ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2011


ბილიკი...(ჩემს შინაგან ხმას)

ჩვენ ახლა ისევ ცოდვილები ვართ,
და ისევ გვდევნის ბრმა ხალხის მასა.
გარშემორტყმული დემონებით და
(ვთქვათ)პირობებით ცოდვების მსგავსად.

ჩვენ  სიცივისთვის გაგვწირა ბედმა,
ხალხი ყინვაში გვიხურავს კარებს,
შევთხოვთ ცოდვები შეგვინდოს ღმერთმა,
იქნებ გადავრჩეთ ყინვიან ღამეს.

ჩვენ ისეთივე პატარები ვართ,
როგორიც გულში გვიდევს იმედი.
და მაინც ისე ამტანები ვართ,
რომ ამ ბილიკით ღმერთთან მივედით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები