ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო_ხევსური
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2008


მეპატიება

რად შემომიჩნდი? რად დამრია შენზე ფიქრებმა?
ანამც გულისთქმას მინდობილი რატომ მივყვები?
რად ამირია გზა და კვალი გრძნობამ მთისხელამ?
რატომ მაჟრჟოლებს შენი მზერა..შენი სიტყვები..
იქნებ იმიტომ რომ გიყვარვა ასე ლამაზად,
ლექსებს რომ მიძღვნი სამკაულად გრძნობით ნახატებს,
ჩემზე რომ ფიქრობ ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვამდე
და თაყვანს რომ სცემ ჩვენ საერთო წმინდა სახატეს..
ვფიქრობ და ახსნას ვერ ვპოულობ ამ სასწაულის
თუმცა არც მინდა მიზეზების ვიწყო ძიება
არცრას დავეძებ..დაე შევცდე..დაე ვინანო..
ისე მიყვარხარ ყველაფერი მეპატიება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები