ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2011


არეული ლექსი

ხელები კეფაზე დაიდე,
გადებენ ბორკილებს,
გულისცემა შენ გიჩვენებს წუთში ას დარტყმას,
თავი კი ხელში აიყვანე,
მინიმუმ მოკიდე,
თუ შენი შავი თმა დაფარა ნერვმა და ასაკმა.

ინგალიატორით სუნთქავ და იფერებ მიკრობებს,
არ ტეხავ არაფრით საკუთარ (უაზრო) იხტიბარს,
ვერ ვიტან ვარდისფერ ტუჩებს,
რომ წითელით იქრობენ.
ვერ ვიტან,
როდესაც იკვნიტავ ტუჩებს და გიხდება.

ასეა,
მზე ჩადის,
ამოდის მთვარე... და პირიქით...
შენც ასე იცვლები,
ანუ მეც იგივე ნაირად,
ჰაერში დავფრინავ, 
ბავშვების ნაწვალებ ფირივით,
და ვსუნთქავ ყოველთვის უშენოდ,
მოწამლულ აირით.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები