ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: საბავშვო
15 დეკემბერი, 2010


გუნდა, გუნდა (მოუსმინეთ ან უყურეთ საბავშვო სიმღერას:)

გუნდა, გუნდა, თოვლის გუნდა,
გაგორდება, სადაც უნდა,
გაეპარა დედა თოვლს და
კარუსელზე შემოსკუპდა.

დედა თოვლი ფიფქებს აფრქვევს,
ჩემი გუნდა სად არის?
მის ძებნაში გადათოვლა
თოვლმა მთელი მთა–ბარი.

...გაიხარეს პატარებმა,
ფანტელები ცვივა ციდან,
ეს რა კარგად მოგვილოცა
თოვლმა ახალი წლის დილა.

მოუსმინეთ:
http://www.youtube.com/watch?v=QZ6rY3TejCw&feature=related
ან უყურეთ:
http://www.youtube.com/watch?v=QZ6rY3TejCw&feature=related

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები