ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აკ47
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2008


დავხატე . . . (აბა თუ მიხვდებით რა? )

აცივდა ისევ, ისევ აცივდა,
გამქრალან სხივები ცაზე.
ოქროსფერ დილას კი სირუხედ ატკივდა
ფუნჯზე შერჩენილი ღამე.

ზამთრის პეიზაჟი ითხოვს განათებას,
თოვლი თეთრიაო, რადგან...
არადა, ღამეს ვხატავ, შავი ტონალობით,
მთვარეს ჩამოვკიდებ ლამპრად.

სიტყვა კონწიალობს თითქოს შენს ტუჩებზე,
ისევ რაღაც დაგრჩა სათქმელი,
პატარა ბავშვს გავხარ ხუჭუჭა თმებით და
დიდრონი ციმციმა თვალებით.

მწვანე შევუხამე თეთრ_კაბა პეიზაჟს,
შენ კი მზე ჩაგაცვი ტანზე...
ავთქვიფე საღამო იმ გოგლი_მოგილვით
დღეს რომ გადამასხი თავზე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს