| ავტორი: ნუცი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 11 აპრილი, 2011 |
# # #
ჯიუტად არ იხდიან ეს ჭადრები ყვითელი ფოთლების სამოსს და არც დეკემბრის სუსხიან ღამეებს უყიდიან სულს. . . ყველა ღამის წილად, ყოველ დილით, ისევ ხვეტავს მეეზოვე ამ ქალაქის შავ_თეთრ სიზმრებს და ისევ იპარებიან ქარს აყოლილები ქუჩებში სახეტიალოდ. მტვერს აერევიან, ან მზეს ეფიცხებიან. . . _,,აღარ დამთავრდაო"_ ბრაზობს მეეზოვე და ახლა ცეცხლს უკიდებს, წვავს დეკემბრის ღამის სიზმრებს და არ იცის, რომ ისინი არ იწვებიან. თებერვალს ელოდებიან, თებერვალს, როცა სისხლძარღვებში უხილავად დაიწყებს დნობას ყინული და გაწყალდება სიცივე. მერე მარტიდან აპრილამდე ერთი ნაბიჯია და კვირტებად დაბრუნდებიან, ისევ აფეთქდებიან. წრებრუნვაშია დედამიწა მიწიდან ჰაერამდე. . . სიცოცხლიდან-სიკვდილამდე და პირიქით. ვტრიალდები საკუთარ მეში ასჯერ, ათასჯერ და ამდენივეჯერ მიბრუნებულზე, ათასმეერთეჯერ თუ ვახერხებ ხმამაღლა გამოვუტყდე საკუთარ თავს, რომ შენს სიმშვიდეს ვინავსაყუდელებ ჩემს სულში და შენამდე მოსატან სითბოს ნამუსს არ ვუყიდი. არ თოვს თბილისში. . . არადა რომ ეთოვა თეთრ ვნებად, იქნებ გაეხადათ ეს სიყვითლე მეზღაპრე ჭადრებს. . . წრებრუნვაშია დედამიწა! იქნებ გათოვდეს?! ცოტახანს აღარ აუხვეტავდა მეეზოვე ამ ქალაქს სიზმრებს. . . ჩუმმა სითეთრემ მინდა გალოკოს სავალი გზები. მერე თებერვლამდე ერთი ნაბიჯია და სისხლძარღვებში ნელ-ნელა გაწყალდება მარტოობის თეთრი ყინული.
# # #
მხოლოდ შენთანაა ჩემი შეგრძნება უსასრულო და მხოლოდ შენგან თბება ჩემი ცივი სამყარო. შეგიგრძნობ სუნთქვით, ხელებით და უმისამართოდ დავბორიალებ შენს სხეულზე ჩემი ტუჩებით. შენი მზერა არდასმულ კითხვებს მალავს, გული რწმენას და დაბადებული გაზაფხულით თოვს ყოჩივარდებს. სავსე ვარ შენით. გამოვიგონე ჩვენი ზღაპარი, მე დავიწყე, შენ გააგრძელე. . . მოძებნე შენი ნეკნი ჩემში და ვიჯერებთ თოთო ბავშვებივით ბედისწერის გზის ლაბირინთებში ვიპოვით სუფთა ჰაერის ნაკადს. მზე, ჩვენი სახლის გულების ქოთანს ავსებს ძარღვებში გადასხმული ნაზავი სისხლით, ფორმულით_უცნაური სიყვარული. მხოლოდ შენთანაა ჩემი შეგრძნება უსასრულო. .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გამოვიგონე ჩვენი ზღაპარი, მე დავიწყე, შენ გააგრძელე. . . მხოლოდ შენთანაა ჩემი შეგრძნება უსასრულო და მხოლოდ შენგან თბება ჩემი ცივი სამყარ ჩემია ეს ... მიყვარხარ, ნუცი!!!!! გამოვიგონე ჩვენი ზღაპარი, მე დავიწყე, შენ გააგრძელე. . . მხოლოდ შენთანაა ჩემი შეგრძნება უსასრულო და მხოლოდ შენგან თბება ჩემი ცივი სამყარ ჩემია ეს ... მიყვარხარ, ნუცი!!!!!
9. იქნებ გათოვდეს?! ცოტახანს აღარ აუხვეტავდა მეეზოვე ამ ქალაქს სიზმრებს. . . კარგად წერ...:-* იქნებ გათოვდეს?! ცოტახანს აღარ აუხვეტავდა მეეზოვე ამ ქალაქს სიზმრებს. . . კარგად წერ...:-*
8. ათასმეერთეჯერ თუ ვახერხებ ხმამაღლა გამოვუტყდე საკუთარ თავს, რომ შენს სიმშვიდეს ვინავსაყუდელებ ჩემს სულში და შენამდე მოსატან სითბოს ნამუსს არ ვუყიდი.
გაიხარე!!! ძალიან მომეწონა.
+ + ათასმეერთეჯერ თუ ვახერხებ ხმამაღლა გამოვუტყდე საკუთარ თავს, რომ შენს სიმშვიდეს ვინავსაყუდელებ ჩემს სულში და შენამდე მოსატან სითბოს ნამუსს არ ვუყიდი.
გაიხარე!!! ძალიან მომეწონა.
+ +
7. >:-) :-P %-) 8-) :-/ O:-) იმედია რამე ცუდი არ გამოვა :)
>:-) :-P %-) 8-) :-/ O:-) იმედია რამე ცუდი არ გამოვა :)
6. :)& :-O (სმილიკებს ვამუღამებ :) იქნებ ვინმემ ტაშის დაკვრის სმაილიკი მასწავლოს? :)& :-O (სმილიკებს ვამუღამებ :) იქნებ ვინმემ ტაშის დაკვრის სმაილიკი მასწავლოს?
5. როგორია, ნუცი, იცი? არეულ_დაგუბებულგანწყობიანი :) როგორია, ნუცი, იცი? არეულ_დაგუბებულგანწყობიანი :)
4. "შენი მზერა არდასმულ კითხვებს მალავს". სიმშვიდეა ყოველთვის აქ! "შენი მზერა არდასმულ კითხვებს მალავს". სიმშვიდეა ყოველთვის აქ!
2. მომეწონა. ~მხოლოდ შენთანაა ჩემი შეგრძნება უსასრულო და მხოლოდ შენგან თბება ჩემი ცივი სამყარო. შეგიგრძნობ სუნთქვით, ხელებით და უმისამართოდ დავბორიალებ შენს სხეულზე ჩემი ტუჩებით. შენი მზერა არდასმულ კითხვებს მალავს, გული რწმენას და დაბადებული გაზაფხულით თოვს ყოჩივარდებს.~
მომეწონა. ~მხოლოდ შენთანაა ჩემი შეგრძნება უსასრულო და მხოლოდ შენგან თბება ჩემი ცივი სამყარო. შეგიგრძნობ სუნთქვით, ხელებით და უმისამართოდ დავბორიალებ შენს სხეულზე ჩემი ტუჩებით. შენი მზერა არდასმულ კითხვებს მალავს, გული რწმენას და დაბადებული გაზაფხულით თოვს ყოჩივარდებს.~
1. რაღაც ფრაზები მეცნო :) ან რომელიღაც ავტორთან, ან იგივე - სხვა ნიკით :)
მომეწონა კი :) რაღაც ფრაზები მეცნო :) ან რომელიღაც ავტორთან, ან იგივე - სხვა ნიკით :)
მომეწონა კი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|