 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 ივნისი, 2011 |
დღეს, 1-ელ ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ამ თარიღთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას ჩაატარებს.
წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს.
წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.
ნინოს მამა იმპერატორ მაქსიმიანეს მხედართმთავარი ყოფილა. შემდეგ სამსახურისთვის თავი დაუნებებია და იერუსალიმში წასულა, სადაც შეურთავს იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის და, სუსანა. ბოლოს ბერად აღკვეცილა, დედა კი გლახაკთა სამზრუნველოს მსახური გამხდარა. იერუსალიმიდან ნინო იმპერატორ კონსტანტინე I-ის კარზე მოხვედრილა, სადაც დედოფალ ელენესა და სეფექალებს ქრისტიანობას უქადაგებდა. შემდეგ ნინო საქართველოში წამოსულა. მცხეთაში, თავის სადგომში, სალოცავად აღუმართავს ვაზის ტოტისგან (“ნასხლევისგან") გაკეთებული ჯვარი. ქადაგებებითა და სამკურნალო ხელოვნებით ნინოს მოსახლეობის ყურადღება და სიყვარული დაუმსახურებია. მას მეტსახელად “ტყვესაც" ეძახდნენ, როგორც უცხოელ, უთვისტომო ადამიანს. ნინოს წყალობით მცხეთაში ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გასჩენია. მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ამის შემდეგ, ნინოს რჩევით, მეფემ მოციქულები გაგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან სამღვდელოების ჩამოსაყვანად, რათა ხალხი მოენათლათ და ეკურთხებინათ ახლად აგებული ეკლესია. ნინოს მისიონერული მოღვაწეობა გაუგრძელებია ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთშიც ასულა და წილკნელები, ჭართალელები, ფხოველები და ერწო-თიანეთელებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) გარდაცვლილა, სადაც დაუკრძალავთ კიდევაც.
ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, მის საფლავზე , როგორც საფლავის ძეგლი, დგას წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი - IX საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.
ყოველწლიურად, ზაფხულში, ახალგაზრდობის დიდი ჯგუფი საქართველოს განმანათლებლის, მოციქულთა სწორის კვალდაკვალ გზას მიჰყვება. მარშრუტი სრულად შეესაბამება იმ გზას, რომელიც წმინდანმა საქართველოსკენ გამოიარა.
მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. საზეიმო წირვა ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!
10. ყველას გილოცავთ! ყველას გილოცავთ!
9.
გფარავდეთ უფალი.......
გფარავდეთ უფალი.......
8. გილოცავ, ოთარ! და აქედანვე - ყველა ნინოს!
წმინდა ნინოს მადლი ჰფარავდეს საქართველოს!
გილოცავ, ოთარ! და აქედანვე - ყველა ნინოს!
წმინდა ნინოს მადლი ჰფარავდეს საქართველოს!
7. დიდი მადლობა ყველას... წმინდა ნინოს მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს! დიდი მადლობა ყველას... წმინდა ნინოს მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს!
6. გილოცავთ!!! შეგვეწიოს და გაგვაძლიეროს!!! გილოცავთ!!! შეგვეწიოს და გაგვაძლიეროს!!!
5. ყველას გილოცავთ ამ დღეს! გაიხარე ოთარ! ყველას გილოცავთ ამ დღეს! გაიხარე ოთარ!
4. გილოცავთ..წმინდა ნინო ფარავდეს სრულიად საქართველოს... გილოცავთ..წმინდა ნინო ფარავდეს სრულიად საქართველოს...
3. ოთო... კარგი ბიჭი ხარ შენ და ვიღებ მილოცვებს მე :) :-* ოთო... კარგი ბიჭი ხარ შენ და ვიღებ მილოცვებს მე :) :-*
2. ნინოებს ვულოცავ..... :)
და კიდევ ბავშვთა დაცვის დღეს ვულოცავ, თუ ვინმე ბავშვია საიტზე :D მომმართეთ თუ რამეა და იჩაგრებით :D ნინოებს ვულოცავ..... :)
და კიდევ ბავშვთა დაცვის დღეს ვულოცავ, თუ ვინმე ბავშვია საიტზე :D მომმართეთ თუ რამეა და იჩაგრებით :D
1. ყველა ნინოს ვულოცავ სახელობის დღეს!
წმინდა ნინოს მადლი არ მოგვკლებოდეს! ყველა ნინოს ვულოცავ სახელობის დღეს!
წმინდა ნინოს მადლი არ მოგვკლებოდეს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|