ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 მაისი, 2011


ხსოვნის კარადა

გადავწყვიტე, განვაახლო ჩამი კარადა, განა იმიტომ, რომ ძველები მომბეზრდა, არა, უბრალოდ მინდა ჭუჭყი ჩამოვაცალო და ბზინვარება მივცე.
ჰო და დავიწყე დალაგება.
რატომღაც მეგონა, ადვილ საქმეს მოვკიდე ხელი, ეს კი თურმე არც ისე ადვილი ყოფილა. ყველაფერი, რასაც კი შევეხე, იმდენ მოგონებასთან იყო დაკავშირებული....
ზოგმა მოგონებამ გამახარა, ზოგმა გული დამწყვიტა, ზოგმაც ამატირა...
"ამას შევინახავ, უფ, ეს რა კარგია...აი ეს კი გინდ მქონია, გინდა რა..."
ჩემგან მარცხნივ შესანახს ვალაგებდი, მარჯვნივ უკან მოუხედავად ვყრიდი მოგონებებს.
იმდენად გამიტაცა ამ საქმიანობამ, რომ დრო როგორ გავიდა, ვერც კი გავიგე.
ბოლოს ერთი ძველი ნივთი დამრჩა, მის წინ დავდექი და...
ერთი თმაშევერცხლილი, ნაადრევად დაბერებული, დროში დაკარგული და ფერგაცრეცილი ქალი დავინახე.
მარცხენა მხარეს უამრავი მოგონება იყო, მარჯვნივ..არაფერი.
ვერ დაელაგებინა ცხოვრების კარადა.
მის ნივთებს ყოველთვის სხვადასხვა სახელი ერქვათ სხვადასხვა დროში და მაინც ასე ჩამოკიდა კარადაში მოგონებები:
ქმარი - რომელიც აღარც კი ახსოვს, იყო თუ არა...
შვილები - გულის სიღრმეში სასიამოვნო ტკივილი...
მშობლები - მიწის ორი პატარა ბურთი...
მეგობარი  - ტკივილ მოყრილი და განუკურნებელი სიყვარული...
სხვა დანარჩენი  - უსახო ლანდები.
მხოლოდ თვალები, მის სხეულზე მწველი ღიმილის სარტყელ შემოკრული...
და ამ თვალებით ვერდალაგებული ცხოვრების კარადა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები