| ავტორი: ნუცი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 25 მარტი, 2011 |
რა დამემართა? - არაფერი.. . უბრალოდ არ ვარ კარგად. ცოტა დეპრესია მომერია, ცოტა სევდა, ბევრი მონატრება და საბოლოო ჯამში არც მე ვიცი როგორ ვარ. გამოვიყურები ისევ ისე, როგორც ადრე, ხომ იცი, მე გარეგნულად ვერ მერევა შინაგანი ქაოსი და სულის ტკივილი სახეზე იშვიათად მესახება. . . . .ჰოდა გონიათ კარგად ვარ, ეგონოთ!. არადა მე ხომ ვიცი, ნელ-ნელა უფრო მიძნელდება ყველაფერი და ამ დროს ეს ყველაფერი რაა ეგ აღარ ვიცი. ყველაფერი, უბრალოდ ყველაფერია, ის რაც ჩემი წილია, რაც მარტოობა. . . ეს დღეები ერთი დიდი განსაცდელია უფლისაგან მოვლენილი, კიდევ ერთი გამოცდა, რომელიც უნდა ჩავაბარო. მეკი ვდგავარ ისეთი მოსწავლესავით, რომელმაც ძალიან ბევრი იცის, ისწავლა, მაგრამ ხმა დაკარგა და მხოლოდ ხავილი შეუძლია, რომლითაც ვერაფერს გახდება. საკუთარ თავს ვღალატობ, საკუთარ ოცნებებს მოვდე ხავსი. კიდევ ასი წლით დავბერდი და დღეს უკვე იმდენი წლისა ვარ, რამდენისაცაა დედამიწა. მხოლოდ სიარული შემიძლია, სუნთქვა და ვუყურებ სივრცეს, რომელსაც ადამიანები თავისი ქაოსური მოძრაობით არღვევენ. ჰო, სივრცე ირღვევა, მისი კანონზომიერება, სითბო ცივდება. ისე, როგორც ძველი წინდის გაქექილი ქუსლი. ,,თვალი” მისდის ადამიანობას. ყავლი გაგვდის მეც, შენც, იმათაც ვინც ჩვენს გვერდით იდებს ბინას დროებით. მე ეს დროებითობა მღლის ისე ძალიან, რომ მარადიულზე ფიქრსაც ვეღარ ვახერხებ. ახლა უფრო მეტად, ვიდრე არასოდეს, ისე მინდა ჩავიკეტო საკუთარ ნაჭუჭში და უარი ვუთხრა ფეხებს, შეასრულოს თავისი ფუნქცია. ვერ ვახერხებ. სისუსტის ბრალია ალბათ ესეც და ის ღალატიც, რომელსაც არ ვიცი როდის მოვინანიებ და რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ემსგავსება შედეგს მიზეზისას. პასუხს საზოგადოებასთან:_,,გაიხარეთ! მე შევიშალე!" . . . მაგრამ მაშინ ვერ წავალ. . . არადა, ზღვაზე მინდა გასვლა, ნაპირებს მინდა დავყვე და მზის ჩასვლას ვუყურო. მარტო, ნაპირზე. . . სარფისაკენ ლამაზია ძალიან ზღვა, დელფინები დაცურავენ. . . მანქანიდან მომეცა ამის ყურების საშუალება ცოტახნით. მეთევზეები ზღვაში იყვნენ შესულები ნავით, ძალიან შორს და ისეთი პატარა ჩანდა ეს ნავი ნაპირიდან, როგორც არწივის მზერიდან მიწა. მზე ჩადიოდა. . . ზღვას საოცარი სიჩუმე მოჰქონდა სიმშვიდესთან ერთად. მე ასე მეგონა ყოველშემთხვევისათვის. ერთადერთი ეს შეგრძნებაა ამ დღეებს რომ ეყო და ცოტათი დამანაყრა. ახლა მწყურვალესავით მწყურია თბილისი. . . იცი როგორ? აქ იტყვიან -რა დაგემართა მარილი გალოკეო?- ბათუმი მარილია, რომელიც გავლოკე და თბილისი წყალი, რომელიც მინდა დავლიო, თორემ ვიფიტები. . . თქვენთან მინდა, თუმცა შეიძლება რომ გნახოთ, გული ვიჯერო თქვენით და ისევ წასვლა მომინდეს. . . მე ხომ მთელი ცხოვრება სადღაც მივდივარ?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ჩახუტების სურვილი გაგიჩნდება ამის წაკითხვის შემდეგ ))))))) ბევრი ჩემეული რამაა აქ :((((
ჩახუტების სურვილი გაგიჩნდება ამის წაკითხვის შემდეგ ))))))) ბევრი ჩემეული რამაა აქ :((((
6. ეს გვერდი ჩემი გვერდიცაა...მე- შენი მკითხველი. არასდროს დავიზარებ აქ შემოსვლას. ისე მყუდროდ ვგრძნობ თავს, როგორც -შინ, ჩემს გვერდზე. გეფერები!!! ეს გვერდი ჩემი გვერდიცაა...მე- შენი მკითხველი. არასდროს დავიზარებ აქ შემოსვლას. ისე მყუდროდ ვგრძნობ თავს, როგორც -შინ, ჩემს გვერდზე. გეფერები!!!
5. , მე გარეგნულად ვერ მერევა შინაგანი ქაოსი და სულის ტკივილი სახეზე იშვიათად მესახება. . . . .ჰოდა გონიათ კარგად ვარ რა კარგად სთქვი...სულ მინდოდა მსგავსი მეთქვა...;-* , მე გარეგნულად ვერ მერევა შინაგანი ქაოსი და სულის ტკივილი სახეზე იშვიათად მესახება. . . . .ჰოდა გონიათ კარგად ვარ რა კარგად სთქვი...სულ მინდოდა მსგავსი მეთქვა...;-*
4. კარგია, მომეწონა :) კარგია, მომეწონა :)
3. სივრცე ირღვევა, მისი კანონზომიერება, სითბო ცივდება. ისე, როგორც ძველი წინდის გაქექილი ქუსლი. ,,თვალი” მისდის ადამიანობას.
ახლა მწყურვალესავით მწყურია თბილისი. . . იცი როგორ? აქ იტყვიან -რა დაგემართა მარილი გალოკეო?- ბათუმი მარილია, რომელიც გავლოკე და თბილისი წყალი, რომელიც მინდა დავლიო, თორემ ვიფიტები. . .
საყვარელი ნაფიქრია :) სივრცე ირღვევა, მისი კანონზომიერება, სითბო ცივდება. ისე, როგორც ძველი წინდის გაქექილი ქუსლი. ,,თვალი” მისდის ადამიანობას.
ახლა მწყურვალესავით მწყურია თბილისი. . . იცი როგორ? აქ იტყვიან -რა დაგემართა მარილი გალოკეო?- ბათუმი მარილია, რომელიც გავლოკე და თბილისი წყალი, რომელიც მინდა დავლიო, თორემ ვიფიტები. . .
საყვარელი ნაფიქრია :)
2. "საკუთარ თავს ვღალატობ, საკუთარ ოცნებებს მოვდე ხავსი."
_,,გაიხარეთ! მე შევიშალე!" . . . _ ოშო გამხსენდა, რაჯნეში :)
ნუცი, სევდისფერში ვარ ხოლმე, როცა შენს გვერდზე ვარ, როგორ იცი?! .... თან, რომ გსიამოვნებს ის სევდა.... რომ გეპასუხება, შენს სიგნით დაგროვილს,აი, ისეეე. "საკუთარ თავს ვღალატობ, საკუთარ ოცნებებს მოვდე ხავსი."
_,,გაიხარეთ! მე შევიშალე!" . . . _ ოშო გამხსენდა, რაჯნეში :)
ნუცი, სევდისფერში ვარ ხოლმე, როცა შენს გვერდზე ვარ, როგორ იცი?! .... თან, რომ გსიამოვნებს ის სევდა.... რომ გეპასუხება, შენს სიგნით დაგროვილს,აი, ისეეე.
1. კარგია, მომწონს.
კარგია, მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|