინდა. :(
2. კარგო გამახსენდა სოფელი და ალილო...
თუმცა ალილოზე მოსიარულეების ცოტა შიში კი დამჩემდა,რაც არ უნდა იყოს ორი გოგოს პატრონი ვარ მეც.
მომეწონა... 5 კარგო გამახსენდა სოფელი და ალილო...
თუმცა ალილოზე მოსიარულეების ცოტა შიში კი დამჩემდა,რაც არ უნდა იყოს ორი გოგოს პატრონი ვარ მეც.
მომეწონა... 5
1. ამისთვის შემოვედი ახლა, რა ნაცნობი პერსონაჟებია:)):))
დაგაყარე თავზე დუსტი:))
მაგარია ძააან:))
555555555555555 ამისთვის შემოვედი ახლა, რა ნაცნობი პერსონაჟებია:)):))
დაგაყარე თავზე დუსტი:))
მაგარია ძააან:))
555555555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|