ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა.ორდენიძე
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2011


სიყვარული არის ქვეყნად, სულ ყველაფრის სათავე.

სიყვარულით იქმნებოდა ქვეყნად თურმე ყოველი,
სიყვარულით ააშენეს მცხეთის სვეტიცხოველი,
სიყვარულით ქმნიდა ტილოს პიკასო და გოია,
სიყვარული ის არ იყო, ახლა ზოგს რომ ჰგონია.

სიყვარულმა ავთანდილი სად არ შემოატარა,
სიყვარულმა შეგვინახა საქართველო პატარა,
სიყვარულმა ვაჟას ჩხუბში ხელი მოაქნევინა,
სიყვარულმა გალაკტიონს თავი მოაკვლევინა.

სიყვარულით ლეონარდო დიდ შედევრებს ხატავდა,
სიყვარულით შვილებს დედა, ომში საგზალს ატანდა,
სიყვარულით იქმნებოდა დაკიდული ბაღები,
საყვარულმა ააშენა ტაჯმაჰალის თაღები.

სიყვარულზე ლექსებს წერდა ქვეყნად ბევრი მგოსანი,
სიყვარულმა შეაუღლა თამარი და სოსლანი,
სიყვარულით იქმნებოდა ვენერა და ჯოკონდა,
სიყვარულით ასმათს წყალი ტარიელთან მოჰქონდა.

სიყვარულის ჯერ ვერავინ ვერ მოთოკა სადავე,
სიყვარული არის ქვეყნად, სულ ყველაფრის სათავე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები