ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2008


ვიცი,დაგღალე...

ვიცი, დაგღალე გამუდმებული ასფეროვნებით,
მეძებარივით ქუჩა-ქუჩა დაეძებდი
ჩემს გაფანტულ გრძნობის ნამცეცებს,
და აერთებდი ასაწყობი ფიგურებივით.

თვალს გადევნებდი მისხალ-მისხალ დაგემოვნებით,
და მე მალულად მომქონდა ქარი,
ვფანტავდი გრძნობას შენს ნაგროვებს,
შენგან ნაფერებს...

რას ვიფიქრებდი, რომ იმ ღამეს
მთელი ვნებით შენს სხეულში შემიფარებდი,
მე კი უგონოდ, უსაზღვრებოდ
შეგიყვარებდი...

უნდა გავიქცე, დავემალო ჩუმ გაოცებას,
ყვითელ ფოთლებად დავეყრები ამ შემოდგომას,
გთხოვ, ნუ გამთელავ...
მეძებარივით შემაგროვე და შემაერთე,
მე შენთან მინდა...
ვეღარ ვიტან ამ უშენობას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები