ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2011


ამ ქალაქში

ამ ქალაქში აღარ მოაქვთ ჩიტებს ამბები,
აქ დარჩნენ  მხოლოდ
ეკლესიის ეზოებში მოზასავე ყალბი წყვილები,
ცელოფნის პარკებ შემოხვეული ნაძვის ხეები,
უნიჭო პოეტებიც- ადვილია
ერთ ხაზზე წერა.
რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენც აქ დავრჩით.
ვერ მოვასწარით გადაკარგვა, სადმე გაქცევა
ალბათ ამიტომ ჩვენც აქ დავრჩით,
ამ ბნელ ქალაქში.
სადაც ორივეს გვეყინება
ხელის თითები,
სადაც მე გათბობ ანდა პირიქით
და სადაც თოვლი გულისხმობს თოვლჭყაპს.
და სახლი-ოთახს.
და  ქალაქში სადაც აღარ მოაქვთ ჩიტებს ამბები
სადაც გაიხადეს ბევრჯერ ნაცვამი სიყვარული
და დააგდეს ქუჩის კუთხეში,
სადაც პოზაა ყველაფერი და ყველა სიტყვა
უკვე ნათქვამი.
ამ ქალაქში,
როცა ცივა და გეყინება ხელის  თითები.
მაშინ მინდა - ვიდგე შენს გვერდით,
და ყოველთვის შენს შეკითხაზე : სად ხარ ?წახვედი?
გპასუხობდე ხოლმე ღიმილით -აქა ვარ, შენთან
და თუ გინდა ქალაქიდან  ერთად გავიდეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები