ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუცი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 ივნისი, 2011


# # # (ისევ ფიქრებიდან)

ბავშვობაში ყვითელგულა გვირილების თეთრ ფურცლებად შეგროვებულ სადარდებელს, ვთვლიდით ყველა კენტ რიცხვზე და ლუწფრთიანი გვირილების შეხვედრაზე გვიხაროდა. ქარს ვატანდით წინა წყენას. ვსდევდით სურვილს. . . ,,დიდობანას" ვთამაშობდით.ვითვლიდით და დროს კუთხეში ვახუჭებდით.ის, მარცვლიდა _ ვ ი ხ ი ლ ე ბ ი. . .მ ო გ ძ ე ბ ნ ი თ ო ო ო,მაგრამ დიდხანს ვერაფერი მოგვიხერხა. მერე ჭრელა-ჭრულა ფიქრის გაზაფხულში, მოგვაძახა_ მაქ ხარ, შენი სულის კართან, გამოდიო! ბავშვობა კი დაგებული გვირილებად, ჩაგვეფურცლა. . .
 
ჩუმია ფიქრი. უფრო ჩუმი გულის ვედრება. საკუთარ ნაჭუჭს ჩავეკარით ემბრიონის მდგომარეობით. პლაცენტა გვაწვდის შედღვებილ დოდ უუნარობას დიდი დოზით და პეშვით მზის ჩვენ წილ სითბოს, რომ არ გარდავიცვალოთ. ჩვენ კი, არ გვყოფნის არც ჰაერი, არც მზე პეშვით და მალებს რახიტად შემოუჩნდა უმოძრაობა. უდროობაა. . . გამოუშრა წუთებს წამები,  საათებს წუთის ოხშივარი ასდის ისე რომ,გასავლელი გზის ხილვადობა ნულის ტოლია.
ტრიალებს მიწა. ცას ეცვლება თავის ფერები.მინდვრებზე ისევ გვირილებად იშლება მიწის ბინადარი მზე და ფურცლები მისი, ისევ აგავს სულის ფერს.ფურცლავს, ახლა უკვე გარემოება, ბედისწერა, ქმედება ჩვენი თვითნებობის. . . ქარს მიაქვს ისევ. . . მე ვისურვებდი რომ, ცასთან ახლოს,იქ სადაც აღარ ნოტივდება ჰაერი და დროს აღარა აქვს უფლება რომ მოგატყუოს_გეთამაშოს და მერე სულის კარებიდან გამოგიყვანოს.
ალბათ დიდობა თამაშია საკუთარ თავთან.ქუჩაში დაბმულ უპატრონო ძაღლს გავს სიცოცხლე_საკუთარ ხორცის ალოკვით რომ ვიყუჩებთ შიმშილს,შიშს_ღრენით, მარტოობას_ყრუ ყმუილით, ტკივილს_ყეფით და ყოველიდღე გვეცვლება სახე.
ჩუმია ფიქრი. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები