 | ავტორი: პატარა_გოგონა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 იანვარი, 2011 |
რომ შემეძლოს საკუთარი ცხოვრების თავდაყირა დაყენება, ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი, ისე ვიზამდი ამას. ჩვენ ყოველთვის ვუსმენთ გულს კარგად, ყურადღებით და ვაკეთებთ პირიქით. სინამდვილეში არასდროს შეგვწევს ძალა ნამდვილ გრძნობას გავყვეთ, იმიტომ რომ გვეშინია, ან უბრალოდ გვგონია რომ არ ვართ მზად. მაგრამ გვავიწყდება, რომ როგორც არ უნდა გვინდოდეს ამის უარყოფა, ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ჩვენი ასაწყობია და სხვა არავინ უყრის საფუძველს მას. სხვები უბრალოდ გვეხმარებიან ფერების არჩევაში, ფორმის მიცემაში, მაგრამ მთავარი ჩვენზეა. იქნებ სწორედ ამიტომ ვერ ვბედავთ. შიში, ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა ლოგიკურიცაა იქნებ. ჩვენ ხომ იმდენი იმედგაცრუება ვნახეთ. მერე შეგვეშინდა, რომ ყველაფერი ჩვენ დაგვბრალდებოდა და სიყვარული დავადანაშაულეთ. გრძნობა, რომელიც ოდესღაც ლამაზად ფეთქავდა და ჩქეფდა, სიცოცხლეს გვილამაზებდა, უბრალოდ ჩავკალით და ერთადერთი კითხვაღა დაგვრჩა. -რატომ ვართ საშინლად? პასუხს ქვეყნიერების ყველა კუთხე-კუნჭულში ვეძებთ საკუთარი გულის გარდა. იმიტომ რომ იქ ჩახედვის ყველაზე მეტად გვეშინია. ჩვენ ხომ არ ვიცით რა დაგვხდება. გასისხლიანებული წარსული, მშვენიერი ოცნება თუ არაფერი, სიცარიელე. უნდა ვაღიარო რომ ეს უკანასკნელი ყველაზე უფრო საშინელია. იცი, მე ზუსტად ვიცი, რატომ ვარ ცუდად, მაგრამ ყველაფრის გამოსწორებისთვის ძალა არ მეყოფა, იმავე შეცდომას დავუშვებ, ვერც ახლა გავბედავ დიდ სიყვარულს გავყვე. ვიცი, რომ უფრო ძლიერი გგონივარ, მაგრამ მე უბრალოდ არ შემიძლია, მარტოს არ შემიძლია. უშენოდ... ზოგჯერ ზედმეტად გვიანია ბოდიშის მოხდა და მე დამაგვიანდა. გთხოვ ეს მაინც მაპატიე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. პატარა გოგონავ! ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ის განცდა, რაზც წერ, ნაწერიც მისაღები. იყო დრო, როცა ანალოგიურად ვფიქრობდი, მაგრამ უბრალოდ გეტყვი: არ შეგეშინდეს შეაბიჯო ერთ დიდ და უკაცრიელ სამყაროში, სადაც სიყვარული არის მხოლოდ ერთადერთი და მარადიული რეალობა." წარმატებები! :) პატარა გოგონავ! ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ის განცდა, რაზც წერ, ნაწერიც მისაღები. იყო დრო, როცა ანალოგიურად ვფიქრობდი, მაგრამ უბრალოდ გეტყვი: არ შეგეშინდეს შეაბიჯო ერთ დიდ და უკაცრიელ სამყაროში, სადაც სიყვარული არის მხოლოდ ერთადერთი და მარადიული რეალობა." წარმატებები! :)
2. ღია ნაწერია. და რაღაცეებში გეთანხმები კიდეც. მაგრამ შენ თავს ნუ ჩააგონებ, რომ ძალა არ გეყოფა. სისულელეა. მონდომებაზეა, თორე როდის იყო ყველაფერს საპირისპირო სქესზე დამოკიდებით ვაკეთებდით. ღია ნაწერია. და რაღაცეებში გეთანხმები კიდეც. მაგრამ შენ თავს ნუ ჩააგონებ, რომ ძალა არ გეყოფა. სისულელეა. მონდომებაზეა, თორე როდის იყო ყველაფერს საპირისპირო სქესზე დამოკიდებით ვაკეთებდით.
1. არასდროს შეგვწევს ძალა ნამდვილ გრძნობას გავყვეთ, იმიტომ რომ გვეშინია, ან უბრალოდ გვგონია რომ არ ვართ მზად
ვერ დაგეთანხმებით:) არასდროს შეგვწევს ძალა ნამდვილ გრძნობას გავყვეთ, იმიტომ რომ გვეშინია, ან უბრალოდ გვგონია რომ არ ვართ მზად
ვერ დაგეთანხმებით:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|