ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა_გოგონა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 დეკემბერი, 2010


მე, არასოდეს

  ყოველ დღე არ ამოდის მზე, ყოველ დღე არ ვბრუნდები სახლში, ყოველ დღე არ ვეფერები ჩემს საყვარელ ადამიანებს და ყოველ დღე არ ვეუბნეუბი თუ როგორ მიყვარს თითოეული მათგანი. ეს მაპატიეთ...
  მუდამ ბედნიერი არ ვარ, სულ არ ვიღიმი, ხანდახან ვტირი კიდეც, მაგრამ თქვენ ამას ვერ ნახავთ... მაპატიეთ ესეც. ახლა არ მაინტერესებს მისმენთ თუ არა, მიყურებთ თუ არა და განიცდით თუ არა ჩემთან ერთად. ესეც მაპატიეთ.
  ყოველთვის თქვენზე არ ვფიქრობ, ხანდახან საკუთარ თავსაც ჩავაკვეხებ ხოლმე ფიქრებში, ისე, უბრალოდ, არაეგოისტურად. ისეც ვეღარ ვწერ როგორც საჭიროა, ჩემი ბრალია ალბათ, ჰოდა მაპატიეთ. უბრალოდ ჩემი კუთვნილი სიყვარული და სითბო დამიბრუნეთ. მცივა ადამიანებო, თქვენ გარეშე მცივა. მინდა თქვენი ჩახუტება, გრძნობა, შეხება, გაღიმება და გამხნევება, მიყვარხართ მაინც... ყველაფრის მიუხედავად. ყოველ დღე არ გწერთ... ყოველ დღე არ გიკითხავთ ლექსებს და არ ვცდილობ ვიმღერო თქვენთან ერთად ავყვე თქვენს ოცნებებს და ფიქრების ენაზე გესაუბროთ, თუ რამე გაწყენინეთ გთხოვთ მაპატიეთ. მე არასოდეს... აქ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება და ბევრი რამის გამოტოვებაც. მაინც მე არასოდეს მიფიქრია შენზე, არასოდეს დამიწერია ლექსები შენთვის,ა რასოდეს მიმღერია ჩუმად სიყვარულზე შექმნილი უამრავი სიმღერა და არასდროს წარმომითქვამს ჩურჩულით შენი სახელი. არასდროს დამსიზმრებიხარ, არასდროს მიტირია შენ გამო, არასდროს მიფიქრია რომ ვერ გიტან და არც იმ დასკვნამდე მივსულვარ საბოლოოდ რომ უბრალოდ მიყვარხარ... არც ახლა წარმომიდგა თვალწინ შენი გულწრფელი გაღიმება და იმედსაც არ გაუთბია ჩემი გული, რომ ოდესმე შევხვდებით, არასდროს შემიხია შენ ხელზე ხელი და ეს არასდროს განცდილი მთელი ცხოვრება არ ჩამბეჭდია გულში, გული არასდროს მტკენია და არც მე მიტკენია ვინმესთვის. იცი მე შენ არასოდეს მყვარებიხარ... და კიდევ, კინაღამ დამავიწყდა მე არასოდეს მითქვამს ტყუილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები