ყვითელი, გაცრეცილი რვეული, ზღვისპირა პლაჟზე, კვლავ ლოგინში ვწერ, ზუსტად ისევე, როგორც გასულ წელს.
ექიმთან მივდივარ, ორშაბათს. ”დიახ ექიმო, ფეხში სისუსტე, ვერტიგო*, თავის ტკივილი და წელიც მტკივა.” ”სვამთ?” მეკითხება. ”ვარჯიშობთ? და იღებთ ვიტამინებს?” მე კი მგონია, რომ უბრალოდ ავად ვარ ცხოვრებით, ვითომ ცვალებადი ფაქტორებით დატვირთული, რუტინული, სადაგი დღეებით.
იპოდრომზე, ბედაურების რბოლის ცქერისას, ვგრძნობ მომენტის ამაოებას. გასამართი რბოლის ბილეთით ხელში, ვდგები და დროზე ადრე მივდივარ.
"უკვე მიდიხართ?" - მეკითხება მოტელის კლერკი. "დიახ, ეს ყველაფერი მოსაწყენია" - ვპასუხობ. "თუ ფიქრობთ, რომ აქ ყველაფერი მოსაწყენია, მაშინ, ერთხელაც, კიდევ უნდა დაბრუნდეთ".
უკვე დავბრუნდი - კვლავ აქ ვარ, ჩემი ბალიშებით გარშემორტყმული, მოხუცისსახიანი, ბებერი მწერალი, თავისი გაცრეცილი ყვითელი რვეულით. რაღაც მოძრაობს იატაკზე, და მოდის ჩემსკენ, აჰ, ამჯერად ეს ჩემი კატა ყოფილა.
* - ვერტიგო (ლათ. "თავბრუსხვევა")- ვესტუბულარული სისტემის დაავადება, წონასწორობის შეგრძნების დარღვევა. ხშირად ეძახიან სიმაღლის შიშსაც.
Are You Drinking?
washed-up, on shore, the old yellow notebook out again I write from the bed as I did last year. will see the doctor, Monday. "yes, doctor, weak legs, vertigo, head- aches and my back hurts." "are you drinking?" he will ask. "are you getting your exercise, your vitamins?" I think that I am just ill with life, the same stale yet fluctuating factors. even at the track I watch the horses run by and it seems meaningless. I leave early after buying tickets on the remaining races. "taking off?" asks the motel clerk. "yes, it's boring," I tell him. "If you think it's boring out there," he tells me, "you oughta be back here." so here I am propped up against my pillows again just an old guy just an old writer with a yellow notebook. something is walking across the floor toward me. oh, it's just my cat this time.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგი თარგმანია ლევან, ყოჩაღ. თუმცა ავტორი ნამეტანი მიყვარსო რომ გითხრა, არ ვიქნები მართალი.:) კარგი თარგმანია ლევან, ყოჩაღ. თუმცა ავტორი ნამეტანი მიყვარსო რომ გითხრა, არ ვიქნები მართალი.:)
6. ბუკოვსკი, - ეს გვარი ისე "მეახლობლა", - ჩემი თანაკლასელები მეძახდნენ ასე... :)))
კარგია, ლევან. მომწონს! 5 ბუკოვსკი, - ეს გვარი ისე "მეახლობლა", - ჩემი თანაკლასელები მეძახდნენ ასე... :)))
კარგია, ლევან. მომწონს! 5
5. გილოცავ დღევანდელ დღეს, წარმატებები და ბევრი + + + გილოცავ დღევანდელ დღეს, წარმატებები და ბევრი + + +
4. იპოდრომზე, ბედაურების რბოლის ცქერისას, ვგრძნობ მომენტის ამაოებას. საოცარი მიგნებაა...მარტო ამისთვის დაგიწერდით თქვენ და უკოვსკის...555-ებს მიყვარს ეს გვერდი...რაღაცნაირად... დელიკატურობაზე აქვს პრეტენზია...:-* იპოდრომზე, ბედაურების რბოლის ცქერისას, ვგრძნობ მომენტის ამაოებას. საოცარი მიგნებაა...მარტო ამისთვის დაგიწერდით თქვენ და უკოვსკის...555-ებს მიყვარს ეს გვერდი...რაღაცნაირად... დელიკატურობაზე აქვს პრეტენზია...:-*
3. 555 მომწონს შენი თარგმანები! ოღონდ მგონია, რომ ბუკოვსკი არ მოეწონებოდა ეს ნაფტალიანი "სადაგი დღეები" - საბჭოური ქართული პრესის კლიშე - მისი შეცვლა უფრო გაამხატვრულებდა თარგმანს! :) 555 მომწონს შენი თარგმანები! ოღონდ მგონია, რომ ბუკოვსკი არ მოეწონებოდა ეს ნაფტალიანი "სადაგი დღეები" - საბჭოური ქართული პრესის კლიშე - მისი შეცვლა უფრო გაამხატვრულებდა თარგმანს! :)
2. "მოხუცი ტიპი" << აი, ეს "ტიპი" არ მომეწონა რაღაც...
შეიძლება უფრო მეტად დახვეწა.
ისე კი ნამდვილად არაა ცუდი მცდელობა :) მეც მიცდია ლექსის თაგმანი და ამაზე რთული, მგონი, არაფერია : ))) ბარბარობას გილოცავ და წარმატებებს გისურვებ :) "მოხუცი ტიპი" << აი, ეს "ტიპი" არ მომეწონა რაღაც...
შეიძლება უფრო მეტად დახვეწა.
ისე კი ნამდვილად არაა ცუდი მცდელობა :) მეც მიცდია ლექსის თაგმანი და ამაზე რთული, მგონი, არაფერია : ))) ბარბარობას გილოცავ და წარმატებებს გისურვებ :)
1. ავად ვარ ცხოვრებით, ვითომ ცვალებადი ფაქტორებით დატვირთული, რუტინული, სადაგი დღეებით.
ეჰ.. ბარბარობას გილოცავთ : ) ავად ვარ ცხოვრებით, ვითომ ცვალებადი ფაქტორებით დატვირთული, რუტინული, სადაგი დღეებით.
ეჰ.. ბარბარობას გილოცავთ : )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|