| ავტორი: ნუცი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 5 მაისი, 2011 |
არ შეიძლება შორს ცხოვრობდე ჩემგან,დროით სავალზე. ჩვენს შორის იყოს ჩაჭედილი ფიქრების სივრცე-ბლანტი სიჩუმე.მარტოობის დღეები სველი, სამყარო ვრცელი,უსასრულო სავალი გზებით.დამღელი ყოფა და წლის დროები, ათთრთოლებული თითებით რომ გვიხატავს ყველასახიან მზეს. ისეთს, რომელიც არასოდეს გვინახავს ერთად. გამოვიზამთრე. . . მანამდე კი იყო ოთახი ცივი, უსახო,ზღვის ნესტის სუნით.გაუთავებელ წვიმად ღვრიდა ცა მლაშე ცრემლებს. მეცვა ლაბადა.ვაჯერებდი თავს ისევ იმას, რომ შენი სუნი სითბოსთან ერთად შერჩა და ზამთრის აუტანელ გრძელ ღამეებში, ისევ ჯიუტად ვიქსოვდი იმედს. ლაბადის იქეთ, რეალობას აუხსნელად რთულს, რითმებს ვუწყობდი.დაბადებიდან მძაფრად შემრჩა თვითგადარჩენის დიდი ინსტიქტი. გარდავიქმენი. . . აღარ შევრჩი დროებას ,,მე" და გამოგონილი ახალი სხვა, შეღება ფუნჯმა სულ სხვა ფერებით. მახატია ახლა თვალები შუშის_ხალხი ცივია. მახატია მოიისფრო მოლურჯო გული_მზე აღარ ატანს. ცვილისფერი ჩემი თითები ჩამოშვებულ მკლავებთან ერთად,ცარიელ სივრცეს ვერ იხუტებს_ირგებს ნიღაბებს. სხეული_ნაჭრის სათამაშო თოჯინის ასლი. როლებს ვთამაშობ ნიჭიერად.სულში კი სადრაც შერჩენილი რწმენა რითმულ პაუზით_დღე ჩაგდებით_მახსენებს ძველს. სადაც ხარ შენ და მე, ისეთი როგორიც მაშინ შიშჩამდგარი ღია თვალებით, განათებულ სცენისა და ხალხის ხმაურზე. . . სადაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა უკან დახევა_არჩევანი. უბრალოდ მშვიდი სიმარტივე, არა სცენა! არა როლები! მხოლოდ მე და შენ! გადავიღალე. . . გაცვდა ლაბადა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. არ მომეწონა, ოთახი ცივი გასაგებია, უსახო როგორ იყო , ამბობ ოთახი იყოო, ჰქონია სახე ზღვის სუნი საოცარია (ერთხელ ჩემმა უცხოელმა სტუმარმა, ქობულეთიდან ერთი პარკი ზღვის კენჭები წაიღო თავის ქვეყანაში , ზღვის რა კარგი სუნი ასდისო} ხოლო ნესტი ,სადაც ზღვა არ არის იქაც არის.
წვიმად ღვრიდა ცა მლაშე ცრემლებს
-მლაშე აქ სიტყვა ზედმეტია, , და საერთოდ ძალიან სენტიმენტალურია, არა და, ეს ავტორი მომწონს მინდა უფრო დაკვირვებით წერდეს . არ მომეწონა, ოთახი ცივი გასაგებია, უსახო როგორ იყო , ამბობ ოთახი იყოო, ჰქონია სახე ზღვის სუნი საოცარია (ერთხელ ჩემმა უცხოელმა სტუმარმა, ქობულეთიდან ერთი პარკი ზღვის კენჭები წაიღო თავის ქვეყანაში , ზღვის რა კარგი სუნი ასდისო} ხოლო ნესტი ,სადაც ზღვა არ არის იქაც არის.
წვიმად ღვრიდა ცა მლაშე ცრემლებს
-მლაშე აქ სიტყვა ზედმეტია, , და საერთოდ ძალიან სენტიმენტალურია, არა და, ეს ავტორი მომწონს მინდა უფრო დაკვირვებით წერდეს .
8. სხეული_ნაჭრის სათამაშო თოჯინის ასლი... რა კარგია, ნუცი:) სხეული_ნაჭრის სათამაშო თოჯინის ასლი... რა კარგია, ნუცი:)
7. კარგი ხარ, მომეწონა სათქმელიც და რიტმიც, ემოციურია, გაიხარე!:) კარგი ხარ, მომეწონა სათქმელიც და რიტმიც, ემოციურია, გაიხარე!:)
6. გიბრუნებ ღიმილს :) გიბრუნებ ღიმილს :)
5. ლამაზია...:) ლამაზია...:)
4. ზამთრის აუტანელ გრძელ ღამეებში, ისევ ჯიუტად ვიქსოვდი იმედს. :)
ლამაზია ნუცი.. :-* ზამთრის აუტანელ გრძელ ღამეებში, ისევ ჯიუტად ვიქსოვდი იმედს. :)
ლამაზია ნუცი.. :-*
3. რა ძალიან კარგადაა დაწერილი :) ძალიან მომეწონა :) ნუცი, კარგი ხარ :x :x :x :x რა ძალიან კარგადაა დაწერილი :) ძალიან მომეწონა :) ნუცი, კარგი ხარ :x :x :x :x
2. აბა, ჩამოავერტიკალურე ნაწერი! ისეთი რიტმიანია!
ერთადერთი , გულწრფელად გეტყვი, რაც უხეშად მომხვდა ყურზე,არის სიტყვა "მახატია".
:-* აბა, ჩამოავერტიკალურე ნაწერი! ისეთი რიტმიანია!
ერთადერთი , გულწრფელად გეტყვი, რაც უხეშად მომხვდა ყურზე,არის სიტყვა "მახატია".
:-*
1. როლებს ვთამაშობ ნიჭიერად. ჯერ კიდევ შეიძლებოდა უკან დახევა_არჩევანი.
გულწრფელი ნაწერია,,,თუკი არჩევანი არსებობს, იქნებ გეცადა. გადაირჩინე სული! როლებს ვთამაშობ ნიჭიერად. ჯერ კიდევ შეიძლებოდა უკან დახევა_არჩევანი.
გულწრფელი ნაწერია,,,თუკი არჩევანი არსებობს, იქნებ გეცადა. გადაირჩინე სული!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|