ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი_13
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2011


მოგზაურობა დროში

შენ რომ მოდიხარ
                თავში ცხვირს მიყოფ,
გგონია ვსუნთქავ,
                გგონია მიგრძნობ?
შენ რომ მოდიხარ,
                გზას თელავ ზიზღით,
უკან რომ არ იცი
                დაბრუნდე იმ გზით...
ცოდვას რომ ჩაიდენ
                აღარც კი გზარავს,
იცი რომ კვლავ ასცდი
                სამოთხის კარავს.
ხორცი შენს მძაღე სულს,
                რომ ვეღარ ფარავს,
დემონი შენს დღეებს
                აღარც ღმერთს პარავს...
ბავშვობას რომ კარგავ
                უაზრო დროში,
გაზრდილი რომ ისვრი
                ეშმაკის ომში,
ხელებს რომ ისვრი
                დედის აბორტში,
წამალს რომ ატან,
                შვილებს კუბოში...

ვმოგზაურობთ ისევ დროში...
      ქარი...      სევდა ჰქროდა დროში...
და გვიწვევდა ღმერთთან ომში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები