ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო_ხევსური
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2008


გენაცვალე

ვენაცვლე შენს ლამაზ თვალებს ეშხიანსა და მაცდურსა,
ზურმუხტის შუქი ჩაგღვრია, ნაკლს ვერ შაგკადრებ, სამდურსა.
გული სხვაგვარად შამტკივა, ვერ დაგპირდები და_ძმურსა,
შენზედ გამავთქვავ შაირებს, შენთვის ვამღერებ ფანდურსა,
შენთვის ვახარებ ყოილებს შენის იმედით დარგულსა,
არ დაგაყვედრებ, გაჩუქებ, მე შენ მოგიძღვნი ამ გულსა,
შენზე უზომოდ ტრფიალს და უგზო_უკვლოდ დაკარგულსა.
შენთვის ვქსოვ ათას ოცნებას სიყვარულით დაქარგულსა,
სამყარო ჩემი მგონია შენზე ფიქრებით გართულსა.
კოშკებს აგიგებ ზეცამდე, ვერ დათვლი ყველა სართულსა,
გარს შემოვავლებ გალავანს, მიუსავალსა და რთულსა.
შევამკობ ვეება დარბაზს ოქროს ზოდებით მართულსა,
მოგიძღვნი დიდსა ლხენასა, შენ და ჩემთვის გამართულსა.
ნატვრაო, ჩემო ყველაო, ნეტაი შენზედ შართულსა,
კარგი ხარ, ყველას სჯობიხარ, ამართლებ ჯიშსა ქართულსა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები