ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანჩოია
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2011


უსათაუროდ

  კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
      მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
      შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
      მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის.

                  უკვე ვეღარ ვუძლებ შეთხზულ ღიმილსა და კოცნებს,
              წაშლა მომდომნია შუბლზე დაწერილი ბედის,
              შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
              მაგრამ გადამარჩენს ნახვა მობერებულ დედის.   

      მზერა ეფერება სადღაც გადანახულ ლოცვებს,
      დილის გათენება გრძნობებს მითოშავს და მაზრის,
      შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
      მაგრამ გადამარჩენს ნახვა სვეტიცხოვლის ტაძრის.

                სისხლის გაგიჟება  ალბათ დამიფლითავს ხორცებს,
                სული არეული ნისლად დაედება თბილისს,
                შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
                მაგრამ გადამარჩენს ნახვა ერთადერთი  შვილის.
     
      კაწალ-კუწალების ფერი ესიზმრებათ ბორცვებს,
      მწვანე იმედები თოვლზე გაყინული წიწვის,
      შენი მონატრება ახლა აღარაფერს მომცემს,
      მაგრამ გადამარჩენს ნახვა საქართველოს მიწის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები