 | ავტორი: კუშკი ჟანრი: პროზა 5 მარტი, 2011 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ბედნიერი ხარ? რამდენჯერ გამიგია, ამ შეკითხვას რომ უსვამენ ახალ გათხოვილ გოგონებს და ყოველთვის საკუთარ თავს ვეკითხები ხოლმე, საიდან უნდა მიხვდეს პატარძალი, ბედნიერია თუ არა, თუკი მხოლოდ რამდენიმე საათი, ან დღეა, რაც მავანს ანდო თავის ბედი. ხომ ბედნიერი ხარ? ხშირად უკითხავთ ახალშობილის დედისთვის და ისევ ღრმა ფიქრი მიტაცებს ხოლმე, ნუთუ შეუძლია ქალს, რომელმაც ჯოჯოხეთური წამება გამოიარა ამ არსების გასაჩენად, ასე უცებ იყოს ბედნიერი. აბა ბედნიერად! ყური მომიკრავს დამშვიდობებისას და გამკვირვებია, იქნებ, სად მიდის ეს ადამიანი და იქნებ, სულაც არ იყოს მისთვის ეს ბედნიერება მეთქი. ან კი, რა არის ბედნიერების საზომი? რომ ცხოვრობ კაცთან, რომელიც გიყვარს, ან გგონია რომ გიყვარს? აჩენ შვილს, რომელიც ვინ იცის, იქნებ საშინელი სენით ავადდება, ან ვიღაც თავზე ხელაღებული კლავს ქუჩაში, ან ნარკოტიკს ეძალება და ვეღარაფერი შველის? მაშინ ხომ გაცილებით უბედური იქნები, ვიდრე, როცა საერთოდ არ გყავს შვილი? რით იზომება ბედნიერება? რა არის ბედნიერება? ან, ვინ არის ბედნიერი? ძნელი სათქმელია. საერთოდ ცხოვრებაში უბედური ადამიანი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ბედნიერი. ალბათ იმიტომ, რომ ბედნიერებისთვის ბევრი ბრძოლაა საჭირო, უბედურებისთვის კი ფრჩხილის ოდენიც საკმარისია. ჩემს აღქმაში, ბედნიერებას, სადღაც გულსა და კუჭს შორის რომ სივრცეა, იქ უდევს ბინა. მერე, სისხლში გადადის და მთელ სხეულს გიწამლავს. გრძონობ რაღაც აღმაფრენას, უყურებ საგნებს და ვერ ხედავ. სისხლი საფეთქლებზე გაწვება, თავბრუს გხვევს და აღარ გაინტერესებს არაფერი. როცა უბედური ხარ, სადღაც გულსა და კუჭს შორის იწყება, სისხლში გადადის და მთელ სხეულს გიწამლავს.უყურებ საგნებს და ვერ ხედავ, სისხლი საფეთქლებზე გაწვება, თავბრუს გხვევს და აღარ გაინტერესებს არაფერი, ოღონდ, ამჯერად აღმაფრენის გარეშე. რა განსხვავებაა მაშ ბედნიერებასა და უბედურებას შორის? ბედნიერი მუდამ იცინის, მღერის, მხიარულობს? ვიცნობ უამრავ ადამიანს, ვინც, როცა ამ ყველაფერს სჩადის სწორედ მაშინაა ყველაზე უბედური. ეს კითხვა, მუდამ პასუხგაუცემელია ჩემს აღქმაში და გულწრფელად მიკვირს მათი, ვისაც კონკრეტულად შეუძლიათ დაასახელონ, ბედნიერების გამომწვევი მიზეზები. დავუშვათ, შვილს აჩენ და მეორე შვილი ამ დროს გიკვდება. ბედნიერი უფრო ხარ, თუ უბედური? ვთქვათ, სახლი დაგეწვა და ამ დროს ქუჩაში მილიონი იპოვნე, ბედნიერი უფრო ხარ თუ უბედური? იქნებ, იმ დამწვარ სახლთან ერთად, უამრავი მოგონება დაიწვა. წინაპრების ფოტოები, პირადი წერილები, შენი ბიბილიოთეკა, ბავშვობის სათამაშოები, შენი შვილის პირველი მოჭრილი თმა და ფრჩხილები, ის, რასაც ვერასოდეს დაიბრუნებ უკან, როგორი ახალი ცხოვრებაც არ უნდა დაიწყო. ვთქვათ, კარგავ საყვარელ ადამიანს და ამ დროს იგებ, რომ შენი საკუნვარი ოცნება ახდა. ბედნიერი უფრო ხარ, თუ უბედური? ჭიქა ნახევრად ცარიელია, თუ ნახევრად სავსე? მე ასე ვიტყოდი: გააჩნია, ჭიქაში რა ასხია და გააჩნია, რამდენად გჭირდება ის რაც ბედნიერების ჭურჭელშია, ანუ ის, რასაც გთავაზობს ცხოვრება. ბედნიერებაც და უბედურებაც ლატარიასავითაა, ან ერთს მოიგებ ან მეორეს. პრიზებს, თვითონ ცხოვრება ადგენს და შენზე, მხოლოდ ისაა დამოკიდებული, გჭირდება ეს პრიზი თუ არა, მაგრამ უარყოფა არ შეგიძლია. ერთი სასაცილო გამოთქმა არსებობს: ,,ქალური ბედნიერება” და ყოველთვის გულიანად მეცინება. თუ ემილ ზოლას ვენდობით, ქალთა ბედნიერება, მხოლოდ მატერიალურ საგნებშია, ან სოფლიდან ჩამოსული დენიზას, ზღაპრულ პრინცთან ცხოვრებაში. კონკიასთვის, ბროლის ქოშში, დედინაცვლისგან შორს წასვლასა და უფლისწულთან ყოფნაში. ჟანა დ’არკისთვის, საფრანგეთის თავისუფლებაში. ცვეტაევასთვის, ჭერში დამაგრებულ კაუჭზე, ჩამოკიდებულ თოკში და განა ეს ქალები ბედნიერები იყვნენ? ჩვენ ზღაპრების ბოლოს, ყოველთვის ერთსა და იმავეს ვკითხულობთ, ,,ჭირი იქა, ლხინი აქა...” ან ,,ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად” და მათი ბედნიერება ქორწინებით მთავრდება. კი, მაგრამ, იდეაში ხომ ქორწილით უნდა იწყებოდეს, ახალი ბედნიერებისკენ სავალი გზები? ზღაპრებში კი, სწორედ აქ მთავრდება გმირების სიცოცხლე და ჩვენ, არასოდეს ვიცით, რა შეემთხვათ მერ. იყვნენ კი ისინი, მართლა ბედნიერები? თვითონ ღმერთიც, რას გრძნობდა, როცა მისი ძე იბადებოდა დეკემბრის ღამეში? ხომ იცოდა, რომ 33 წლის შემდეგ, მას დაუნახავი ადამიანები ჯვარს აცვამდნენ და წამებით ამოხდიდნენ სულს. ან მაშინ რას გრძნობდა, როცა ჯვარზე გაკრული ეკითხებოდა ,,ელოი, ლამა საბატანი?” ,,უფალო, რისთვის დამიტევებ?” ხომ იცოდა, რომ სამ დღეში მკვდრეთით აღსდგებოდა და სიკვდილით სიკვდილს დათრგუნავდა. მაშ, რატომ იტირა საშინელი მიწისძვრით, ქარიშხლით, რატომ გახია კრეტსაბმელი შუაზე? ვინ იცის სინამდვილეში რა არის ბედნიერება? განა ვინმე ხელით შეხებია? ,,მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი, თუ არა ოდენ, საწყაული აღუვსებელი? ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს, და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს? ’’
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ღმერთმა შეგინდოთ... ღმერთმა შეგინდოთ...
11. :) მეც მომიტევეთ :) მეც მომიტევეთ
10. ხომ ბედნიერი ხარ? ხშირად უკითხავთ ახალშობილის დედისთვის და ისევ ღრმა ფიქრი მიტაცებს ხოლმე, ნუთუ შეუძლია ქალს, რომელმაც ჯოჯოხეთური წამება გამოიარა ამ არსების გასაჩენად, ასე უცებ იყოს ბედნიერი.- მე კი მგონია, რომ სწორედ წვალებით მიღებული შედეგია ბედნიერება :) როცა რაღაცისთვის იბრძვი და აღწევ - აი, ბედნიერება, ან უბრალოდ ბედნიერების ჩემეული საზომი.
აბა ბედნიერად! ყური მომიკრავს დამშვიდობებისას და გამკვირვებია, იქნებ, სად მიდის ეს ადამიანი და იქნებ, სულაც არ იყოს მისთვის ეს ბედნიერება მეთქი.- ეს არის სურვილი, დალოცვა და სადაც უნდა მიდიოდეს, გამართლებულია ეს დალოცვა. მით უფრო, რომ "აბა, ბედნიერად" არ გულისხმობს ბედნიერებას მხოლოდ იმ კონკრეტულ გზაზე, აქ ზოგადად ცხოვრებისეულ ბედნიერებას ვგულისხმობ მე პირადად.
ალბათ იმიტომ, რომ ბედნიერებისთვის ბევრი ბრძოლაა საჭირო, უბედურებისთვის კი ფრჩხილის ოდენიც საკმარისია.- ანუ ფიქრობთ, რომ უბედურებისთვისაც საჭიროა ბრძოლა (თუნდაც ფრჩხილისოდენა)? ნეტა, ვინ იბრძვის უბედურებისთვის? ალბათ, მაზოხისტები მხოლოდ...
თვითონ ღმერთიც, რას გრძნობდა, როცა მისი ძე იბადებოდა დეკემბრის ღამეში? ხომ იცოდა, რომ 33 წლის შემდეგ, მას დაუნახავი ადამიანები ჯვარს აცვამდნენ და წამებით ამოხდიდნენ სულს. ან მაშინ რას გრძნობდა, როცა ჯვარზე გაკრული ეკითხებოდა ,,ელოი, ლამა საბატანი?” ,,უფალო, რისთვის დამიტევებ?” ხომ იცოდა, რომ სამ დღეში მკვდრეთით აღსდგებოდა და სიკვდილით სიკვდილს დათრგუნავდა. მაშ, რატომ იტირა საშინელი მიწისძვრით, ქარიშხლით, რატომ გახია კრეტსაბმელი შუაზე?- უფალი ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად ეცვა ჯვარს. "კრესტამბელის გახევა, მიწისძვრა და ა.შ. ეს, ალბათ, სასწაულებია, რომლებიც ურწმუნო ადამიანებს სჭირდებათ, ურწმუნოება რომ განაგდონ. უფალი ამ სასწაულებით, ჩემი აზრით, შანსს უტივებდა ადამის მოდგმას, მიმხვდარიყო შეცდომას და არ ჩაედინა უმძიმესი ცოდვა...
ბედნიერების განცდას რაც შეეხება, ეს ძალიან სუბიექტურია. ჩემთვის პირადად უდიდესი ბედნიერებაა, რომ მყავს დედა, ძმა, საყვარელი ადამიანები, რომ ისინი ჯანმრთელნი არიან, და მერე რა, თუ მე ხანდახან არ აქვს ყველაფერი, რაც მინდა? ეს უბედურება არ არის... კარგის დანახვა უნდა შევძლოთ. ყველა მედალს აქვს ორი მხარე და ყველაზე დიდი ბედნიერება, ალბათ, ამ მედლის დადებითი მხრიდან დანახვის უნარია...
ჩემთვის ჭიქა აუცილებლად ნახევრად სავსეა და არ აქვს მნიშვნელობა, რა რის მოთავსებული ჭიქაში :)
წარმატებები და მომიტევეთ, თუ რამე მიწყენინებია ნებსით, თუ უნებლიედ...
ხომ ბედნიერი ხარ? ხშირად უკითხავთ ახალშობილის დედისთვის და ისევ ღრმა ფიქრი მიტაცებს ხოლმე, ნუთუ შეუძლია ქალს, რომელმაც ჯოჯოხეთური წამება გამოიარა ამ არსების გასაჩენად, ასე უცებ იყოს ბედნიერი.- მე კი მგონია, რომ სწორედ წვალებით მიღებული შედეგია ბედნიერება :) როცა რაღაცისთვის იბრძვი და აღწევ - აი, ბედნიერება, ან უბრალოდ ბედნიერების ჩემეული საზომი.
აბა ბედნიერად! ყური მომიკრავს დამშვიდობებისას და გამკვირვებია, იქნებ, სად მიდის ეს ადამიანი და იქნებ, სულაც არ იყოს მისთვის ეს ბედნიერება მეთქი.- ეს არის სურვილი, დალოცვა და სადაც უნდა მიდიოდეს, გამართლებულია ეს დალოცვა. მით უფრო, რომ "აბა, ბედნიერად" არ გულისხმობს ბედნიერებას მხოლოდ იმ კონკრეტულ გზაზე, აქ ზოგადად ცხოვრებისეულ ბედნიერებას ვგულისხმობ მე პირადად.
ალბათ იმიტომ, რომ ბედნიერებისთვის ბევრი ბრძოლაა საჭირო, უბედურებისთვის კი ფრჩხილის ოდენიც საკმარისია.- ანუ ფიქრობთ, რომ უბედურებისთვისაც საჭიროა ბრძოლა (თუნდაც ფრჩხილისოდენა)? ნეტა, ვინ იბრძვის უბედურებისთვის? ალბათ, მაზოხისტები მხოლოდ...
თვითონ ღმერთიც, რას გრძნობდა, როცა მისი ძე იბადებოდა დეკემბრის ღამეში? ხომ იცოდა, რომ 33 წლის შემდეგ, მას დაუნახავი ადამიანები ჯვარს აცვამდნენ და წამებით ამოხდიდნენ სულს. ან მაშინ რას გრძნობდა, როცა ჯვარზე გაკრული ეკითხებოდა ,,ელოი, ლამა საბატანი?” ,,უფალო, რისთვის დამიტევებ?” ხომ იცოდა, რომ სამ დღეში მკვდრეთით აღსდგებოდა და სიკვდილით სიკვდილს დათრგუნავდა. მაშ, რატომ იტირა საშინელი მიწისძვრით, ქარიშხლით, რატომ გახია კრეტსაბმელი შუაზე?- უფალი ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად ეცვა ჯვარს. "კრესტამბელის გახევა, მიწისძვრა და ა.შ. ეს, ალბათ, სასწაულებია, რომლებიც ურწმუნო ადამიანებს სჭირდებათ, ურწმუნოება რომ განაგდონ. უფალი ამ სასწაულებით, ჩემი აზრით, შანსს უტივებდა ადამის მოდგმას, მიმხვდარიყო შეცდომას და არ ჩაედინა უმძიმესი ცოდვა...
ბედნიერების განცდას რაც შეეხება, ეს ძალიან სუბიექტურია. ჩემთვის პირადად უდიდესი ბედნიერებაა, რომ მყავს დედა, ძმა, საყვარელი ადამიანები, რომ ისინი ჯანმრთელნი არიან, და მერე რა, თუ მე ხანდახან არ აქვს ყველაფერი, რაც მინდა? ეს უბედურება არ არის... კარგის დანახვა უნდა შევძლოთ. ყველა მედალს აქვს ორი მხარე და ყველაზე დიდი ბედნიერება, ალბათ, ამ მედლის დადებითი მხრიდან დანახვის უნარია...
ჩემთვის ჭიქა აუცილებლად ნახევრად სავსეა და არ აქვს მნიშვნელობა, რა რის მოთავსებული ჭიქაში :)
წარმატებები და მომიტევეთ, თუ რამე მიწყენინებია ნებსით, თუ უნებლიედ...
9. ესეიგი არასდროს ღიზიანდები...
ესეიგი არასდროს ღიზიანდები...
8. როცა ადამიანს ასეთი შეკითხვა უჩნდება, ესე იგი ამის მიზეზი აქვს! ასე, რომ ქალბატონო მარიკო, სანამ რამეს დაწერთ, ჯერ კარგად დაფიქრდით და გააანალიზეთ, რატომ უჩნდებათ ადამიანებს რამის დაწერის მიზეზი, იქნებ თქვენ თვითმკვლელობას უფრო სწორ გზად მიიჩნევთ? ბოდიშს ვუხდი ყველას, ჩემი ასეთი ,,გამოხტომისთვის". რა თქმა უნდა, თქვენი აზრის დაფიქსირება, ყველას თამამად შეგიძლიათ. უბრალოდ ვღიზიანდები, როცა ადაიანები არ ფიქრობენ! როცა ადამიანს ასეთი შეკითხვა უჩნდება, ესე იგი ამის მიზეზი აქვს! ასე, რომ ქალბატონო მარიკო, სანამ რამეს დაწერთ, ჯერ კარგად დაფიქრდით და გააანალიზეთ, რატომ უჩნდებათ ადამიანებს რამის დაწერის მიზეზი, იქნებ თქვენ თვითმკვლელობას უფრო სწორ გზად მიიჩნევთ? ბოდიშს ვუხდი ყველას, ჩემი ასეთი ,,გამოხტომისთვის". რა თქმა უნდა, თქვენი აზრის დაფიქსირება, ყველას თამამად შეგიძლიათ. უბრალოდ ვღიზიანდები, როცა ადაიანები არ ფიქრობენ!
7. დავუშვათ, შვილს აჩენ და მეორე შვილი ამ დროს გიკვდება. ბედნიერი უფრო ხარ, თუ უბედური?
ადამიანს ეგეთი შეკითხვა რატო უნდა დაგებადოს საერთოდ ვერ გამიგია... გამაღიზიანა ამ ნაწერმა!!! დავუშვათ, შვილს აჩენ და მეორე შვილი ამ დროს გიკვდება. ბედნიერი უფრო ხარ, თუ უბედური?
ადამიანს ეგეთი შეკითხვა რატო უნდა დაგებადოს საერთოდ ვერ გამიგია... გამაღიზიანა ამ ნაწერმა!!!
6. უჰ, წავიკითხე და ჩემი წინა გაკრეჭილსმაილებიანი კომენტის შემრცხვა :) უჰ, წავიკითხე და ჩემი წინა გაკრეჭილსმაილებიანი კომენტის შემრცხვა :)
5. ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ უნდა ვთქვა - სათაური აქვს ისეთი, რომ სათაურსაც კი წითელი ხელი უნდა ედოს :D სიტყვა "ბედნიერება" ჩემი აზრით არის უ ც ე ნ ზ უ რ ო! :D რა ვიცი, შეიძლება ნაბახუსევზე რომ ვარ და ღAმენათევი , მაგიტომ ვფიქრობ ეგრე :-? ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ უნდა ვთქვა - სათაური აქვს ისეთი, რომ სათაურსაც კი წითელი ხელი უნდა ედოს :D სიტყვა "ბედნიერება" ჩემი აზრით არის უ ც ე ნ ზ უ რ ო! :D რა ვიცი, შეიძლება ნაბახუსევზე რომ ვარ და ღAმენათევი , მაგიტომ ვფიქრობ ეგრე :-?
4. ბედნიერი ხარ? რამდენჯერ გამიგია, ამ შეკითხვას რომ უსვამენ ახალ გათხოვილ გოგონებს და ყოველთვის საკუთარ თავს ვეკითხები ხოლმე, საიდან უნდა მიხვდეს პატარძალი, ბედნიერია თუ არა, თუკი მხოლოდ რამდენიმე საათი, ან დღეა, რაც მავანს ანდო თავის ბედი.
ახ, მაღიზიანებენ როგორ :)
ან კიდევ ის: ,,დედა უფრო გიყვარს თუ მამა?” :)
ჰო, ,,ქალური ბედნიერებაც” წინა შეკითხვების კატეგორიას მიეკუთვნება :) ბედნიერი ხარ? რამდენჯერ გამიგია, ამ შეკითხვას რომ უსვამენ ახალ გათხოვილ გოგონებს და ყოველთვის საკუთარ თავს ვეკითხები ხოლმე, საიდან უნდა მიხვდეს პატარძალი, ბედნიერია თუ არა, თუკი მხოლოდ რამდენიმე საათი, ან დღეა, რაც მავანს ანდო თავის ბედი.
ახ, მაღიზიანებენ როგორ :)
ან კიდევ ის: ,,დედა უფრო გიყვარს თუ მამა?” :)
ჰო, ,,ქალური ბედნიერებაც” წინა შეკითხვების კატეგორიას მიეკუთვნება :)
3. ჰოოო...რამდენი ადამიანიც არის სამყაროში, იმდენი პასუხი აქვს ამ კითხვას: "რა არის ბედნიერება?" ჩემი პასუხი ვიცი. საინტერესო იყო წაკითხვა. + :) ჰოოო...რამდენი ადამიანიც არის სამყაროში, იმდენი პასუხი აქვს ამ კითხვას: "რა არის ბედნიერება?" ჩემი პასუხი ვიცი. საინტერესო იყო წაკითხვა. + :)
2. მთავარია არ გააშავო მთავარია არ გააშავო
1. ვაწითლებ მე აქ ორიანს!! ;;) ვაწითლებ მე აქ ორიანს!! ;;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|