ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2011


ღამე

“ღამის სიმშვიდე უღიმის მუზას”,
აქვე მთვარეა, რომ მოიბუზა.
ჩვენი სიშორე არის მირაჟი,
მორცხვი ქალივით დგას გარიჟრაჟი.

ღამე თავს უხრის სინათლეს დღისას,
დაემონება სიშფოთეს მისას.
მოგეფერები ღამით გადაღლილს,
შენი ალერსი სულაც არ დამღლის.

პაემანი აქვს ბნელსა და ნათელს,
ჩემი ფიქრები ღამეებს ათევს.
წუხელ გინატრე, გინატრებ ხვალე,
შენც მოგენატრო, ეს დაგავალე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები