ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მწვანეთვალება
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2008


XXX

პირველი კოცნა - ათრთოლებულ ბაგეთა ხიბლი,
მიჯნური - სატრფოს შეხვედრამდე წამებს რომ ითვლის,
უცნაურ გრძნობას, მთვარის შუქს და ვარსკვლავთა ციალს,
ამ ყველაფერს ერთად - ''სიყვარული'' ჰქვია.

ამ გრძნობასთან გაყრა
თუმცა არვის არ სურს,
ყველაფერი ბოლოს
ჩაბარდება წარსულს.


ავიწყდებათ უცებ ის პირველი კოცნა,
ყველა ლამაზ სახლს და სქელ ჯიბეებს ლოცავს.
გაურბიან შიშით სიღარიბის ღიმილს,
ეძლევიან სულში ანგარების ყივილს.

და გაქრება უცებ ცად ვარსკვლავთა კვალი,
დაბნელდება ღამე და გაქრება ალი,
გაგრძელდება მარად, საუკუნედ წამი,
სამიჯნურო ბარათს გაიტაცებს ქარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები