ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: პროზა
4 იანვარი, 2011


აჩრდილების ღამე(ანუ გზა ღმერთამდე)

ბერგმანს აჩრდილების ძალიან ეშინოდა,თუმცა მაინც უნდოდა მათი დანახვა,მთელი ღამე დაბოდიალობდა ქალაქის ნაძრახ ადგილებში."ღმერთი არ არის,ღმერთი არ არსებობს," იძახოდა ტომას ბერგმანი,გაქანებული ათეისტი. ერთ დღესაც გაიგო, შოტლანდიაში მალკოლმების ძველ სასახლეში აჩრდილი ნახესო,არც დაფიქრებულა ისე ჩაჯდა ედინბურგის მატარებელში და  გავარდა შოტლანდიისკენ.ერთი დღე ედინბურგში იხეტიალა და მეორე დღეს გაუდგა მალკოლმების საგვარეულო სასახლეებისაკენ მიმავალ გზას.  _გამიმართლა გაიფიქრა ჩამონგრეული,ჩაბნელებული და გავერანებული სასახლეების და კოშკების დანახვაზე.მოუთმენლად მოელოდა დაღამებას. მანამდე კარვისთვის ადგილი შეარჩია და ვახშმის თადარიგს შეუდგა.უცებ გაზქურასთან მოფუსფუსე ბერგმანს რაღაც ძალამ კოშკისკენ მიახედა,მოეჩვენა რომ ქონგურებზე ქალი დადიოდა. ჯანდაბა  ჩაიბურტყუნა და ისევ უკან მობრუნდა,დაახლოებით ერთ წუთში ისევ აიძულა თავისი თავი უკან მიეხედა.ქონგურზე ისევ იდგა თმაგაშლილი ქალი და თითქოს ბერგმანს დასცინოდა.ბერგმანმა სასწრაფოდ გადაისახა პირჯვარი და კოცონი დაანთო,ახლა უკვე ვერავინ აიძულებდა სასახლეში შესვლას.ბერგმანმა გამოსავალს დაუწყო ძებნა,უნებურად პირჯვარი გადაიწერა და სახელდახელოდ თავისივე მოფიქრებულ ლოცვას ბუტბუტებდა.ცოტა დამშვიდდა,არ შეგეშინდეს,არ შეგეშინდეს ეუბნებოდა თავის თავს.უცებ მინდვრიდან ნაბიჯების ხმა მოისმა,ვიღაცა მსუბუქად მოაბიჯებდა. ბერგმანს ოფლმა დაასხა და ფიჩხი კიდევ დააყარა კოცონს,ალი უცებ ავარდა და შორს გაანათა,ძლივს გაარჩია რომ ვღაც შავებში ჩაცმული კაცი მოაბიჯებდა მისკენ._ რომელი ხარ?_აკანკალებული ხმით გასძახა ბერგმანმა._არ შეგეშინდეს ლონდონელო გერმანელო,მეგობარი ვარ!_უპასუხა ხმამ.ღმერთო ისიც კი იცის რომ პაპაჩემი გერმანელი იყო გაიფიქრა ბერგმანმა,აი რასაც ვეძებდი,ვიპოვე კიდეც,გამოცხადებული აჩრდილია,ჯანდაბა ჩემს თავს,ამაღამ გადავრჩე და უინძორის სასახლესაც არ გავეკარები.გაუელვა თავში.ამასობაში კაცმა მოაღწია ბერგმანამდე,ხელი მაგრად ჩამოართვა და კოცონთან დაუკითხავად ჩამოჯდა.
_აბა როგორაა საქმე აჩრდილებზე მონადირევ?_მიმართა ბერგმანს, ბერგმანს რაღაც ხიხინის ხმა აღმოხდა.უცნობს გაეცინა_არ შეგეშინდეს,მეტი საქმე არა მაქვს აჩრდილი ვიყო,მე უბრალოდ შენსავით მაინტერესებს დიდი ხანია აჩრდილები,შენს შესახებ კი სასტუმროს მეპატრონისკენ გავიგე,და ვინაიდან მეც ვიცოდი აქაური აჩრდილების ამბავი ვარჩიე მარტო ყოფნას ვინმე პატიოსანი ადამიანის საზოგადოებაში ვყოფილიყავი,მაგრამ შენ ჩამოგისწრია._ბერგმანს გულზე მოეშვა და გაეღიმა._ძალიან კარგი!_უპასუხა უცნობს_მარტო ყოფნა საშინელებაა,აქ მითუმეტეს. თქვენი სახელი?
_მეტიუ მალკლაისტერი!_მიუგო უცნობმა და ისევ გაუღიმა. საშუალო სიმაღლის კაცი იყო,სუფთად გაპარსული და შავ ტანსაცმელში,უბრალოდ თვალები,ძალიან შავი თვალები უბრწყინავდა სხვანაირად და ლაპარაკისას თავს ხრიდა.
_როგორაა ჩვენი მეგობარი აჩრდილების საქმე?_კითხა ბერგმანს.
_ნახევარი საათის წინ ქონგურაზე,სამხრეთით ერთი ქალი იდგა და თითქოს ჩემსკენ იყურებოდა,როგორც მივხვდი იცინოდა კიდეც!_ამ სიტყვებთან ერთად თან ყავას ასხამდა.
_ჰალუცინაციაა!_მიუგო მეტიუმ გაბზარული ხმით. ბერგმანმა გაოცებით გახედა,მეტიუ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა"ჯანდაბას, აჩრდილია ესეც" გაიფიქრა ბერგმანმა."მატყუებს" და ისევ შიშმა აიტანა._ჰალუცინაცია!_გაიმეორა ისევ მეტიუმ_შენ ათეისტი ხარ, ხომ?_შეეითხა ბერგმანს,ბერგმანმა თავი ძლივს დაუქნია_რატომ კლავ შენში ღმერთს_ დაიღრიალა მეტიუმ_რა გინდა ამ იდიოტობისგან? რას გამოელი ნეტავივიცოდე. ათეისტი_ჩაიბურტყუნა მან_ათეისტი კი არა მოცლილი სულელი ხარ.ვერ ხვდები რომ შენ არეული ხარ,გზას აცდენილი. ოდესმე გიფიქრია ღმერთზე? თუმცა როცა გეშინია მაშინვე საშველად იხმობ.ასე არ მოქეცი ამ ერთი საათის წინ?იფიქრე ტომას ბერგმან. ღმერთზე იფიქრე,აჩრდილები არ არსებობენ,თუ გინდა დილამდე ვიხეტიალოთ ამ სასახლის კედლებში თუ იპოვე ერთი აჩრდილი მაინც და რომც იპოვო რას მოგიტანს ვიღაცის ცოდვილი სულის ნახვა?არაფერსაც არ მოგიტანს,თუ შიშისგან იქვე არ მოკვდი. მერე საყოყოჩოდ გინდა სულ ეგაა. ნახვამდის ცოდვილო სულო,მე ჩემი გითხარი._ბერგმანმა რომელიც თავჩაქინდრული იჯდა ძლივს ასწია თავი და მიმოიხედა,მეტიუ მალკლაისტერის ალი-კვალიც კი არ ჩანდა.ისე გამქრალიყო თითქოს არც ყოფილიყო ვინმე.ბერგმანი სწრაფად წამოხტა _მისი ბოლო სიტყვებიდან ოც მეტრსაც ვერ გაივლიდა კაცი და ასე სწრაფად სად გაქრა? გაუელვა თავში,თუმცა უვე მშვიდად იყო და არაფრის შიშიც არა ჰქონდა. კარავი დაშალა, ზურგზე მოიკიდა ყველაფერი და ქვევით დაეშვა.
სასტუმროში მისულმა სასტუმროს მეპატრონემ ბერგმანის დაჟინებულკითხვებზე იყო თუ არა აქ ვინმე და მის შესახებ კითხა რამე თუ არა, თავი გაიქნია და გაოცებულმა შეხედა,ამ საწყალმა ხომ არ გაუბერაო და საჩქაროდ გაშორდა.
ბერგმანს გაეღიმა,აწი უვე იცოდა მისი ცხოვრების გზა.
_ყველა გზა ღმერთამდე მიდის_ ჩაილაპარაკა და ნელი ნაბიჯით გავიდა სასტუმროდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები