ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პავლე გურგენიძე
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2011


სიმღერა ბათუმზე

ზღვის ლაჟვარდი, ცა კი ლურჯი,
თოლიების თეთრი გუნდი,
ქათქათა და მოელვარე,
მწვანე ფერში ხარ ჩაფლული.

მსურს, რომ მუდამ შენთან ვიყო
და სიმღერით მოგეფერო,
ბათუმი და ბათუმლები,
სიყვარულით გადღეგრძელოთ.

მზის სხივებით გაბრწყინებულ,
შენს უბნებს და კოხტა ქუჩებს,
ამშვენებს და ალამაზებს,
საყვარელი ბათუმლები.

მე ჩემს ქალაქს, ზღვის კარიბჭეს,
სიყვარულით მსურს ვუმღერო,
ბათუმი და ბათუმლები,
სულ მუდამჟამს გადღეგრძელოთ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები