ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2011


ასოცირება

ღმერთო!
ცოდვის ტკივილი მაწვება ყელში,
გველის ტყავივით საკუთარ სულსაც ვიცვლი,
რადგანაც ვიცი მე ჩემს სამყაროს შევშლი,
ჩემით,
შენით,
სხვებითაც...
უთუოდ, ვიცი.

ღმერთო!
ყოველ ოთხშაბათს ვმარხულობ ვეღარ,
ჩემი ცრემლების დამაქვს დასტები (ორი),
ჩემი ჭრილობის ალბათ მარილი მე ვარ,
სხვას კი ჰგონია ესეც მორიგი ჭორი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები