ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2008


ჩემი კალამი

ჩემი კალამი თერმომეტრივით
მიზომავს ლექსებს,
დღეს ვერცხლის წყალმა აიწია
ლექსის ანთებად,
მსურს უკურნებელ, მოურჩენელ
რამ სენად მექცეს,
ლექსი – გრიგალი,
ლექსი – ქროლვა,
ლექსი - განგება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები