ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2011


დერსუ უზალა და დიდი იაპონელი, რუსეთში ფილმის გადაღებებისას

”ეეეჰ...კვლავ ააცილე! აკირა-სან!”
მოჭუტული თვალით,
მკაცრად გადმომხედა მაქსიმ მუნზუკმა (დერსუ უზალამ) - უსურიის ლომმა და ტუვის მგელმა, უსურიის ჭრელი ვეფხვების ფონზე.
”არაფერი არ იცით ამ იაპონელებმა,
და ყველაფერი ურუსს დაუთმეთ.”
ამბობდა, ჩუმად, ჭუტალათვალა, მოხუცი ლომი.

ციმბირი - ურუსს, მე კი, მზის შვილს - ზღვაში,
რუსის სასაზღვრო გემების კონტროლქვეშ დაჭერილი სელდი-ივასის მომწვანო სუპი...
კლავ ავაცილე...ისევე, როგორც 22 დეკემბერს*.
ნელა ამოდის ნაგვემი სხეულიდან, აკიტას სამურაების** მებრძოლი სული.
__________________________
* - 1971  წლის 22 დეკემბერს, აკირა კუროსავამ თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ გადაარჩინეს.
** - კუროსავას გვარი მიეკუთვნებოდა ჩრდილოეთ ჰონსიუს, აკიტას პრეფექტურის სამურაების ერთ-ერთ თვალსაჩინო კლანს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები