ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეულალია_ბალმონტი
ჟანრი: პროზა
2 მარტი, 2011


კლარა

,,,სიყვარულით შექმნილი ორი ადამიანის საერთო ქონება თანაბარია და მოვალეობასთან ერთად სამართლიანობასაც ემყარება"
Porca miseria!..ბენჯამენ,მე უფრო მეტი ფული მაქვს,ვიდრე შენ და ახლა თავშეუწუხებლად ვიტოვებ ზედმეტ თანხას ჩემთვის,რამეთუ ყავლი გაუვიდა სამართლიანობას და მოვალეობისკენ მიდრეკილი გონება კიდევ,შენ არ გაქვს.

ცალი ჩექმით მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი იჯდა. წმინდა გრაალის ადგილმდებარეობასაც მალე გაიგებდა, რომის ბოთლი რომ არ აეცლიათ, რომელსაც საგულდაგულოდ უმალავდნენ სასმელების მინებიან კარადაში- ყველამ იცოდა: ნივთებს არასოდეს ეძებდა თავის ადგილას, ამიტომაც ბენჯამენს ტამპლიერების შთამომავალივით მოქცევა ხშირად უწევდა, როდესაც კლარა მოახერხებდა და შინაური მეთოდებით ბარძიმის ზუსტ კოორდინატებს გამოთვლიდა.

-ოოჰ,მონ'სენიორ,ამ ყველაფრის მერე შენს სიღარიბეს მხოლოდ სიყვარული თუ გამოისყიდის,სანამ მე მოვალ,ან მკაფიოდ და მიუკიბ-მოუკიბავად დამიმტკიცე საპირისპირო,ხომ იცი,ვერ ვეგუები სოფიზმებს,ან ხელს ნუ შემიშლი საკუთარი სრულყოფილების შეგრძნებაში.

რა თქმა უნდა ბენჯამენს თავში აზრადაც არ ჰქონია  სრულყოფის პროცესში ჩარეულიყო,მითუმეტეს არსს ვერ მიმხვდარიყო, და შესაბამისად საპირისპიროსაც უკუღმა ამტკიცებდა, თანაც შიგადაშიგ დამნაშავე თუთიყუშივით იმეორებდა „მთავარი ხომ, მაინც სულ სხვა რამეაო“. კლარამ ღიმილი ვეღარ შეიკავა და წასვლისას დაუბარა: ,,მე მოვალ ალბათ!..შენ კი, ბავშვებს ჭიშკარზე ბურთი თუ გადმოუვარდათ, ეცადე არ დაუჭრა"

ტექსტი ისეთი ძლიერი ხერხემალით და გაუხუნარი მორალით იყო სავსე,სადმე,ღმერთი ახლო-მახლო რომ ყოფილიყო, ციურ მანანას გადააფრქვევდა დანამდვილებით,გრძელ და გაპუწკულ თმაზე.თან ისე გაიღიმა, გეგონება ტუჩის კიდეებიდან შავი ხვრელის მიზიდულობის ძალამ გადაქაჩაო.სიღარიბის სიყვარულით გამოსყიდვის იდეამაც ისე გაიტაცა,ვერც მიხვდა, როგორ აღმოჩნდა ტაქსიში და გზაში ლოყაზე ჩამოკუთხულ ბაკებიან ტასქისტსაც კი გაესაუბრა:რომ ახლანდელ დროში ყველამ იცის შექსპირის ჭკუისკოლოფობა და რაკი ტელევიზორი აქვს,შეუძლია კინოში არ იაროს,არ წაიკითხოს,ან თუკი მოისურვებს,ნებისმიერ კომპოზიტორს შეუძლია მოსთხოვოს თავისი ტაქსის ნათურაზე სიმღერის დაწერა.მთავარი ამ ყველაფერში ,,საბოძვარის ტრფიალებაა" მაინც. და სულაც არაა საჭირო გრძნობები მუცელთან თუ არ გეწყება.
ერთბაშად ამდენი ფილოსიფიის გადმოფრქვევამ ვერ უშველა ტაქსის მძღოლს, გასაკვირია და, წარმოდგენა არ ჰქონდა ცხოვრების მუცლის ძებნა სად შეიძლებოდა, მითუმეტეს, მუცელში მცხოვრები შეგრძნებებიდან მხოლოდამხოლოდ შიმშილს აღიარებდა და იმჟამად არ აწუხებდა.
ამიტომაც ,,სად მიგიყვანოთო,სენიორა"მხოლოდ ამ კითხვამ შეაწუხა.უკვე ,,ტიტე ლივიას"ქუჩაზე იყვნენ,ეს ქუჩა სიგრძესთან შედარებით,ყოველთვის გაზვიადებულად გადაჭიმული ეჩვენებოდა კლარას.ფეხით გავლა გადაწყვიტა. აქ ყველა იცნობდა მასაც და ბავშვობიდან ფრჩხილების კვნეტის ჩვევასავით თანდაყოლილ გეოგრაფიულ კაცსაც, რომელსაც გული და ხელი უთხოვია კლარასთვის ერთ დროს:

-კლარა, თქვენი უარი დარტყმა იქნება მახვილის, თქვენს ხელშია ჩემი გული და კისერი!
-მონ’ სენიორ, არასწორი ბრძანდებით!..მე თავად ვარ მახვილი და მთავარ მარცვალს ვეცემი, ხანდახან კი მნიშვნელობასაც ვუცვლი სიტყვას.
-იცით?მე უნაყოფო მცდელობით გულგატეხილმა, გადავწვიტე გავცლოდი ხალხს,უკაცურ კუნძულსაც კი ვეძებდი...
-ასეთი კუნძულები აღარ არსებობს.თქვენ ახლა ცდილობთ მე შემაფაროთ თავი,ამიტომაცაა ქალი ბოროტმოქმედის ჯილდოა და არა მეომრის.
-თქვენი სიყვარული გარანტია ჩემთვის,რომ არასოდეს გადავეჩვევი საკუთარი თავის სიყვარულს.
-ჰო,დამნაშავეებს უპირატესად ქალის საწოლში პოულობენ ხოლმე.

კლარა ქუჩას ნელა მიუყვებოდა,ბავშვობიდან იცოდა: არაგეოგრაფიული მამაკაცი ვერ შეუყვარდებოდა, ვერც უისტორიო კაცთან დაწვებოდა,მითუმეტეს,თავისზე სულელთან, საბოლოო ჯამში კი,ხელმოცარული ოცნებებითა და ბენჯამენზე უფრო მძიმე ქისის ათწლიანი გამოცდილებით,წმინდა გრაალისაკენ მიმავალ გზას ძირითადად საწოლში ასრულებდა,(ყველა დამნაშავის ჯიბრზე).უბრალოდ,ცალ ჩექმას ჰკარგავდა ხოლმე პერიოდულად, და მაინც სჯეროდა რომ „მთავარი სულ სხვა რამ" იყო.

მძიმედ სუნთქავდა კლარა,,,სუნთქვას ხომ ყველაზე უპოვარნიც ახერხებენო" ფიქრობდა.
ეზოს ცნობილი,სიყვარულისაგან გაგიჟებული, ქალი მარიანა ქუჩის მეორე მხრიდან უყვიროდა:,,ეჰე, კლარა, შენ მართლა ერთი დამნაშავე გყავდა?!"თან ნამათხოვრალ ხურდებს სათითაოდ ურიგებდა მაწანწალა ბავშვებს სიდიდის მიხედვით:,,ტომას, რამხელა მუცელი გაქვს, გაგისკდეს თავი! აჰა, შენ 5 პენიანი გეყოფა!, პაბლო, შე გამწლიკულო, გაწიე ეგ ტილიანი თავი და გამომართვი 20 პენი, შეჭამე რამე“ , თან გრძელ და ზორბა ხელებს ნიჩბებივით იქნევდა.

უნებურად გაახსენდა კლარას,რომ სწორედ წინა კვირას დამარხეს მარიანა. მერე ჯიბიდან ხურდები ამოიღო, ცალ ჩექმას დახედა, მეორეც გაიხადა. დიდხანს იდგა ასე.მერე მთელი ხმით დაიყვირა : ,,ჰეი, ფინ! შე ხისთავიანო, ჰო, ჰო, შენ, გამოწიე ეგ მოთხუპნული ხელი და გამომართვი 50 პენი, ქუჩის ბოლოს ბურთები იყიდება, დაგიმტვრებია აწი თავ-პირიც!“
ბავშვს ხელში ფული ჩაუტენა და ,,ტიტე ლივიას" ქუჩის, რომელიც სიგრძესთან შედარებით  ყოველთვის გაზვიადებულად გადაჭიმული ეჩვენებოდა, ფეხშიშველმა გავლა გადაწყვიტა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები