 | ავტორი: მაჰათმა განდი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 31 დეკემბერი, 2010 |
ეს კომენტარი დავწერე ბექა რამიშვილის თემაში დასაპოსტად და თქვენც არ მომიკვდეთ, როდესაც დავაჭირე გამოქვეყნების ღილაკს თითი, თეთრი გვერდი შემრჩა ხელში. ანუ, თემა გადატანილია, წაშლილია თუ რა, არ ვიცი.
სრულად მესმის რეჟისორის პათოსი და მისი გულისტკივილი აღნიშნული საკითხის გარშემო.
ეს ისეთი საკითხია, რომელმაც არ იცის არც ახალი წელი, არც ძველი, არც ღამე და არც დღე. ადამიანები, რომლებსაც სიკვდილს თვალებში უყურებდნენ და რომელთა მხრებზე ბევრი სიმძიმეა გადატანილი იმსახურებენ გაცილებით მეტ ყურადღებას.
მოდით, ერთმანეთს ნუ დავაპირისპირებთ ვეტერანებს. ვინ ითხოვს პენსიას და ვინ არ ითხოვს ეს თითოეული ვეტერანის კერძო გადასაწყვეტია. ერთ რამეს ვიტყვი, ადამიანმა თავის უფლებებზე თვითონ უნდა იბრძოლოს, უფრო სწორად გამოთქვას აზრი და თუკი ეკუთვნის მას, (დამსახურებულად ეკუთვნის) თუნდაც ფულადი ჯილდო (ეგრეთ წოდებული პენსია) რატომ უნდა თქვას, რა მოტივით უნდა თქვას მან უარი ამ ფულად დახმარებაზე? არადა, დღეს ელემენტარული ცხოვრების პირობებია დამოკიდებული შემოსავალზე და თუკი ეს არ გაქვს, ცუდი მდგომარეობაა. დღეს, როდესაც ურბანული ცხოვრების წესი დამკვიდრდა, მე16-ე საუკუნის მსგავსად, ადამიანებს არ შესწევთ უნარი დარგონ ვაშლი-მსხალი-ატამი ბაღში, ანდა იყოლიონ ცხვარი-ძროხა-ქათამი კორპუსებში და ამით გამოკვებონ ოჯახი. ჩვენ ყველას გვჭირდება ფინანსური სახსარი, რომლის მოპოვება სხვადასხვა გზებით შეიძლება.
მათ პრობლემებს გათავისება და გულთან ახლოს მიტანა უნდა. საომარი მოქმედებების დროს გამოწვეული ტრამვა, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური, შეიძლება მრავალი ათეული წლები გაყვეს ადამიანს, სიცოცხლის ბოლომდეც კი და ეს ადამიანები იმსახურებენ სახელმწიფოსგან უფრო მეტ ყურადღებას და სტატუსს.
ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომელთა უმეტესობა გარიყულადაა დღეს საზოგადოებიდან და ეს ფენომენი არის კიდევაც აღწერილი.
საერთოდ, იმ ქვეყანას რა ვუთხარი, სადაც სახელმწიფო ომზე აგებს თავის სტრატეგიას და მტრის ძიებაში აღამებს და ათენებს (დღევანდელი საქართველო); ხოლო, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და მოქალაქეები ომში იღებენ მონაწილეობას, ეს უკვე არ არის პატარა ამბავი.
თუკი, უცხოეთიდან ვიღებთ რამეს, მოდი გადმოვიღოთ ამერიკისგან ის მიდგომა რასაც ისინი აფიქსირებენ თავიანთი ვეტერანების მიმართ. მე მხედველობაში მაქვს, როგორც ფინანსური, ასევე სხვა სახის დახმარება, მაგალითად რეაბილიტაციის ცენტრები თუ სამედიცინო დაწესებულებები. ირინკამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ასეთი დაწესებულება საქართველოში დახურეს და განა რამდენი გვაქვს ჩვენ ასეთი სახის სამედიცინო პროფილის შენობა რომ დახურვაზე მიდგა საქმე? მოკლედ, თუ რაიმეა გადმოსაღები უცხოეთიდან, ერთ-ერთი არის ამერიკის მთავრობის ყურადღება ვეტერანების მიმართ. ამავე დროს, არ შემიძლია არ გავაკრიტიკო, ჩვენი განათლების სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც ითვალისწინებს, ჩვენი საზოგადოების ინგლისურ ენაზე გასაზრდელად, ანუ დედაენის პარალელურად ინგლისური "ეი -ბი სი- დი" ს შესწავლა და ამით, ამ ენის სტატუსის გათანაბრება სახელმწიფო ენასთან. აი, ამის მომხრე მე არ ვარ და მიმაჩნია მცდარ ნაბიჯად, ანუ შეცდომად.
მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი პომპეზური დღესასწაულებისა იმ დროს, როდესაც უამრავი რამ კადრს მიღმა რჩება. ბათუმის კონცერტი კარგი მაგალითია. ბოჩელი, შესანიშნავი ტენორი, ხმის უზადო ტემბრი, რა ჯობია მის მოსმენას? თუმცა, რამდენად უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტიდან თანხა ვარსკვლავების ჩამოსაყვანად, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს თანხა ხომ არ არის სამნიშნა და ოთხნიშნა? არამედ, მინიმუმ ექვსნიშნა, შესაძმებელია შვიდნიშნაც კი,,, იგვე ითქმის, სხვა ღონისძიებებზე თუ ფეიერვერკებზე, რომლებიც ჩვენ გვახსოვს,,
ანუ, ჩემი კრიტიკა თითოეული ჩვენგამის მიდგომასთან ასოცირდება და დიახ, დღეს ახალი წელია, თუმცა ეს არ გვაძლევს საშუალებას ილუზიებში უფრო და უფრო ჩავიძიროთ და ტელევიზორში დანახული ცისარტყელას ფერებს იქით არ გავიხედოთ.
მინდა მორალური მხარდაჭერა განვუცხადო ადამიანებს, რომლებიც ახალი წლის დღეს საკუთარ სიტყვას ამბობენ და მათ არ უშლით ის, რომ ისინი უმცირესობები არიან,
პატივისცემით, განდი. არწივი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. დილა მშვიდობისა მუხა, მე ვფიქრობ ამ თემაზე ამოვწურეთ საუბრები :) შენ შენი დამოკიდებულება დააფიქსირე, მე ჩემი.
მე ნამდვილად არ მაქვს აზრად ის, რომ შენს პოზიციაზე რამენაირი გავლენა მოვახდინო. ამიტომ, ვფიქრობ მოკლედ გიპასუხო შენს ბოლო კომენტარზე. არც გაქილიკება და მსგავსი რამ გამივლია თავში, ნუ , ცოტა ხუმრობას თუ გამოვურევ ხოლმე და ეს ხუმრობა უკბილო გამომივა, ეს ისევ და ისევ, ჩემს სისუსტეზე იმოქმდებს, არათუ შენზე. ანუ, მე ვერ ვიხუმრე ხარისხიანად :)
მე მჯერა შენი, ანუ იმას რასაც იძახი, არ მაქვს არავითარი საფუძველი რომ ეჭვი შევიტანო შენს მიერ ნათქვამის არასიმართლის ხაზით განვითარებაში.
სპორცმენტზე რომ ვთქვი, არ შემშლია, მონაწილეობა ვიგულისხმე და არა გამარჯვება. სპორტი საინტერესო მიმდინარეობაა. იქ გამოიცდება ნერვვები, არა მარტო კუნთები. მოკლედ, არის შემთხვევები, როდესაც გამარჯვება არც თუ ისე მნიშვნელოვანია (რაღა თქმა უნდა სასურველია თუმცა არა აუცილებელი) მონაწილეობა კი ისეთ კონტექსტში, როდესაც იცი ძლიერ მოწინააღმდეგეს წინ დაუდგები და არ შედრკები, არის გამარჯვების ტოლფასი. მაგალითად, ტრამვიანი სპორცმენის მოედანზე გასვლა, მე გამარჯვებად მიმაჩნია. ასევე, არის შეჯიბრებები, სადაც გარკვეული საფეხურის მიღწევა უკვე გამარჯვებაა. მაგალითად, მერვედფინალში გასვლა, ანდა მეოთხედფინალში გასვლა, ეს უკვე გამარჯვებაა. ყველა ვერ იქნება გმირი. გმირობა სხვა კუთხეა.
მე ამ ჭრილში განვიხილე აღნიშნული მოვლენა. ანუ, ის ვეტერანები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა საომარ მოქმედებებში, ყველა იმსახურებს ყურადღებას და კიდევ ერთხელ ყურადღებას.
ეს ანალოგიაა სპორცმენებსა და ომის ვეტერანებს შორის. აქ გამარჯვებაზე არ არის საუბარი, არამედ პრინციპზე, რისკზე, ანუ მონაწილეობაზე.
ჩვენ ყველას, ჩვენი განმარტება და აღქმა გვაქვს ღირსებისა. მაგალითად, მე როდესაც ვხედავ ჩემს გვერდზე მყოფს ჩაგრავენ, ჩემი ღირსების გრძნობა ამ დროს იწიხლება. ამ დროს, მე მხვდება სახეში მუშტი და ღირსების დასაცავად ხშირ შემთხვევაში მოქმედებააა საჭირო რომელიც სიტყვაში გამოიხატება. როდესაც ზვიადაურმა ფინალური ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა ოლიმპიადაზე, ჩემი ღირსების გრძნობა ასმაგად ამაღლდა, თითქოს მე ვიდექი კვარცხლბეკზე ოქროს მედლით ხელში.
ღირსების აღქმა ბევრნაირად შეიძლება. არ გეკამათები შენეულ ახსნაში, რადგან ასე გადმოეცი, ესე იგი ასე გწამს და ასე მიგაჩნია.
კბილის ექიმის მაგალითი რაც შენ მოიტანე, ეს არის ტკივილის გრძნობა. ანუ, ეს არა თუ განცდაა, არამედ გრძნობა. ზოგს ტკივა, ზოგს არა. თუმცა, ექიმმა რომ უთხრას მაგალითად პაციენტს, შე მშიშარა ხარ, ნემსის როგორ გეშინიაო, აი, მაშინ შეიძლება პაციენტის ღირსების გრძნობა შეილახოს, რადგან მის პიროვნულ თვისებებს მისწვდნენ. ანუ, ღირსება, ჩემი აზრით, უკავშირდება "მე"-ს. (არაეგოისტური, ზოგჯერ ეგოისტურიც)
ღირსებაში ასევე შედის საკუთარი "მე"-ს გამარჯვებაც. იგივე წარმატების მიღწევსი დროს, სწორედ რომ ღირსებას ვაძლევთ საკვებს და იგი ხარობს. წარუმატებლობის დროს, ღირსება დაბლდება და თავი უკანასკნელ ადამიანად გვგონია. ღირსება ერთგვარი ბარომეტრია, რომელიც საკუთარ პოზიციას (არა მატერიალურს პირველ რიგში) განსაზღვრავს.
ღირსება ელახება ადამიანს, როდესაც მაგალითად აგინებენ, ოჯახს ულახავენ.ამ დროს, საკუთარი "მე" იგივე ოჯახი, რომელიც შენია, და გეკუთვნის საფრთხეშია. ამ დროს ღირსების გრძნობა საკმაოდ დამდაბლებულია.
აი, ესულ ეს იყო :)
მადლობა :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
დილა მშვიდობისა მუხა, მე ვფიქრობ ამ თემაზე ამოვწურეთ საუბრები :) შენ შენი დამოკიდებულება დააფიქსირე, მე ჩემი.

14. მე თქვენი ყველა ნაწარმოები მაქვს წაკითხული , , და სიმართლეს ვიტყვი : ბევრად უფრო საინტერესო ვიდრე ეს თემა, აქ უბრალოდ თქვენ ჩემდამი პასუხ- კომენტარებს, სასაუბროდ შემოვყევი, ყოველგვარი " ოდნავ ცინიკურის" გარეშე, ბიბლიაზე ხელს ვდებ და, მხოლოდ სიმართლე! სიმართლე! თქვენი აზროვნების მიმართულებას , კრიტიკა-პუბლიცისტიკისადმი დიდ პატივს ვცემ და გისმენთ, მეც მაქვს სურვილი მომისმინოთ, არ გამაქილიკოთ და თუ თქვენთვის არ იქნება მისაღები, არ მეწყინება, ვინ ვარ, მე , რიგითი ჩვეულებრივი მკითხველი, მადლობა, მაპატიე! ისევ გავიმეორებ , არანაირი შეკითხვა არ დამისვია და არც ვაპირებ , ეს არის , ჩემი აზრის დაფიქსირება , ბოლო კომენტარი ამ საკითხზე. და ვიმეორებ ამ ნაწარმოებში სიტყვა ღირსება არსად არ გაქვთ ნახსენები " ვგულისხმობდიო" კი ბატონო , ახლა მჯერავს ,მაგრამ მე თუ ვერ დავინახე რას "გულისხმობდი" და ეს ავღნიშნე , ამაში თქვენ "ოდნავ ცინიკური მიდგომა" არ უნდა დაგენახათ . არასდროს თქვენ ამას არ გაკადრებდით! თქვენ მწერთ: სპორტცმენი, იღებს ჯილდოს შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის" ალბად გინდოდათ გეთქვათ ჯილდოს იღებს გამარჯვებისათვის და არა მონაწილეობისთვის, და მერე რა, თუ ჯილდო მიიღო ეს ღირსების ამაღლება იქნება, დათუ ვერ გაიმარჯვა და არც ჯილდო ერგო ღირსების დამდაბლება არც ეს იქნება. ჩემი გაგებით . თქვენი განმარტება ღირსების ასეთია;
" კარგი ბატონო, მოდი ვიტყვი დაწვრილებით თუ რას ვგულისხმობ მე ღირსებაში და რა არის საერთოდ: ღირსება... ღირსება -არ არის ხელშესახები მოვლენა, არც ნივთია.იგი არის განცდა. სულის მდგომარეობა... "-ეს თქვენი სიტყვებია.
გეთანხმებით '"არ არის ხელშესახები მოვლენა არც ნივთი" დავამატებდი არც განცდაა და არც სულის მდგომარეობაა
მაგალითად ზოგი მიდის კბილის ამოსაღებად, და აქვს განცდა- ესეიგი აქვს ღირსება! ზოგი მიდის კბილის ამოსაღებად და არ აქვს განცდა- ესეიგი არ აქვს ღირსება! ამიტომ არ შეიძლება განცდა იყოს - ღირსება! მე კი ასე ვიტყვი ღირსება -არის ადამიანის თვისება ხარისხი- კეთილსინდისიერების, ,კეთილზნეობის, ღირსება ყველას აქვს, გააჩნია ვინ როგორ განიცდის ღირსების შელახვას. რა თქმა უნდა, ღირსების დაფასება ჯილდო სიხარულის განცდაა. ღირსება ჯილდოს გარეშეც არსებობს,და განცდის გარეშეც,თუ არ შეეხე ადამიანის ღირსების შელახვას , უმეტესად თვითმკვლელობა, სხვათა მკვლელობა, ,შურისძიება და სხვა უბედურება ახლავს,არის ადამიანთა კატეგორიაც, რომელთაც ღირსების შელახვაზე ინდიფერენტულია. ხოლო ღირსება ყველას გააჩნია, მაპატიეთ, შეიძლება ისე ვერ დავალაგე , , გრამატიკულად და ლიტერატურულად, ძალიან შემოკლებით დავაფიქსირე ჩემი აზრი, და არც იმის პრეტენზია მაქვს მე დამიჯეროთ! მადლობა ,რომ მომისმინეთ, მეტს აღარ შეგაწუხებთ, ამ საკთხზე, კეთილი სურვილებით მე თქვენი ყველა ნაწარმოები მაქვს წაკითხული , , და სიმართლეს ვიტყვი : ბევრად უფრო საინტერესო ვიდრე ეს თემა, აქ უბრალოდ თქვენ ჩემდამი პასუხ- კომენტარებს, სასაუბროდ შემოვყევი, ყოველგვარი " ოდნავ ცინიკურის" გარეშე, ბიბლიაზე ხელს ვდებ და, მხოლოდ სიმართლე! სიმართლე! თქვენი აზროვნების მიმართულებას , კრიტიკა-პუბლიცისტიკისადმი დიდ პატივს ვცემ და გისმენთ, მეც მაქვს სურვილი მომისმინოთ, არ გამაქილიკოთ და თუ თქვენთვის არ იქნება მისაღები, არ მეწყინება, ვინ ვარ, მე , რიგითი ჩვეულებრივი მკითხველი, მადლობა, მაპატიე! ისევ გავიმეორებ , არანაირი შეკითხვა არ დამისვია და არც ვაპირებ , ეს არის , ჩემი აზრის დაფიქსირება , ბოლო კომენტარი ამ საკითხზე. და ვიმეორებ ამ ნაწარმოებში სიტყვა ღირსება არსად არ გაქვთ ნახსენები " ვგულისხმობდიო" კი ბატონო , ახლა მჯერავს ,მაგრამ მე თუ ვერ დავინახე რას "გულისხმობდი" და ეს ავღნიშნე , ამაში თქვენ "ოდნავ ცინიკური მიდგომა" არ უნდა დაგენახათ . არასდროს თქვენ ამას არ გაკადრებდით! თქვენ მწერთ: სპორტცმენი, იღებს ჯილდოს შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის" ალბად გინდოდათ გეთქვათ ჯილდოს იღებს გამარჯვებისათვის და არა მონაწილეობისთვის, და მერე რა, თუ ჯილდო მიიღო ეს ღირსების ამაღლება იქნება, დათუ ვერ გაიმარჯვა და არც ჯილდო ერგო ღირსების დამდაბლება არც ეს იქნება. ჩემი გაგებით . თქვენი განმარტება ღირსების ასეთია;
" კარგი ბატონო, მოდი ვიტყვი დაწვრილებით თუ რას ვგულისხმობ მე ღირსებაში და რა არის საერთოდ: ღირსება... ღირსება -არ არის ხელშესახები მოვლენა, არც ნივთია.იგი არის განცდა. სულის მდგომარეობა... "-ეს თქვენი სიტყვებია.
გეთანხმებით `"არ არის ხელშესახები მოვლენა არც ნივთი" დავამატებდი არც განცდაა და არც სულის მდგომარეობაა
მაგალითად ზოგი მიდის კბილის ამოსაღებად, და აქვს განცდა- ესეიგი აქვს ღირსება! ზოგი მიდის კბილის ამოსაღებად და არ აქვს განცდა- ესეიგი არ აქვს ღირსება! ამიტომ არ შეიძლება განცდა იყოს - ღირსება! მე კი ასე ვიტყვი ღირსება -არის ადამიანის თვისება ხარისხი- კეთილსინდისიერების, ,კეთილზნეობის, ღირსება ყველას აქვს, გააჩნია ვინ როგორ განიცდის ღირსების შელახვას. რა თქმა უნდა, ღირსების დაფასება ჯილდო სიხარულის განცდაა. ღირსება ჯილდოს გარეშეც არსებობს,და განცდის გარეშეც,თუ არ შეეხე ადამიანის ღირსების შელახვას , უმეტესად თვითმკვლელობა, სხვათა მკვლელობა, ,შურისძიება და სხვა უბედურება ახლავს,არის ადამიანთა კატეგორიაც, რომელთაც ღირსების შელახვაზე ინდიფერენტულია. ხოლო ღირსება ყველას გააჩნია, მაპატიეთ, შეიძლება ისე ვერ დავალაგე , , გრამატიკულად და ლიტერატურულად, ძალიან შემოკლებით დავაფიქსირე ჩემი აზრი, და არც იმის პრეტენზია მაქვს მე დამიჯეროთ! მადლობა ,რომ მომისმინეთ, მეტს აღარ შეგაწუხებთ, ამ საკთხზე, კეთილი სურვილებით
13. მოგესალმები მუხა,
კარგია რომ ინტერესი გამოიცინე ამ თემის მიმართ და დააფიქსირე აზრი, მომწონს ეს საუბრები :)
ნება მომეცი მქონდეს თავისუფალი ინტერპრეტაცია/აღქმა მოვლენებისა. მე შენი 10-ე კომენტარი კითხვად მივიღე და მიუხედავად იმისა, რომ შენ თვლი, კითხვები არ დაგისვია, ეს არაფერს ცვლის. შენ არ გაქვს კომენტარებში გამოყენებული კითხვის ნიშნები (?), თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ აზრი შეიცავს თხრობით მიმართულებას, მოკლედ, დედააზრი შენი კომენტარისა იყო ერთი "რატომ", სიტყვა რატომ თავისთავად არის კითხვის გამომხატველი, ამიტომაც გიპასუხე,
ასევე საინტერესო, რომ 'სიტყვათა თამაში' უფრო შეინიშნება შენს მე12-ე კომენტარში, როდესაც აანალიზებ ჩემს ნაბიჯებს გადადგმულს მე11-ე კომენტარში,,
მოდი ვუპასუხებ შენს მიერ ნათქვამ კითხვებსა თუ აზრებს რომ ჩემი აზრი გახდეს გასაგები და ნათელი,
1. ინტერნეტი, ვირტუალური სივრცეა, ერთმანეთს არ ვიცნობთ, არ ვეხებით არ ვუყურებთ, შესაბამისად, მე ნამდვილად გამიჭირდება ადამიანთა სტატუსის გამოცნობა, ანუ ვინ პირველკლასელია და ვინ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მფლობელი.
2. სიტყვათა თამაში :) ანუ, მიუხედავად იმისა, რომ შენს მიერ დაწერილ წინადადებებში არ იყო მინიშნებული კითხვის ნიშანი (?), ეს სულაც არ ნიშნავს რომ წინადადება არ შეიცავდა კითხვას, ლოგიკურია ხომ? მე ჩავთვალე, რომ შენ დამისვი კითხვები და ზემოთად დავწერე, კარგი იქნებოდა, თუკი მომცემდი საშუალებას, დამოუკიდებლად მივიღო გადაწყვეტილება აღნიშნული კუთხით, ანუ ვისი წერილი მივიღო კითხვათ, ვისი წერილი თხრობით ნაწერად ,
3. რაღა თქმა უნდა, კარგია რომ გამოიჩინე ყურადღება და შემატყობინე გზა ადმინისტრაციასთან კავშირისა. აქვე დავძენდი, რომ საიტზე ვარ 2 წელი და ცოტა მეტი და ნამდვილად კარგად ვიცი ტექნიკურად საიტის მოწყობილობა და როგორი გზები არსებობს ადმინისტრაციასთან საუბრისა. მაინც მადლობა რომ მითხარი, ეტყობა გეგონა რომ არ ვიცოდი ეს გზა.
4. აი, ეს ყველაზე საინტერესო ნაწილია ამ წერილში. შენს კომენტარში კიდევ ფიქსირდება სიტყვათა თამაში, ანუ მეუბნები, სიტყვა "ღირსება" არსად გიწერიაო, და მე როგორ გავიგო რომ ღირსებაზე საუბრობო.
კარგი ბატონო, მოდი ვიტყვი დაწვრილებით თუ რას ვგულისმობ მე ღირსებაში და საერთოდ, რა არის ღირსება. ბოდისს მოგიხდი წინასწარ, თუკი ეს საუბარი ძალიან დაწვრილებითია , მე ნამდვილად არ მგონიხარ პირველკლასელი, უბრალოდ მინდა დავრწმუნდე რომ მაქსიმალურად დაწვრილებით ვისაუბრო რომ შედარებით ნათელი მოეფინოს ჩემს პოზიციას,
ღირსება - არ არის ხელშესახები მოვლენა, არც ნივთია. იგი არის განცდა, სულის მდგომარეობა რომელიც იკვებება სხვადასხვა წყაროებიდან. ღირსება არ არის მარტო სიტყვა, არც მარტო "ჯილდო".
ჯილდო, ძალიან კარგი სიტყვაა და ძალიან კარგი საშუალება ადამიანის საქმიანობის აღიარებისთვის. დიახ, მატერიალური მხარე ერთობ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, 21-ე საუკუნეში. კარგია, თუკი გაეცნობი აბრაჰამ მასლოუს 'საჭიროებების იერარქიას'. ეს არის თეორია, სადაც მან გამოთქვა თუ რა მოტივაციები აქვს ადამიანს და რომელი რომლის შემდგომ კმაყოფილდება.
მოკლედ, ღირსების შემადგენელი ნაწილებია, როგორც აღიარება, ასევე მატერიალური მხარდაჭერა. მაგალითად, სპორტსმენი იღებს ჯილდოს შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის. იგი ჯილდოს სახით იღებს, 1) ხალხის სიყვარულს 2) ფულად ჯილდოს და ეს ორივე ემსახურება ღირსების გრძნობის ამაღლებას.
ასევე, წერილში მე ვსაუბრობ 'ფსიქოლოგიურ ტრამვაზე, გარიყვაზე, ადამიანთა სტატუსზე' რაც არაფერია თუ არა, ღირსების ის შემადგენელი ნაწილი რასაც შენ ეძებდი და ვერ მიაგენი წერილში. ანუ, სიტყვა " ღირსება" რომ არ არის ნახსენები წერილსი , ეს მე მგონი არ ნიშნავს იმას, რომ ღირსებაზე საუბარი არ წარმართულა.
ოდნავ ცინიკური მიდგომაც დავინახე შენს 12-ე კომენტარში, როდესაც ნათქვამია, რომ
' ეგრეთწოდებულ პენსიაზე" ადამიანებს არ შესწევთ უნარი დარგონ ვაშლი-მსხალი-ატამი ბაღში. "
ვერ მივხვდი ამ წინადადების არსს. დიახ, ადამიანები რომლებიც ფისიქიკურად, თუ სულიერად, თუ ფიზიკურად არიან განსხვავებულები, შესაძლებელია მათ არ შესწევთ უნარი იმ საქმიანობის რაც შენ ჩამოთვალე. განა ამაში რამეა ახალი ანდა გასაკილი?
კარგი ბატონო, შენ აზრი ნამდვილად საინტერესო იყო და თუ გაქვს სურვილი დასვი კიდევ კითხვები და აქ არ ვარ? განა შორს მივდივარ :D
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი. მოგესალმები მუხა,
კარგია რომ ინტერესი გამოიცინე ამ თემის მიმართ და დააფიქსირე აზრი, მომწონს ეს საუბრები :)
ნება მომეცი მქონდეს თავისუფალი ინტერპრეტაცია/აღქმა მოვლენებისა. მე შენი 10-ე კომენტარი კითხვად მივიღე და მიუხედავად იმისა, რომ შენ თვლი, კითხვები არ დაგისვია, ეს არაფერს ცვლის. შენ არ გაქვს კომენტარებში გამოყენებული კითხვის ნიშნები (?), თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ აზრი შეიცავს თხრობით მიმართულებას, მოკლედ, დედააზრი შენი კომენტარისა იყო ერთი "რატომ", სიტყვა რატომ თავისთავად არის კითხვის გამომხატველი, ამიტომაც გიპასუხე,
ასევე საინტერესო, რომ `სიტყვათა თამაში` უფრო შეინიშნება შენს მე12-ე კომენტარში, როდესაც აანალიზებ ჩემს ნაბიჯებს გადადგმულს მე11-ე კომენტარში,,
მოდი ვუპასუხებ შენს მიერ ნათქვამ კითხვებსა თუ აზრებს რომ ჩემი აზრი გახდეს გასაგები და ნათელი,
1. ინტერნეტი, ვირტუალური სივრცეა, ერთმანეთს არ ვიცნობთ, არ ვეხებით არ ვუყურებთ, შესაბამისად, მე ნამდვილად გამიჭირდება ადამიანთა სტატუსის გამოცნობა, ანუ ვინ პირველკლასელია და ვინ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მფლობელი.
2. სიტყვათა თამაში :) ანუ, მიუხედავად იმისა, რომ შენს მიერ დაწერილ წინადადებებში არ იყო მინიშნებული კითხვის ნიშანი (?), ეს სულაც არ ნიშნავს რომ წინადადება არ შეიცავდა კითხვას, ლოგიკურია ხომ? მე ჩავთვალე, რომ შენ დამისვი კითხვები და ზემოთად დავწერე, კარგი იქნებოდა, თუკი მომცემდი საშუალებას, დამოუკიდებლად მივიღო გადაწყვეტილება აღნიშნული კუთხით, ანუ ვისი წერილი მივიღო კითხვათ, ვისი წერილი თხრობით ნაწერად ,
3. რაღა თქმა უნდა, კარგია რომ გამოიჩინე ყურადღება და შემატყობინე გზა ადმინისტრაციასთან კავშირისა. აქვე დავძენდი, რომ საიტზე ვარ 2 წელი და ცოტა მეტი და ნამდვილად კარგად ვიცი ტექნიკურად საიტის მოწყობილობა და როგორი გზები არსებობს ადმინისტრაციასთან საუბრისა. მაინც მადლობა რომ მითხარი, ეტყობა გეგონა რომ არ ვიცოდი ეს გზა.
4. აი, ეს ყველაზე საინტერესო ნაწილია ამ წერილში. შენს კომენტარში კიდევ ფიქსირდება სიტყვათა თამაში, ანუ მეუბნები, სიტყვა "ღირსება" არსად გიწერიაო, და მე როგორ გავიგო რომ ღირსებაზე საუბრობო.
კარგი ბატონო, მოდი ვიტყვი დაწვრილებით თუ რას ვგულისმობ მე ღირსებაში და საერთოდ, რა არის ღირსება. ბოდისს მოგიხდი წინასწარ, თუკი ეს საუბარი ძალიან დაწვრილებითია , მე ნამდვილად არ მგონიხარ პირველკლასელი, უბრალოდ მინდა დავრწმუნდე რომ მაქსიმალურად დაწვრილებით ვისაუბრო რომ შედარებით ნათელი მოეფინოს ჩემს პოზიციას,
ღირსება - არ არის ხელშესახები მოვლენა, არც ნივთია. იგი არის განცდა, სულის მდგომარეობა რომელიც იკვებება სხვადასხვა წყაროებიდან. ღირსება არ არის მარტო სიტყვა, არც მარტო "ჯილდო".
ჯილდო, ძალიან კარგი სიტყვაა და ძალიან კარგი საშუალება ადამიანის საქმიანობის აღიარებისთვის. დიახ, მატერიალური მხარე ერთობ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, 21-ე საუკუნეში. კარგია, თუკი გაეცნობი აბრაჰამ მასლოუს `საჭიროებების იერარქიას`. ეს არის თეორია, სადაც მან გამოთქვა თუ რა მოტივაციები აქვს ადამიანს და რომელი რომლის შემდგომ კმაყოფილდება.
მოკლედ, ღირსების შემადგენელი ნაწილებია, როგორც აღიარება, ასევე მატერიალური მხარდაჭერა. მაგალითად, სპორტსმენი იღებს ჯილდოს შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის. იგი ჯილდოს სახით იღებს, 1) ხალხის სიყვარულს 2) ფულად ჯილდოს და ეს ორივე ემსახურება ღირსების გრძნობის ამაღლებას.
ასევე, წერილში მე ვსაუბრობ `ფსიქოლოგიურ ტრამვაზე, გარიყვაზე, ადამიანთა სტატუსზე` რაც არაფერია თუ არა, ღირსების ის შემადგენელი ნაწილი რასაც შენ ეძებდი და ვერ მიაგენი წერილში. ანუ, სიტყვა " ღირსება" რომ არ არის ნახსენები წერილსი , ეს მე მგონი არ ნიშნავს იმას, რომ ღირსებაზე საუბარი არ წარმართულა.
ოდნავ ცინიკური მიდგომაც დავინახე შენს 12-ე კომენტარში, როდესაც ნათქვამია, რომ
` ეგრეთწოდებულ პენსიაზე" ადამიანებს არ შესწევთ უნარი დარგონ ვაშლი-მსხალი-ატამი ბაღში. "
ვერ მივხვდი ამ წინადადების არსს. დიახ, ადამიანები რომლებიც ფისიქიკურად, თუ სულიერად, თუ ფიზიკურად არიან განსხვავებულები, შესაძლებელია მათ არ შესწევთ უნარი იმ საქმიანობის რაც შენ ჩამოთვალე. განა ამაში რამეა ახალი ანდა გასაკილი?
კარგი ბატონო, შენ აზრი ნამდვილად საინტერესო იყო და თუ გაქვს სურვილი დასვი კიდევ კითხვები და აქ არ ვარ? განა შორს მივდივარ :D
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
12. კომენტარი 11-ს 1, მე პირველკლასელი არ ვარ, მარტო სათაურებს , რომ ვკითხულობდე.. 2.მე არანაირი კითხვა არ დამისვამს, 3. სად გაგაქრა ბექა რამიშვილის თემა ვეტერანების შესახებ ? ეს კითხვა თქვენ არ დასვით? მე მოგწერეთ, სად შეგეძლოთ პასუხის მიღება., 4. ნაწარმოებში წერთ: "ჯილდო"-ზე, "ეგრეთწოდებულ პენსიაზე" ადამიანებს არ შესწევთ უნარი დარგონ ვაშლი-მსხალი-ატამი ბაღში.-ო ეს თქვენი დაწერილი არ არის? " ღირსება და მოქალაქეობრივი სიამაყე"ეს სიტყვები ნაწარმოებში არ გიწერიათ, კომენტარში , პირადად მე მწერთ, ისე კი ნაწარმოებს უფრო დაამშვენებდა და სათაურადაც გამოდგებოდა.. კომენტარი 11-ს 1, მე პირველკლასელი არ ვარ, მარტო სათაურებს , რომ ვკითხულობდე.. 2.მე არანაირი კითხვა არ დამისვამს, 3. სად გაგაქრა ბექა რამიშვილის თემა ვეტერანების შესახებ ? ეს კითხვა თქვენ არ დასვით? მე მოგწერეთ, სად შეგეძლოთ პასუხის მიღება., 4. ნაწარმოებში წერთ: "ჯილდო"-ზე, "ეგრეთწოდებულ პენსიაზე" ადამიანებს არ შესწევთ უნარი დარგონ ვაშლი-მსხალი-ატამი ბაღში.-ო ეს თქვენი დაწერილი არ არის? " ღირსება და მოქალაქეობრივი სიამაყე"ეს სიტყვები ნაწარმოებში არ გიწერიათ, კომენტარში , პირადად მე მწერთ, ისე კი ნაწარმოებს უფრო დაამშვენებდა და სათაურადაც გამოდგებოდა..
11. გამარჯობა მუხა,
თუ მარტო სათაური წაიკითხე, ბუნებრივია რომ გაგიჩნდა კითხვა რომელიც დასვი. ანუ, რა საჭიროა თემის გახსნა, როდესაც არსებობს "მოგვწერეთ" საშუალება ადმინისტრაციასთან ურთიერთობისთვის.
თუმცა, თუკი თვალი გადაავლე მაინც აღნიშნულ წერილს, იქ არის არა ის, რომ სად წავიდა თემა, არამედ 'რატომ გაქრა / წაიშალა თემა'.
იმ პერიოდში, ეს მოვლენა ძალიან აქტუალური იყო და შესაბამისი რეაქციაც დაფიქსირდა ჩემი მხრიდან, რაც ამ პროცესის მხარდაჭერა ერქვა.
პენსიების მოგვარება არ არის ამოსავალი წერტილი. არამედ, ღირსება და მოქალაქეობრივი სიამაყე. აი, რაში იყო საქმე. ღირსება და მოქალაქეობრივი სიამაყე.
მშვიდობიანი ღამე :)
პატივისცემით, განდი. არწივი. გამარჯობა მუხა,
თუ მარტო სათაური წაიკითხე, ბუნებრივია რომ გაგიჩნდა კითხვა რომელიც დასვი. ანუ, რა საჭიროა თემის გახსნა, როდესაც არსებობს "მოგვწერეთ" საშუალება ადმინისტრაციასთან ურთიერთობისთვის.
თუმცა, თუკი თვალი გადაავლე მაინც აღნიშნულ წერილს, იქ არის არა ის, რომ სად წავიდა თემა, არამედ `რატომ გაქრა / წაიშალა თემა`.
იმ პერიოდში, ეს მოვლენა ძალიან აქტუალური იყო და შესაბამისი რეაქციაც დაფიქსირდა ჩემი მხრიდან, რაც ამ პროცესის მხარდაჭერა ერქვა.
პენსიების მოგვარება არ არის ამოსავალი წერტილი. არამედ, ღირსება და მოქალაქეობრივი სიამაყე. აი, რაში იყო საქმე. ღირსება და მოქალაქეობრივი სიამაყე.
მშვიდობიანი ღამე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
10. სად გაქრა ბექა რამიშვილის თემა ვეტერანების საკითხზე?
ეს კითხვა უნდა მიგეწერათ" მოგვწერეთ"-ში, , ბევრჯერ მივმართე სხვადასხვა საკითხებზე " მოგვწერეთ" ს და არასოდეს უპასუხოდ ჩემი კიტხვა არ დაუტოვებიათ, არა მგონია თქვენი გამორჩათ, მე მგონი ეს ლიტერატურული საიტია, კი ბატონო ზოგად თემებს უნდა შეეხოს , პოეტი ,თუნდაც მწერალი, თუმცა ვეტერანების პენსიის საკითხის მოგვარების ადგილი ეს არ უნდა იყოს, ისე კი ხელების გულზე ბრახუნი, არაფრის მქნელია, სად გაქრა ბექა რამიშვილის თემა ვეტერანების საკითხზე?
ეს კითხვა უნდა მიგეწერათ" მოგვწერეთ"-ში, , ბევრჯერ მივმართე სხვადასხვა საკითხებზე " მოგვწერეთ" ს და არასოდეს უპასუხოდ ჩემი კიტხვა არ დაუტოვებიათ, არა მგონია თქვენი გამორჩათ, მე მგონი ეს ლიტერატურული საიტია, კი ბატონო ზოგად თემებს უნდა შეეხოს , პოეტი ,თუნდაც მწერალი, თუმცა ვეტერანების პენსიის საკითხის მოგვარების ადგილი ეს არ უნდა იყოს, ისე კი ხელების გულზე ბრახუნი, არაფრის მქნელია,
8. ეს არ წამიკითხავს,მარა თვითონ ბექა რამიშვილი სად გაქრა:D
პ.ს.არადა გუშინ ჩავიგუდეთ იყში:D
გაუმრს განდის!
მრავალს და მრავალს! ეს არ წამიკითხავს,მარა თვითონ ბექა რამიშვილი სად გაქრა:D
პ.ს.არადა გუშინ ჩავიგუდეთ იყში:D
გაუმრს განდის!
მრავალს და მრავალს!
7. ირინკა, პირადი წერილი მეც მომივიდა და საკმაოდ ორაზროვანი. ანუ, დავიბენი, რატომ უნდა შევიხედო იქ სადაც მეპატიჟებიან? იქნება სულაც არ მაინტერესებს რა ხდება იქ? მეორეც ის, ფორუმზე არ ვარ ხშირად და ამ თემის მოძებნა გამიჭირდა, რადგან მიუდგომელ ადგილას არის და საერთოდ, ბექას მიზანი იყო ადამიანებს სცოდნოდა აღნიშნული საკითხის შესახებ და კალთებს არავინ არავის აგლეჯავს. სიმართლე გითხრა, ბექას არც კი ვიცნობ ახლოს, არც შევხვედრილვარ, თუმცა მის მიერ წამოჭრილი საკითხი თუკი ჩემთან ახლო მოდის, რატომ არ უნდა ვთქვა ის რაც სათქმელია?
ნინო, წესების შესახებ არაერთი დისკუსია გამართულა. ჟადენმა დადო კიდევაც ჩონჩხი, არამარტო ჟადენმა არამედ, ბევრმა საიტელმა გამოთქვა საინტერესო მოსაზრებები და ეს მოხდა 1 ( ერთი) წლის წინ. შედეგი? ისევ ჭაობში ვართ წესებთან დაკავშირებით, ანუ ადგილის ტკეპნა გვიწევს. აქედან დასკვნა, წესების არსებობით არ იხიბლება ადმინისტრაცია.
ამიტომ, ბექას ნაწერის გამოქვეყნება არ ეწინააღმდეგება არანაირ წესებს, ამიტომ დასაბრუნებელია უკან, საიტზე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ირინკა, პირადი წერილი მეც მომივიდა და საკმაოდ ორაზროვანი. ანუ, დავიბენი, რატომ უნდა შევიხედო იქ სადაც მეპატიჟებიან? იქნება სულაც არ მაინტერესებს რა ხდება იქ? მეორეც ის, ფორუმზე არ ვარ ხშირად და ამ თემის მოძებნა გამიჭირდა, რადგან მიუდგომელ ადგილას არის და საერთოდ, ბექას მიზანი იყო ადამიანებს სცოდნოდა აღნიშნული საკითხის შესახებ და კალთებს არავინ არავის აგლეჯავს. სიმართლე გითხრა, ბექას არც კი ვიცნობ ახლოს, არც შევხვედრილვარ, თუმცა მის მიერ წამოჭრილი საკითხი თუკი ჩემთან ახლო მოდის, რატომ არ უნდა ვთქვა ის რაც სათქმელია?
ნინო, წესების შესახებ არაერთი დისკუსია გამართულა. ჟადენმა დადო კიდევაც ჩონჩხი, არამარტო ჟადენმა არამედ, ბევრმა საიტელმა გამოთქვა საინტერესო მოსაზრებები და ეს მოხდა 1 ( ერთი) წლის წინ. შედეგი? ისევ ჭაობში ვართ წესებთან დაკავშირებით, ანუ ადგილის ტკეპნა გვიწევს. აქედან დასკვნა, წესების არსებობით არ იხიბლება ადმინისტრაცია.
ამიტომ, ბექას ნაწერის გამოქვეყნება არ ეწინააღმდეგება არანაირ წესებს, ამიტომ დასაბრუნებელია უკან, საიტზე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
6. გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე თემაში:
ურაკპარაკის ფორუმი >>... და სხვა>>განცხადებები >> ყველას ვთხოვ წაიკითხოს ყურადღებით.
ამას ჯობდა ასე ქაეკითხა ხალხს, ყველაფრის ტვალსაწიერიდან მოშორება რომ გვიყვარს, მაგიტომ დავბრმავდით!!!! მეტი აღარადერი მაქვს სათქმელი ამ თემაქე აქ :) გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე თემაში:
ურაკპარაკის ფორუმი >>... და სხვა>>განცხადებები >> ყველას ვთხოვ წაიკითხოს ყურადღებით.
ამას ჯობდა ასე ქაეკითხა ხალხს, ყველაფრის ტვალსაწიერიდან მოშორება რომ გვიყვარს, მაგიტომ დავბრმავდით!!!! მეტი აღარადერი მაქვს სათქმელი ამ თემაქე აქ :)
5. წესები უნდა ჰქონდეს საიტს სადაც ეწეროს უნდა დანარჩენი......... წესები უნდა ჰქონდეს საიტს სადაც ეწეროს უნდა დანარჩენი.........
4. ასეთ ადმინისტრაციაზე ერთი ძალიან გონივრული სიტყვა მემეტება :) ეჰ ასეთ ადმინისტრაციაზე ერთი ძალიან გონივრული სიტყვა მემეტება :) ეჰ
3. მერე და როგორ გეთანხმები განდი... მერე და როგორ გეთანხმები განდი...
2. მადლობა ნინო რომ მიმანიშნე , ახლა ვნახე ეს თემა :)
თუმცა აქვე დავძენდი, არ იყო ეს თემა "გადასაგდები" განცხადებებში. მაშინ როდესაც, ურაკპარაკზე, მრავალი ეგრეთ წოდებული "ღადაობა" ტექსტები იდება, თემა სადაც იყო გამოთქმული ეს საკითხი არ იმსახურებდა ხელის კვრას.
დიმპიტაური - დამპიტაური კი ყოველთვის არ არის სასაცილო და ერთი თემა თუკი ლიტეტარული საიტის ადამინისტრაციის აზრით "აჭუჭყიანებს" გვერდს, მაშინ მე კატეგორიულად არ დავეთანხმებოდი მათ.
ისე, ადამინისტრაცია რა ოპერატიულად მოქმდებს ხანდახან :) ყოფილა შემთხვევები, არაერთი, როდესაც სანთლით საძებარი ყოფილან და დღეს უცებ აშთობენ თემას სადაც წერია ადამიანის, ბექა რამიშვილის აზრი და გულისტკივილი რეალურ და არსებულ საკითხებზე.
ახალი წელი არ უშლის ხელს რეალობას გავექცეთ; უფრო მეტიც, ეს რეალობა ჩვენს თავზე რომ ტრიალებდეს , შეიძლება ახალი წელი არც კი გაგვახსენდებოდა,, სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი - არ მომწონს მე,,
პატივისცემით, განდი. არწივი.
მადლობა ნინო რომ მიმანიშნე , ახლა ვნახე ეს თემა :)

1. განცხადებებში თემა, და სხვაში... განცხადებებში თემა, და სხვაში...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|