ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო_ხევსური
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2008


თასებს

თასებს ლუდის ფერ დაგმასდით
თუ შუქ ეღვრება ხმლებისა?
მთვარე კი ათრობს ტანიეთ
ყმუილი ბებრის მგლებისა.
ცაზე ვარსკვლავებ გახშირდა,
ნათება კელაპტრებისა,
ჯიშად არ მასდგავთ ხევსურებს
შიში რომ ჰქონდეთ მტრებისა.
ხევსური ყველას სჯობია
ჯიხვს მაჰკლავს ცალის მკლავითა,
ხატ_სალოცავში ლოცვასა
აღავლენს ის საკლავითა,
ზოგზოგს არ ვეპიტნავებით
ხალხი ვართ სამართლიანი.
"ცუდას რად უნდა მტერობა?
კარგია მუდამ მტრიანი"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები