ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: თარგმანი
14 ივნისი, 2011


ჰაგაკურე: სამურაის გზა, ღირსების წიგნი (ამონარიდები)

იამამოტო ცუნეტომო,
ჰაგაკურე –“ფოთლებქვეშ დაფარული”,

        ”ჰაგაკურე” წიგნად ჩაიწერა ახალგაზრდა სამურაიმ, ცურამოტო მოტაძაემონ ტაშირომ, 1709-1716 წწ. გვიანდელ იამამოტო ცუნეტომოსთან საუბრების დროს. მანუსკრიპტი ორი საუკუნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა ნაბეშიმას კლანის ფეოდალებთან, საგას სასახლეში, კიუშიუს კუნძულზე, სამხრეთ იაპონიაში.
        წიგნი საყოველთაო გახდა მეიძის რესტავრაციის შემდეგ, 1867 წელს და სამართლიანად იქნა აღიარებული, როგორც იაპონელი სამურაების ღირსების წიგნი. ჰაგაკურე, თავისი ფორმითა და შინაარსით წარმოადგენს იაპონელ მებრძოლთა ქცევის არაფორმალურ კოდექსს. ხშირად, ამ მანუსკრიპტს მეორე სახელად, დასავლურ სამყაროში, ”მებრძოლის გზას” უწოდებენ.
        მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონელ პოლოტ-კამიკაძეებს ყოველთვის თან მიჰქონდათ ”ჰაგაკურეს” ტომი, თავიანთი გმირული გაფრენების დროს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტერმინი ”კამიკაძე” სწორედ საგას პროვინციაში დაიბადა და მერე გავრცელდა მთელს იაპონიაში. კამიკაძეების უმრავლესობაც საგადან იყვნენ...

***
კარგია, როდესაც ცხოვრებას როგორც სიზმარს ისე უყურებ.
როდესაც ღამით, რაღაც საშინელება დაგესიზმრება,
გაიღვიძებ და ეტყვი შენს თავს, რომ ეს საშინელი სიზმარი იყო.
ნათქვამია, რომ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, დიდად არ განსხვავდება იმ სიზმრისგან.

***
ბატონი ნაოშიგეს კედლის გამონათქვამებიდან ერთი ასეთი იყო:
”მძიმედ გადასაწყვეტ საკითხებს მსუბუქად უნდა შეხედო”.
მასწავლებელმა იტტეიმ დაამატა:
”მსუბუქი საკითხების გადაწყვეტას დიდი გულისყური სჭირდება”


It is a good viewpoint to see the world as a dream.
When you have something like a nightmare,
you will wake up and tell yourself that it was only a dream.
It is said that the world we live in is not a bit different from this.
***
Among the maxims on Lord Naoshige's wall, there was this one:
"Matters of great concern should be treated lightly."
Master Ittei commented,
"Matters of small concern should be treated seriously."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები